https://sputnik-georgia.com/20231013/tbilisshi-abreshumis-gzis-porumi-gaimarteba-283250974.html
მინისტრის მოადგილე: აბრეშუმის გზის ფორუმი ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას
მინისტრის მოადგილე: აბრეშუმის გზის ფორუმი ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას
Sputnik საქართველო
ღონისძიებაში, რომელსაც თბილისი მეოთხედ უმასპინძლებს, ევროპიდან და აზიიდან 2 ათასამდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T18:49+0400
2023-10-13T18:49+0400
2023-10-13T22:06+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0d/283248214_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_f494103222fecbc77417479d8acb9b03.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მიზანია ლოჯისტიკური კავშირების გაზრდა და ასევე „შუა დერეფნის“ ინიციატივაში ქვეყნების უფრო მეტად ჩართვის ხელშეწყობა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ფორუმის საორგანიზაციო შტაბის გახსნაზე.რიგით მეოთხე ფორუმი თბილისში 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2 ათასამდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.„აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარი იდეა არის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ კავშირები და ამ შემთხვევაში საქართველოს როლი, როგორც ჰაბის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ფორუმი, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება, ხელს შეუწყობს ქვეყნების უფრო მეტ ჩართულობას „შუა დერეფნის“ ინიციატივაში", – განაცხადა არველაძემ.მისი თქმით, ფორუმი აგრეთვე ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის და საქართველოს, როგორც მთავარი დამაკავშირებელი ქვეყნის როლის გაზრდას.პრემიერი ჩინეთთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე>>>როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელთან მიმართებითაც მაღალი ინტერესია როგორც სამთავრობო, ისე ბიზნეს-სექტორის მხრიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მაღალ დონეზე ჩატარება.ამ მიზნისთვის დღეს ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა, რომელსაც არველაძე უხელმძღვანელებს. შტაბი ღონისძიების დამთავრებამდე სრული დატვირთვის იმუშავებს.„ჩვენ ველოდებით მაღალი დონის სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რეგიონიდან – პრემიერ-მინისტრების დონეზე, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში განვიხილავთ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე ფინტეკი, რომელიც ახალი თემაა და ჩვენ წლევანდელ ფორუმს დავამატეთ“, – განაცხადა არველაძემ.26 ოქტომბერს ფორუმს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გახსნიან.ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და საფინანსო ტექნოლოგიების საკითხებზე, ასევე გაიმართება სესიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და შედგება ორმხრივი ბიზნეს-შეხვედრები. საქართველო 2015 წლიდან წარმატებით მასპინძლობს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0d/283248214_79:0:1856:1333_1920x0_80_0_0_cd983f3e5449f5e13ed0c46094398c2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
მინისტრის მოადგილე: აბრეშუმის გზის ფორუმი ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას
18:49 13.10.2023 (განახლებულია: 22:06 13.10.2023) ღონისძიებაში, რომელსაც თბილისი მეოთხედ უმასპინძლებს, ევროპიდან და აზიიდან 2 ათასამდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მიზანია ლოჯისტიკური კავშირების გაზრდა და ასევე „შუა დერეფნის“ ინიციატივაში ქვეყნების უფრო მეტად ჩართვის ხელშეწყობა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ფორუმის საორგანიზაციო შტაბის გახსნაზე.
რიგით მეოთხე ფორუმი თბილისში 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2 ათასამდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.
„აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარი იდეა არის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ კავშირები და ამ შემთხვევაში საქართველოს როლი, როგორც ჰაბის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ფორუმი, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება, ხელს შეუწყობს ქვეყნების უფრო მეტ ჩართულობას „შუა დერეფნის“ ინიციატივაში", – განაცხადა არველაძემ.
მისი თქმით, ფორუმი აგრეთვე ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის და საქართველოს, როგორც მთავარი დამაკავშირებელი ქვეყნის როლის გაზრდას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელთან მიმართებითაც მაღალი ინტერესია როგორც სამთავრობო, ისე ბიზნეს-სექტორის მხრიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მაღალ დონეზე ჩატარება.
ამ მიზნისთვის დღეს ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა, რომელსაც არველაძე უხელმძღვანელებს. შტაბი ღონისძიების დამთავრებამდე სრული დატვირთვის იმუშავებს.
„ჩვენ ველოდებით მაღალი დონის სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რეგიონიდან – პრემიერ-მინისტრების დონეზე, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის ფარგლებში განვიხილავთ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე ფინტეკი, რომელიც ახალი თემაა და ჩვენ წლევანდელ ფორუმს დავამატეთ“, – განაცხადა არველაძემ.
26 ოქტომბერს ფორუმს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გახსნიან.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და საფინანსო ტექნოლოგიების საკითხებზე, ასევე გაიმართება სესიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და შედგება ორმხრივი ბიზნეს-შეხვედრები.
საქართველო 2015 წლიდან წარმატებით მასპინძლობს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს.