გარდაიცვალა BIAFF-ის დამფუძნებელი გიორგი გოგიბერიძე

© Batumi International Art-House Film Festival / FBსაავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF
საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
НовостиTelegram
რეჟისორი ბოლო ხანს მძიმე დაავადებას ებრძოდა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორი, ტელეწამყვანი, ასევე საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი BIAFF-ის დამფუძნებელი გიორგი გოგიბერიძე 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
რეჟისორი ბოლო რამდენიმე წელი მძიმე დაავადებას ებრძოდა.
გოგიბერიძემ 2006 წელს დააარსა „ხელოვანთა სახლი არგანი". ამ ორგანიზაციას ბათუმში რიგი მხატვრული და კულტურული პროექტის ჩატარება უკავშირდება. მათ შორისაა საერთაშორისო ფესტივალი „ბიაფიც", რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა აჭარასა და მთლიანად საქართველოში.
გიორგი გოგიბერიძის კინოსამყარო, „თეთრი კვადრატი“ და ბათუმელი არკადი სტრუგაცკი>>
გოგიბერიძე ასევე იყო ავტორი და წამყვანი აჭარის ტელევიზიის პროგრამისა „თეთრი კვადრატი".
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ყველა ახალი ამბავი
0