https://sputnik-georgia.com/20230923/irakli-raribasvili-gaerosi-anakliis-portis-msenebloba-prioritetsia-282588827.html
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: ანაკლიის პორტის მშენებლობა პრიორიტეტია
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: ანაკლიის პორტის მშენებლობა პრიორიტეტია
Sputnik საქართველო
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტი გაჩნდება, განაცხადა პრემიერმა 23.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-23T19:11+0400
2023-09-23T19:11+0400
2023-09-23T19:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ანაკლია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
გაერო
გაეროს გენერალური ასამბლეა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24611/88/246118827_0:23:1591:918_1920x0_80_0_0_e97f162e58e5cd90b20792c9c3cbc17f.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა კონკურსი კერძო პარტნიორის შესარჩევად და უკვე ივნისში განაცხადი ოთხი კომპანიისგან შევიდა. კონკურსის შემდეგ ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა.მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს კერძო პარტნიორი იქნება ორი უცხოური კომპანიიდან ერთ-ერთი: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია ან ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.2022 წელს სახელმწიფომ ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის სანდო და გამოცდილი პარტნიორების შესარჩევად წამყვანი დასავლელი კონსულტანტები დაიქირავა.უწყებათშორის სამთავრობო კომისიას კონსულტაციას უწევდა სამი კომპანია – ჰოლანდიური Maritime & Transport Business Solutions, Ports Consultants of Roterdam და ამერიკული Squire Patton Boggs. მათი დახმარებით შედგა კანდიდატების შერჩევის პირობები.ვინ განახორციელებს ინვესტიციებს ანაკლიის პორტის მშენებლობაში? დასახელდა ორი პრეტენდენტი >>ანაკლიის პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს პოტენციურ პარტნიორებთან კონსულტაციები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბევრმა კომპანიამ კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა, რის შემდეგაც მათ სახელმწიფოსგან გადაეცათ კვლევები და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციები.საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით სულ ოთხი კომპანია დაინტერესდა. მეორე ეტაპზე მხოლოდ ორი კომპანია გავიდა, რომლებმაც დააკმაყოფილეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები.ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. კონსორციუმმა, თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება არასამართლიანად მიიჩნია და საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლა.ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებმას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობას იწყებს>>>სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24611/88/246118827_168:0:1423:941_1920x0_80_0_0_82f94a782787fae89e71bd5de36394e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ანაკლია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, გაერო, გაეროს გენერალური ასამბლეა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, ანაკლია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, გაერო, გაეროს გენერალური ასამბლეა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: ანაკლიის პორტის მშენებლობა პრიორიტეტია
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტი გაჩნდება, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა კონკურსი კერძო პარტნიორის შესარჩევად და უკვე ივნისში განაცხადი ოთხი კომპანიისგან შევიდა. კონკურსის შემდეგ ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ეს მწვანე ველი მოიაზრება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის პროექტად, რომელიც შექმნის თანამედროვე ღრმაწყლოვან პორტს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე“, - განაცხადა პრემიერმა.
მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს კერძო პარტნიორი იქნება ორი უცხოური კომპანიიდან ერთ-ერთი: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია ან ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
2022 წელს სახელმწიფომ ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის სანდო და გამოცდილი პარტნიორების შესარჩევად წამყვანი დასავლელი კონსულტანტები დაიქირავა.
უწყებათშორის სამთავრობო კომისიას კონსულტაციას უწევდა სამი კომპანია – ჰოლანდიური Maritime & Transport Business Solutions, Ports Consultants of Roterdam და ამერიკული Squire Patton Boggs. მათი დახმარებით შედგა კანდიდატების შერჩევის პირობები.
ანაკლიის პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს პოტენციურ პარტნიორებთან კონსულტაციები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბევრმა კომპანიამ კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა, რის შემდეგაც მათ სახელმწიფოსგან გადაეცათ კვლევები და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციები.
საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით სულ ოთხი კომპანია დაინტერესდა. მეორე ეტაპზე მხოლოდ ორი კომპანია გავიდა, რომლებმაც დააკმაყოფილეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. კონსორციუმმა, თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება არასამართლიანად მიიჩნია და საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლა.
ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".
ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.