https://sputnik-georgia.com/20231026/shavi-zgva-rogorc-karibche-evropisken-garibashvili-anakliis-portze-283658976.html
შავი ზღვა, როგორც კარიბჭე ევროპისკენ: პრემიერ-მინისტრი საქართველოს პერსპექტივაზე
შავი ზღვა, როგორც კარიბჭე ევროპისკენ: პრემიერ-მინისტრი საქართველოს პერსპექტივაზე
Sputnik საქართველო
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტი გაჩნდება, განაცხადა პრემიერმა. 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T11:21+0400
2023-10-26T11:21+0400
2023-11-03T17:20+0400
საქართველო
ანაკლია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249060932_0:231:3069:1957_1920x0_80_0_0_211e14e4012b64800df2c8ba6d7cadc0.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს აქვს ბევრი გამოუყენებელი მიმართულება ევროპასთან მჭიდრო კავშირებისთვის შავი ზღვის გავლით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Global Gateway Forum 2023-ზე.ბოლო დროს აზიასა და ევროპას შორის ალტერნატიული მარშრუტების ძიების ფონზე საქართველოს გასასვლელმა შავ ზღვაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ ქვეყანაში განუვითარებელი საპორტო ინფრასტრუქტურა არ იძლევა დიდი ტონაჟის გემების მიღების საშუალებას.ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის საბორნე მიმოსვლის განვითარების განსაკუთრებული პოტენციალი, ასევე ელექტროკაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის პერსპექტივა, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაძლიერებას.პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ანაკლიის პორტის მშენებლობას.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს შესაძლებლობებს გაზრდის დიდი ოდენობით ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. გარდა ამისა, შავ ზღვაში წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სწრაფ ინტერნეტ-კავშირს უზრუნველყოფს სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე, რაც ჩვენს მოსახლეობას უფრო სწრაფი და საიმედო ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.ანაკლიის პორტის პროექტის ახალი სიცოცხლეანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება.რამდენს დახარჯავს სახელმწიფო ანაკლიის პორტზე 2024 წელს>>>მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.2023 წლის თებერვალში კერძო პარტნიორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, ხოლო ივნისში კომისიაში განაცხადები შევიდა. საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით სულ ოთხი კომპანია დაინტერესდა. ამჟამად პროექტი პარტნიორი კომპანიის შერჩევის სტადიაზეა. ამ ეტაპზე გამოვლენილია ორი შესაძლო პარტნიორი: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია ან ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. გამარჯვებულის ვინაობა 2023 წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.შეძლებს თუ არა საქართველო სათანადო სარგებლის მიღებას ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით>>>სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: ანაკლიის პორტის მშენებლობა პრიორიტეტია>>>გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/18/249060932_106:0:2837:2048_1920x0_80_0_0_0bc6efe62a6e0e3ae4dc0f61a091f3c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ანაკლია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ანაკლია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
შავი ზღვა, როგორც კარიბჭე ევროპისკენ: პრემიერ-მინისტრი საქართველოს პერსპექტივაზე
11:21 26.10.2023 (განახლებულია: 17:20 03.11.2023) სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტი გაჩნდება, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს აქვს ბევრი გამოუყენებელი მიმართულება ევროპასთან მჭიდრო კავშირებისთვის შავი ზღვის გავლით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Global Gateway Forum 2023-ზე.
ბოლო დროს აზიასა და ევროპას შორის ალტერნატიული მარშრუტების ძიების ფონზე საქართველოს გასასვლელმა შავ ზღვაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ ქვეყანაში განუვითარებელი საპორტო ინფრასტრუქტურა არ იძლევა დიდი ტონაჟის გემების მიღების საშუალებას.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოუყენებელი შესაძლებლობები შავი ზღვის კვეთით, რაც მტკიცედ დაგვაკავშირებს ევროკავშირთან და საშუალებს მოგვცემს სრული პოტენციალი ავითვისოთ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის საბორნე მიმოსვლის განვითარების განსაკუთრებული პოტენციალი, ასევე ელექტროკაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის პერსპექტივა, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაძლიერებას.
პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ანაკლიის პორტის მშენებლობას.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს შესაძლებლობებს გაზრდის დიდი ოდენობით ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. გარდა ამისა, შავ ზღვაში წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა სწრაფ ინტერნეტ-კავშირს უზრუნველყოფს სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე, რაც ჩვენს მოსახლეობას უფრო სწრაფი და საიმედო ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ანაკლიის პორტის პროექტის ახალი სიცოცხლე
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".
„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.
2023 წლის თებერვალში კერძო პარტნიორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, ხოლო ივნისში კომისიაში განაცხადები შევიდა. საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით სულ ოთხი კომპანია დაინტერესდა.
ამჟამად პროექტი პარტნიორი კომპანიის შერჩევის სტადიაზეა. ამ ეტაპზე გამოვლენილია ორი შესაძლო პარტნიორი: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია ან ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. გამარჯვებულის ვინაობა 2023 წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.