https://sputnik-georgia.com/20231007/davitasvili-turizmidan-mirebuli-semosavlebi-rekordulad-izrdeba-283058414.html
დავითაშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეკორდულად იზრდება
დავითაშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეკორდულად იზრდება
Sputnik საქართველო
წლის ბოლომდე საქართველო 6,6 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს, რაც 2019 წლის მონაცემების 70,1% აღდგენაა, ვარაუდობს ვიცე-პრემიერი 07.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-07T10:15+0400
2023-10-07T10:15+0400
2023-10-07T10:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/06/283028255_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_aac318f8ebcf0023efb051a8ed6cef41.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულია - მთავრობა წლის ბოლომდე 4,4 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში 1,8 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57,9%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელი 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით – 23,9%-ით მეტი. შემოსავლებმა ტურიზმიდან გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურების რიცხვს ტურიზმისთვის რეკორდული 2019 წლის მონაცემებისთვის არ მიუღწევია. 2019 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 3,8 მლნ უცხოელი მოგზაური ეწვია.მინისტრის ინფორმაციით, წლევანდელი მონაცემები ქმნის საფუძვლიან მოლოდინს, რომ წლის ბოლომდე საქართველომ 6,6 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლოს, რაც 2019 წლის მონაცემების 70,1% აღდგენაა.2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს ეწვია დაახლოებით 2,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, რაც 75,9%-ით მეტია 2022 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით. ამასთან, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით მაჩვენებლები 74%-ით არის აღდგენილი.ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროების, კონკურენტული სერვისებისა და ახალი, მიმზიდველი მიმართულებების განვითარება.როგორ ჩაიარა ზაფხულის ტურისტულმა სეზონმა საქართველოში - ექსპერტის შეფასება >>მისივე თქმით, ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნი ფაქტორია ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.„ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი“, - განაცხადა დავითაშვილმა.ამბიციური გეგმა: 2025 წლისთვის აჭარა ექვსი მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს >>საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის 12 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველომ უვიზო რეჟიმი დააწესა. მათ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა ტურიზმის მიზნით და ქვეყანაში 30 დღის განმავლობაში დარჩენა.საქართველოს 2022 წელს ჩინეთის დაახლოებით 7,4 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 69,1%-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელზე 112,8%-ით მეტია. 2020 წელს ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 4,4 ათასი იყო, 2021 წელს – 3,5 ათასი. 2019 წლის პანდემიამდელ პერიოდში ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობამ 48 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/06/283028255_157:0:2888:2048_1920x0_80_0_0_7a23d6906a0026cfebbd5f375565a75d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
დავითაშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეკორდულად იზრდება
წლის ბოლომდე საქართველო 6,6 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს, რაც 2019 წლის მონაცემების 70,1% აღდგენაა, ვარაუდობს ვიცე-პრემიერი
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულია - მთავრობა წლის ბოლომდე 4,4 მილიარდი დოლარის შემოსავალს ელის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში 1,8 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57,9%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელი 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით – 23,9%-ით მეტი. შემოსავლებმა ტურიზმიდან გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მოგზაურების რიცხვს ტურიზმისთვის რეკორდული 2019 წლის მონაცემებისთვის არ მიუღწევია. 2019 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 3,8 მლნ უცხოელი მოგზაური ეწვია.
„უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ორ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ზრდა პანდემიამდელ ანუ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24%-ს შეადგენს... მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4,4 მილიარდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, წლევანდელი მონაცემები ქმნის საფუძვლიან მოლოდინს, რომ წლის ბოლომდე საქართველომ 6,6 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლოს, რაც 2019 წლის მონაცემების 70,1% აღდგენაა.
2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს ეწვია დაახლოებით 2,9 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, რაც 75,9%-ით მეტია 2022 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით. ამასთან, 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით მაჩვენებლები 74%-ით არის აღდგენილი.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროების, კონკურენტული სერვისებისა და ახალი, მიმზიდველი მიმართულებების განვითარება.
მისივე თქმით, ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნი ფაქტორია ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.
„ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი“, - განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. 2023 წლის 12 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველომ უვიზო რეჟიმი დააწესა. მათ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა ტურიზმის მიზნით და ქვეყანაში 30 დღის განმავლობაში დარჩენა.
საქართველოს 2022 წელს ჩინეთის დაახლოებით 7,4 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 69,1%-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელზე 112,8%-ით მეტია. 2020 წელს ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 4,4 ათასი იყო, 2021 წელს – 3,5 ათასი. 2019 წლის პანდემიამდელ პერიოდში ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობამ 48 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა.