https://sputnik-georgia.com/20231024/prezidenti-eqs-premieri-da-eqs-ombudsmeni-saarcevnod-partias-qmnian-kobaxize-283619649.html
პრეზიდენტი, ექს-პრემიერი და ექს-ომბუდსმენი საარჩევნოდ პარტიას ქმნიან - კობახიძე
პრეზიდენტი, ექს-პრემიერი და ექს-ომბუდსმენი საარჩევნოდ პარტიას ქმნიან - კობახიძე
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია მსგავს გაერთიანებას უპერსპექტივოდ მიიჩნევს. 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T22:14+0400
2023-10-24T22:14+0400
2023-11-03T15:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
საქართველოს სახალხო დამცველი
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283452281_0:0:3242:1824_1920x0_80_0_0_6e57f1377ca9929328fa78c9a430e1e6.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ყოფილი პრემიერი და ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ლომჯარია ადრეც არ გამორიცხავდა პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებებს, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში. გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ უცხოური ვიზიტების გამო კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა.„ქართული ოცნების“ ლიდერმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტის შეხვედრებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ქალ პოლიტიკოსებთან და აღნიშნა, რომ ისინიც არიან დაკავშირებული აღნიშნულ გეგმასთან.„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია, ისევ და ისევ, შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში“, – განაცხადა კობახიძემ.„ქართული ოცნება" რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს როგორც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ისე „ლელოს საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელს", „გირჩი - მეტი თავისუფლებას" და სხვა მცირე პარტიებს. მმართველი პარტია მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობასაც" უწოდებს.„ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არიან, რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.შეუძლიათ თუ არა პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა - შოთაძის პასუხი >>მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია და არა მთელი საქართველოსი. მისი თქმით, ზურაბიშვილი ფორმალური პრეზიდენტია.სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2025 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მომდევნო პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ ის პარტიები, რომლებიც მომავალი წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავენ.მმართველმა პარტიამ არაერთხელ დაადანაშაულა ლომჯარია მიკერძოებასა და რადიკალიზმში და მიანიშნა მის მჭიდრო კავშირზე ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან". როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ლომჯარია „ნაცმოძრაობის“ საყრდენი იყო.ლომჯარიამ ახალი პლატფორმის პრეზენტაცია 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში გამართა. მისი თქმით, „საქართველოს ევროპულ ორბიტაში" სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შევიდნენ, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ – საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური პლატფორმა და არ იგეგმება მისი პოლიტიკურ მოძრაობად ან პარტიად გარდაქმნა.ოხანაშვილი: რა შემთხვევაში მოუწევს პრეზიდენტს კანონის წინაშე პასუხისმგებლობა>>რაც შეეხება გახარიას პარტიას, მანამდე პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციას გამორიცხავს. ამასთან, მან დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ყოფილ მინისტრებთან და დეპუტატებთან, რომელთა შორის არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები.არჩევნები ახლებურადსაქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, დღეისთვის ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ.ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283452281_40:0:2771:2048_1920x0_80_0_0_1615b5ad861c4f5d51895e0737b43a4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , საქართველოს სახალხო დამცველი, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , საქართველოს სახალხო დამცველი, ქართული ოპოზიცია
პრეზიდენტი, ექს-პრემიერი და ექს-ომბუდსმენი საარჩევნოდ პარტიას ქმნიან - კობახიძე
22:14 24.10.2023 (განახლებულია: 15:32 03.11.2023) მმართველი პარტია მსგავს გაერთიანებას უპერსპექტივოდ მიიჩნევს.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ყოფილი პრემიერი და ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ლომჯარია ადრეც არ გამორიცხავდა პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებებს, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში. გასულ კვირაში მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ უცხოური ვიზიტების გამო კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა.
„არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია. ეს გეგმა არსებობს და ეს ყველაფერი ამას უკავშირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტის შეხვედრებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ქალ პოლიტიკოსებთან და აღნიშნა, რომ ისინიც არიან დაკავშირებული აღნიშნულ გეგმასთან.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია, ისევ და ისევ, შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება" რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს როგორც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ისე „ლელოს საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელს", „გირჩი - მეტი თავისუფლებას" და სხვა მცირე პარტიებს. მმართველი პარტია მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობასაც" უწოდებს.
„ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არიან, რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია და არა მთელი საქართველოსი. მისი თქმით, ზურაბიშვილი ფორმალური პრეზიდენტია.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2025 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მომდევნო პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელშიც შევლენ ის პარტიები, რომლებიც მომავალი წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
მმართველმა პარტიამ არაერთხელ დაადანაშაულა ლომჯარია მიკერძოებასა და რადიკალიზმში და მიანიშნა მის მჭიდრო კავშირზე ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან". როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ლომჯარია „ნაცმოძრაობის“ საყრდენი იყო.
ლომჯარიამ ახალი პლატფორმის პრეზენტაცია 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში გამართა. მისი თქმით, „საქართველოს ევროპულ ორბიტაში" სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შევიდნენ, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ – საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური პლატფორმა და არ იგეგმება მისი პოლიტიკურ მოძრაობად ან პარტიად გარდაქმნა.
რაც შეეხება გახარიას პარტიას, მანამდე პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციას გამორიცხავს. ამასთან, მან დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ყოფილ მინისტრებთან და დეპუტატებთან, რომელთა შორის არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, დღეისთვის ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.