https://sputnik-georgia.com/20231026/tragedia-sovsi-dakarguli-arasrulwlovnis-cxedris-zebna-grzeldeba-283694343.html
ტრაგედია შოვში: დაკარგული არასრულწლოვნის ცხედრის ძებნა ამ დრომდე გრძელდება
ტრაგედია შოვში: დაკარგული არასრულწლოვნის ცხედრის ძებნა ამ დრომდე გრძელდება
Sputnik საქართველო
მეწყერმა თითქმის მთელი კურორტი შოვი გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს. 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T20:07+0400
2023-10-26T20:07+0400
2023-10-26T22:01+0400
მეწყერი რაჭაში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვახტანგ გომელაური
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ახალი ამბები
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/13/281489293_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_7c5f6893f68b38cb1e177c962975d0dd.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედრის ძებნა ამ დრომდე გრძელდება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა.ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.რას უკავშირდება სტიქიური უბედურებები საქართველოში - ეკოლოგი>>მინისტრის ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე რჩებიან შესაბამისი ჯგუფები, მუშაობს ტექნიკა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მისი განმარტებით, ჯერჯერობით არ დასრულებულა არც ექსპერტიზის პროცედურები.შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა).
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/13/281489293_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_2bdd125b7a1abe3e20519d05aadc38c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვახტანგ გომელაური , საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ახალი ამბები, საქართველო, რაჭა-ლეჩხუმი , გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მეწყერი რაჭაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვახტანგ გომელაური , საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ახალი ამბები, საქართველო, რაჭა-ლეჩხუმი , გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ტრაგედია შოვში: დაკარგული არასრულწლოვნის ცხედრის ძებნა ამ დრომდე გრძელდება
20:07 26.10.2023 (განახლებულია: 22:01 26.10.2023) მეწყერმა თითქმის მთელი კურორტი შოვი გაანადგურა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედრის ძებნა ამ დრომდე გრძელდება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ტრაგედია რაჭაში 3 აგვისტოს მოხდა. უზარმაზარმა მეწყერმა, მილიონობით კუბური მეტრის მოცულობის მიწის მასამ დაფარა კურორტი შოვი, გზად კი ყველაფერი გაანადგურა. სტიქიის შედეგად დაინგრა კოტეჯები, ხიდები, შოვში შესასვლელი გზა.
ბოლო მონაცემებით, 32 დაღუპულის პარალელურად დაკარგულად მიიჩნევა კიდევ ერთი პირი. პირველივე დღეებში მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
მინისტრის ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე რჩებიან შესაბამისი ჯგუფები, მუშაობს ტექნიკა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მისი განმარტებით, ჯერჯერობით არ დასრულებულა არც ექსპერტიზის პროცედურები.
„ეს უმძიმესი იყო მთელი საქართველოსთვის. კიდევ ერთი ადამიანის, არასრულწლოვნის ცხედარი ვერ ვიპოვეთ. გამოძიება მიმდინარეობს. რომ გითხრათ, რომ გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, ნამდვილად მოგატყუებთ, ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს ახალი“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 116-ე და 140-ე მუხლებით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა).