https://sputnik-georgia.com/20231026/prezidenti-politikur-gunds-qmnis-volski-283675579.html
პრეზიდენტი პოლიტიკურ გუნდს ქმნის - დეპუტატი
პრეზიდენტი პოლიტიკურ გუნდს ქმნის - დეპუტატი
Sputnik საქართველო
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი ნინო ლომჯარიასთან და გიორგი გახარიასთან ერთად პოლიტიკურ პარტიას ქმნის. 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T15:21+0400
2023-10-26T15:21+0400
2023-10-26T20:19+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
გიორგი გახარია
საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283440133_0:0:3397:1911_1920x0_80_0_0_b8ac9d04099f5f8ab25d2c7999b51070.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქმნის თავის პოლიტიკურ გუნდს და ემზადება პოლიტიკაში თავისი მონაწილეობის გაფართოებისთვის, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ. უფრო ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან და ექს-პრემიერ, პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასთან ერთად მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიას ქმნის. პოლიტიკოსმა გაიხსენა პრეზიდენტის გამოსვლა 2023 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც ზურაბიშვილმა ხელისუფლებას პრორუსულობაში პირდაპირ დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ მას რცხვენია ამის გამო და მან ბოდიში უნდა მოუხადოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულების ოჯახებს. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, შესაბამისად, იგი დარჩა საქართველოს პრეზიდენტად და შეინარჩუნა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება. მის მემკვიდრეს 2024 წელს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში გასული პარტიები. პრეზიდენტი, ექს-პრემიერი და ექს-ომბუდსმენი საარჩევნოდ პარტიას ქმნიან - კობახიძე>>რაც შეეხება ლომჯარიას, მმართველ პარტიაში ის არაერთხელ დაადანაშაულეს მიკერძოებასა და რადიკალიზმში და "ნაცმოძრაობასთან" მჭიდრო კავშირში. როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ლომჯარია „ნაცმოძრაობის" საყრდენი იყო. ლომჯარიამ 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში ახალი პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის" პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, მის შემადგენლობაში სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შევიდნენ, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ – საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური პლატფორმა და არ იგეგმება მისი პოლიტიკურ მოძრაობად ან პარტიად გარდაქმნა. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მანამდე პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდი გამორიცხავს რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამასთან, მან დაადასტურა, რომ ისინი მოლაპარაკებებს მართავენ ყოფილ მინისტრებთან და დეპუტატებთან, რომელთა შორის არიან "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნებიც. პრეზიდენტი და ყოფილი ომბუდსმენი „რადიკალების" დღის წესრიგს მიჰყვებიან - შალვა პაპუაშვილი>>საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, დღეისთვის ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას. „ქართული ოცნებისა" და პრეზიდენტის ურთიერთობა ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ამჟამად ძალიან დაძაბულია. გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო – დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია. ის რჩება მხოლოდ ფორმალურ პრეზიდენტად - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე>>ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის კიდევ გაუარესდა. 2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283440133_302:0:3033:2048_1920x0_80_0_0_2d467d0cfdb689c747029f10bf981425.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , გიორგი გახარია , საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სალომე ზურაბიშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , გიორგი გახარია , საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სალომე ზურაბიშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პრეზიდენტი პოლიტიკურ გუნდს ქმნის - დეპუტატი
15:21 26.10.2023 (განახლებულია: 20:19 26.10.2023) უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი ნინო ლომჯარიასთან და გიორგი გახარიასთან ერთად პოლიტიკურ პარტიას ქმნის.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქმნის თავის პოლიტიკურ გუნდს და ემზადება პოლიტიკაში თავისი მონაწილეობის გაფართოებისთვის, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
უფრო ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან და ექს-პრემიერ, პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასთან ერთად მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიას ქმნის.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი თავის პოლიტიკურ გუნდს ქმნის და ემზადება იმისთვის, რომ პოლიტიკაში თავისი მონაწილეობა უფრო გააფართოვოს, რაღაც გარკვეული ფორმით ის უკვე არის პოლიტიკაში", – განაცხადა ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE".
პოლიტიკოსმა გაიხსენა პრეზიდენტის გამოსვლა 2023 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც ზურაბიშვილმა ხელისუფლებას პრორუსულობაში პირდაპირ დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ მას რცხვენია ამის გამო და მან ბოდიში უნდა მოუხადოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულების ოჯახებს.
„ამას ელჩები უყურებენ, აქ უკვე აღარ რჩება ინტერპრეტაციის საშუალება, რომ იქნებ ადამიანი მართლა წუხს თავის ქვეყანაზე, იქნებ უნდა, რომ გამოაფხიზლოს ვინმე, ვინც მიძინებულია. არ არის ამის არანაირი საფუძველი. ჩემთვის ეს არის ძალიან მტკივნეული, ვინაიდან სისხლითაც მონათესავეები ვართ და არცთუ ცუდი ურთიერთობა გვქონდა წარსულში. მაგრამ არსებობს რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ", – განაცხადა ვოლსკიმ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, შესაბამისად, იგი დარჩა საქართველოს პრეზიდენტად და შეინარჩუნა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება.
მის მემკვიდრეს 2024 წელს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ მომავალი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში გასული პარტიები.
რაც შეეხება ლომჯარიას, მმართველ პარტიაში ის არაერთხელ დაადანაშაულეს მიკერძოებასა და რადიკალიზმში და "ნაცმოძრაობასთან" მჭიდრო კავშირში. როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ლომჯარია „ნაცმოძრაობის" საყრდენი იყო.
ლომჯარიამ 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში ახალი პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის" პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, მის შემადგენლობაში სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შევიდნენ, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ – საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური პლატფორმა და არ იგეგმება მისი პოლიტიკურ მოძრაობად ან პარტიად გარდაქმნა.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, მანამდე პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდი გამორიცხავს რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამასთან, მან დაადასტურა, რომ ისინი მოლაპარაკებებს მართავენ ყოფილ მინისტრებთან და დეპუტატებთან, რომელთა შორის არიან "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნებიც.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, დღეისთვის ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
„ქართული ოცნებისა" და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ამჟამად ძალიან დაძაბულია.
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო – დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.