თბილისი „აბრეშუმის გზის“ ფორუმს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი
თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააარსა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი დედაქალაქში 26-27 ოქტომბერს გაიმართება.
ღონისძიებაში 60 ქვეყნიდან 2 ათასამდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმის გახსნას დაესწრებიან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. გარდა ამისა, პანელურ სესიებში მონაწილეობას ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერები და ეკონომიკური პროფილის მინისტრები მიიღებენ.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, მათ შორის, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმზე ელოდებიან ათობით წამყვანი კომპანიის წარმომადგენელს როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ისე სპარსეთის ყურიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან. ღონისძიების გახსნის ცერემონია წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოთი დაინტერესება ძალიან მაღალია - მიზეზები>>>
ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებზე. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ათი სესია: ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიები. ფორუმის ფარგლებში გამართული სესიების მოდერატორები BBC-ს, Bloomberg-ის, DW-ის წამყვანი ჟურნალისტები იქნებიან.
ფორუმის მეორე დღე მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვასა და ორმხრივ შეხვედრებს (B2B).
თბილისის პირველი საერთაშორისო „აბრეშუმის გზის“ ფორუმი 2015 წლის ოქტომბერში გაიმართა. ბოლო, მესამე ფორუმი 2019 წელს შედგა და მას მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 2 ათასი მონაწილე ესწრებოდა.
„აბრეშუმის გზის“ განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.
ამ მხრივ ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც შენდება ქვეყნის მასშტაბით, არის „აბრეშუმის გზის“ განუყოფელი ნაწილი, მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზი და სხვა პროექტები.
ყველა ახალი ამბავი
0