https://sputnik-georgia.com/20231019/oxanasvili-ra-semtxvevasi-mouwevs-prezidents-kanonis-winase-pasuxis-gacema-283465434.html
ოხანაშვილი: რა შემთხვევაში მოუწევს პრეზიდენტს კანონის წინაშე პასუხისმგებლობა
ოხანაშვილი: რა შემთხვევაში მოუწევს პრეზიდენტს კანონის წინაშე პასუხისმგებლობა
Sputnik საქართველო
მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი დაარღვია. 19.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-19T20:38+0400
2023-10-19T20:38+0400
2023-11-01T16:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169867_0:0:3172:1785_1920x0_80_0_0_f5b398eb15c0114b071ec3c3867aad42.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დანაშაულს ჩაიდენს და მას თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით ვერ გადააყენებენ, სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ განხორციელდება, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავს კანონის მიღმა დააყენებს, თუ მთავრობის თანხმობის გარეშე გააგრძელებს საზღვარგარეთ ვიზიტებს და ამით დაარღვევს კონსტიტუციას. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.მისი თქმით, ზურაბიშვილი განახორციელებს უცხოურ ვიზიტს საკუთარი სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტის – ეს ორი სხვადასხვა სიტუაციაა.„უკანონო ვიზიტის ბიუჯეტით განხორციელება იქნება პირდაპირ დანაშაულის ნიშნების შემცველი, ხოლო თუ პირადი სახსრებით განახორციელებს, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და კონსტიტუციის უხეში დარღვევა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილმა სამი ვიზიტი საკუთარი სახსრებით განახორციელა, მათ კანონიერს არ ხდის.რაც შეეხება კონკრეტულ რეაგირებას, ამას, ოხანაშვილის თქმით, პროკურატურა წყვეტს.საქართველოს პრეზიდენტს სისხლისსამართლებრივ დევნაზე მიანიშნეს >>18 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.ზურაბიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, უარი თქვა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაზე. მეტიც, მას არ გაუცია ცალსახა პასუხი კითხვაზე, როგორი იქნება მისი შემდგომი მოქმედებები.რა იქნება შემდეგპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, შესაბამისად, იგი დარჩა საქართველოს პრეზიდენტად და შეინარჩუნა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება.ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადადგომას არ გეგმავს, ხოლო იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ მან დუმილის უფლება დაიტოვა.თუმცა, პრეზიდენტს რიგ შემთხვევებში მთავრობასთან ერთად მოქმედება და შემდეგი წლის დასაწყისში დეპუტატების წინაშე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაც მოუწევს.სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169867_256:0:2987:2048_1920x0_80_0_0_b47eb16005142bf50acccdac2b7aa9f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი
ოხანაშვილი: რა შემთხვევაში მოუწევს პრეზიდენტს კანონის წინაშე პასუხისმგებლობა
20:38 19.10.2023 (განახლებულია: 16:38 01.11.2023) მანამდე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი დაარღვია.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დანაშაულს ჩაიდენს და მას თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით ვერ გადააყენებენ, სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ განხორციელდება, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავს კანონის მიღმა დააყენებს, თუ მთავრობის თანხმობის გარეშე გააგრძელებს საზღვარგარეთ ვიზიტებს და ამით დაარღვევს კონსტიტუციას. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
„რაც შეეხება შესაძლო დანაშაულის ჩადენას, იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული იქნება ჩადენილი, დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი წარმოება, თუმცა, იმუნიტეტის პირობებში, იქამდე, ვიდრე კონკრეტული პირი თანამდებობაზეა, ვერ მოხდება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ზურაბიშვილი განახორციელებს უცხოურ ვიზიტს საკუთარი სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტის – ეს ორი სხვადასხვა სიტუაციაა.
„უკანონო ვიზიტის ბიუჯეტით განხორციელება იქნება პირდაპირ დანაშაულის ნიშნების შემცველი, ხოლო თუ პირადი სახსრებით განახორციელებს, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და კონსტიტუციის უხეში დარღვევა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილმა სამი ვიზიტი საკუთარი სახსრებით განახორციელა, მათ კანონიერს არ ხდის.
„პირადი სახსრებით დაფინანსება ლეგიტიმაციას ვერ სძენს უკანონობას, ამით ვერ აკანონებს უკანონობას“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
რაც შეეხება კონკრეტულ რეაგირებას, ამას, ოხანაშვილის თქმით, პროკურატურა წყვეტს.
18 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ზურაბიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, უარი თქვა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაზე. მეტიც, მას არ გაუცია ცალსახა პასუხი კითხვაზე, როგორი იქნება მისი შემდგომი მოქმედებები.
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, შესაბამისად, იგი დარჩა საქართველოს პრეზიდენტად და შეინარჩუნა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება.
ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადადგომას არ გეგმავს, ხოლო იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ მან დუმილის უფლება დაიტოვა.
თუმცა, პრეზიდენტს რიგ შემთხვევებში მთავრობასთან ერთად მოქმედება და შემდეგი წლის დასაწყისში დეპუტატების წინაშე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაც მოუწევს.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება.