https://sputnik-georgia.com/20231024/abresumis-gzis-forumze-saqartveloti-daintereseba-zalian-maralia-mizezebi-283587939.html
აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოთი დაინტერესება ძალიან მაღალია - მიზეზები
აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოთი დაინტერესება ძალიან მაღალია - მიზეზები
Sputnik საქართველო
ფორუმის გახსნას დაესწრებიან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T09:44+0400
2023-10-24T09:44+0400
2023-11-03T15:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
აბრეშუმის გზა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105806_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ad7a2f0eda999de43b3866f44661e915.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმში სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების, ასევე ბიზნეს-წრეების წარმომადგენლების მონაწილეობა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო და მისი ეკონომიკური ტენდენციები საინტერესოა მრავალი ქვეყნისთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 26-27 ოქტომბერს გაიმართება. მასში 60 ქვეყნიდან 2 ათასამდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. დავითაშვილის თქმით, ფორუმზე პრემიერ-მინისტრებიც ჩამოვლენ.ვიცე-პრემიერის თქმით, ფორუმის გახსნას დაესწრებიან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. გარდა ამისა, პანელურ სესიებში მონაწილეობას ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერები და ეკონომიკური პროფილის მინისტრები მიიღებენ.„გეოგრაფია ძალიან ფართოა, ეს არ არის მხოლოდ რეგიონის ქვეყნები, ისევ ბევრი სტუმარი გვყავს როგორც სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ევროპის ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აშშ-დან“, – განაცხადა დავითაშვილმა.ღონისძიებას ასევე დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, მათ შორის, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.მინისტრის მოადგილე: აბრეშუმის გზის ფორუმი ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას >>ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად თბილისში ათობით წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ისე სპარსეთის ყურიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან. ფორუმის ფარგლებში გამართული სესიების მოდერატორები BBC-ს, Bloomberg-ის, DW-ს წამყვანი ჟურნალისტები იქნებიან.ვიცე-პრემიერის თქმით, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალს მსოფლიოში დიდი ყურადღება ეთმობა, ფორუმის ძირითადი თემა იქნება „დაკავშირებადობა“.„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააარსა. ღონისძიების გახსნის ცერემონია წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271105806_53:0:1193:855_1920x0_80_0_0_4474364350debbe26142fda50013a4b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აბრეშუმის გზა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, აბრეშუმის გზა , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოთი დაინტერესება ძალიან მაღალია - მიზეზები
09:44 24.10.2023 (განახლებულია: 15:20 03.11.2023) ფორუმის გახსნას დაესწრებიან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმში სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების, ასევე ბიზნეს-წრეების წარმომადგენლების მონაწილეობა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო და მისი ეკონომიკური ტენდენციები საინტერესოა მრავალი ქვეყნისთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 26-27 ოქტომბერს გაიმართება. მასში 60 ქვეყნიდან 2 ათასამდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. დავითაშვილის თქმით, ფორუმზე პრემიერ-მინისტრებიც ჩამოვლენ.
„პოლიტიკური ნაწილის გარდა, ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ბევრი გლობალური ბიზნეს-ლიდერი ეწვევა, რომლებიც სხვადასხვა თემატურ პანელურ სესიებზე ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების საკითხებს განიხილავენ. ასეთი დიდი აქტივობა ხაზს უსვამს, რომ ბევრი ქვეყნისთვის საინტერესოა საქართველო და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ფორუმის გახსნას დაესწრებიან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. გარდა ამისა, პანელურ სესიებში მონაწილეობას ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერები და ეკონომიკური პროფილის მინისტრები მიიღებენ.
„გეოგრაფია ძალიან ფართოა, ეს არ არის მხოლოდ რეგიონის ქვეყნები, ისევ ბევრი სტუმარი გვყავს როგორც სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ევროპის ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აშშ-დან“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, მათ შორის, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად თბილისში ათობით წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ისე სპარსეთის ყურიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან. ფორუმის ფარგლებში გამართული სესიების მოდერატორები BBC-ს, Bloomberg-ის, DW-ს წამყვანი ჟურნალისტები იქნებიან.
ვიცე-პრემიერის თქმით, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პოტენციალს მსოფლიოში დიდი ყურადღება ეთმობა, ფორუმის ძირითადი თემა იქნება „დაკავშირებადობა“.
„ჩვენ ვისაუბრებთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებაზე, თუმცა ფორუმი მოიცავს ბევრ სხვა მიმართულებასაც – საფინანსო სექტორი, სავაჭრო საკითხები, კავშირგაბმულობა, სატრანსპორტო სფერო, ენერგეტიკა, ტექნოლოგიები და სხვა, პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა მიმართულებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააარსა. ღონისძიების გახსნის ცერემონია წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.