https://sputnik-georgia.com/20231019/prezidents-sisxlissamartlebriv-devnaze-mianishnes-283451884.html
საქართველოს პრეზიდენტს სისხლისსამართლებრივ დევნაზე მიანიშნეს
საქართველოს პრეზიდენტს სისხლისსამართლებრივ დევნაზე მიანიშნეს
Sputnik საქართველო
18 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა. 19.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-19T16:18+0400
2023-10-19T16:18+0400
2023-11-01T16:35+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267539969_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_5a7a1c39fad184661d52e13a89b869a6.jpg
თბილისი,19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და თუ მის შემდგომ ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, გამოძიება დაიწყება, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან.პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავს კანონის მიღმა დააყენებს, თუ მთავრობის თანხმობის გარეშე გააგრძელებს საზღვარგარეთ ვიზიტებს და ამით დაარღვევს კონსტიტუციას. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.ბრეგაძის თქმით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის სხვა დეტალები პროკურატურასთან უნდა დაზუსტდეს.კობახიძე: ზურაბიშვილი ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი>>>18 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ზურაბიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, უარი თქვა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაზე.რა იქნება შემდეგპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, შესაბამისად, იგი დარჩა საქართველოს პრეზიდენტად და შეინარჩუნა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება.ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადადგომას არ გეგმავს, ხოლო იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ მან დუმილის უფლება დაიტოვა.თუმცა, პრეზიდენტს რიგ შემთხვევებში მთავრობასთან ერთად მოქმედება და შემდეგი წლის დასაწყისში დეპუტატების წინაშე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაც მოუწევს.სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება. შემდგომში საქართველოში სახელმწიფოს მეთაურს აირჩევენ საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ამასთან, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა შეადგენს არა ხუთ წელს, როგორც აქამდე იყო, არამედ ექვს წელიწადს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267539969_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_31418a799c8c788711a68a8f279f88f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტს სისხლისსამართლებრივ დევნაზე მიანიშნეს
16:18 19.10.2023 (განახლებულია: 16:35 01.11.2023) 18 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა.
თბილისი,19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და თუ მის შემდგომ ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, გამოძიება დაიწყება, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავს კანონის მიღმა დააყენებს, თუ მთავრობის თანხმობის გარეშე გააგრძელებს საზღვარგარეთ ვიზიტებს და ამით დაარღვევს კონსტიტუციას. საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
„პირადად ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ძალზე სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს მეთაურმა დაარღვია კონსტიტუცია, და ეს არის დადასტურებული ფაქტი... ზოგადად, თუ ვინმე ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ დაიწყოს გამოძიება”, – განაცხადა ბრეგაძემ.
ბრეგაძის თქმით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის სხვა დეტალები პროკურატურასთან უნდა დაზუსტდეს.
18 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100-ის ნაცვლად მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ზურაბიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, უარი თქვა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაზე.
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა, შესაბამისად, იგი დარჩა საქართველოს პრეზიდენტად და შეინარჩუნა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება.
ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადადგომას არ გეგმავს, ხოლო იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ მან დუმილის უფლება დაიტოვა.
თუმცა, პრეზიდენტს რიგ შემთხვევებში მთავრობასთან ერთად მოქმედება და შემდეგი წლის დასაწყისში დეპუტატების წინაშე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაც მოუწევს.
სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება. შემდგომში საქართველოში სახელმწიფოს მეთაურს აირჩევენ საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ამასთან, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა შეადგენს არა ხუთ წელს, როგორც აქამდე იყო, არამედ ექვს წელიწადს.