მუხის ქერქი, ფოთოლი, რკო - სამკურნალო თვისებები

მუხა - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
მუხას უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. მნიშვნელოვანია თუნდაც ის, რომ ამ ხესთან ახლოს ყოფნისას ვსუნთქავთ ჰაერით, რომელიც შველის გულის დაავადებებს, თავის ტკივილებს, ძილის დარღვევას. ამასთან, მუხასთან კონტაქტისას ადამიანი ხის დადებით ენერგეტიკას იღებს.
მუხა (Quercus) – წიფლისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი. ცნობილია 450-ზე მეტი სახეობა. საქართველოში გავრცელებულია შვიდი სახეობა – ჰართვისის მუხა, ჭალის მუხა, იმერული მუხა, პონტოური მუხა, ქართული მუხა, მაღალმთის, ანუ აღმოსავლური მუხა და ჭოროხის მუხა.
უძველესი დროის საქართველოში მუხა, ვაზთან ერთად, გამორჩეულ საკულტო მცენარეს წარმოადგენდა. ის განასახიერებდა „სიცოცხლის ხეს“, წარმოადგენდა შეუდრეკელობისა და უკვდავების სიმბოლოს თავისი მერქნის სიმტკიცის გამო. სტილიზებული მუხის რკოა გამოსახული დავით აღმაშენებლის სამოსზე (ფრესკა გელათის მონასტერში), ხოლო სიმღერა „მუმლი მუხასა“ არის დასტური იმისა, რომ მუხა ერის სიმბოლოდ აღიქმებოდა.
მუხას დასავლურ მითოლოგიაშიც დიდი ადგილი ეკავა. ის ზევსის საკულტო ხე იყო. მუხის ტოტებისგან დაწნული გვირგვინი კი რომაელ მმართველთა ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა. მუხის ფოთოლი დღემდე გამოიყენება სამხედრო ემბლემატიკაში.
გარდა იმისა, რომ მუხას ადამიანების ყოფაში ფართო დანიშნულება ჰქონდა (მშენებლობა, დურგლობა, კონიაკის სპირტი და სხვა), მუხის ქერქი, რკო, ფოთოლი უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.
ტყემალი – ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის>>
მუხას უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. სასარგებლოა თუნდაც ამ ხესთან ახლოს ყოფნა – ჰაერი მუხის ირგვლივ მდიდარია ფიტონციდებით, რომელთა წყალობით ადამიანი თავს თანდათანობით უკეთესად გრძნობს. განსაკუთრებით სასარგებლოა ამ ჰაერით სუნთქვა გულის დაავადებების, თავის ტკივილების დროს, ძილის დარღვევებისას. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ მუხასთან კონტაქტისას ხე ადამიანს თავის დადებით ენერგეტიკას უნაწილებს და ამისთვის საუკეთესო დრო საღამოს დაახლოები 9–10 საათიდან დილის 3–4 საათამდეა.
მნიშვნელოვანი სამკურნალო თვისებები აქვს მუხის ქერქს. ის შეიცავს 20%-მდე მთრიმლავ ნივთიერებებს, ასევე ფლავონოიდებს, პექტინს, ტანინს, სახამებელს, ლორწოს და სხვა ბუნებრივ ანტისეპტიკებს.

ქერქსა და ფოთლებს აქვს შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო, ჭიების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, სისხლის შეჩერების მოქმედება.
ყურძენი და წვენი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
ყურძენი და მისი სასარგებლო თვისებები
მუხის ქერქისა და ფოთლების ნახარში გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, კუჭის აშლილობის, კოლიკების, კოლიტების, წყლულის გამწვავების, სისხლდენის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თირკმლებისა და ელენთის დაავადებებისას.
მუხის ქერქი გამოიყენება ჰემოროის (ბუასილი), შარდის შეუკავებლობის, ეგზემის, მოყინულობის, დამწვრობის, სკროფულოზის (საყმაწვილო), ღრძლებიდან სისხლდენის დროს, პირიდან ცუდი სუნის, ფეხის ჭარბი ოფლიანობისას. აბაზანაში მუხის ექსტრაქტის დამატებისას უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ადამიანი მხნედ გრძნობს თავს, ძლიერდება იმუნიტეტი და ორგანიზმი მთლიანად.

მუხის ქერქის ნახარშს იღებენ ალკალოიდებითა და მძიმე ლითონების (სპილენძი, ტყვია და სხვ.) მარილებით მოწამვლისას.
ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები>>

ფოთლები კარგია ტრავმების დროს, კუნთების ტკივილისას, კანის შეწითლების, შესიებისას. მკურნალობისთვის საკმარისია ცოცხალი ან დასველებული გამხმარი ფოთლების მიდება ანთების ადგილებზე.

მუხის ფოთოლი ებრძვის ვირუსებსა და მიკრობებს. მას იყენებენ რესპირატორული ვირუსების, გრიპის დროს. ასევე მას იყენებდნენ ციებ-ცხელების სამკურნალოდ.
მუხის ფოთლებში აღმოჩენილია ფენოლების ნაერთები, რომლებიც მოქმედებს, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში, აქედან გამომდინარე, ის გამოიყენება, როგორც ორგანიზმის ტოქსინებისა და შლაკებისგან გათავისუფლების საშუალება.
ფითრი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2020
ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე
მუხის ფოთოლს ანტიკანცეროგენული მოქმედება გააჩნია. ის აბრკოლებს კიბოს უჯრედების განვითარებას. ფოთლების ანტიოქსიდანტური ეფექტი სისხლში ზრდის ე.წ. კარგ ქოლესტერინს და ამცირებს „ცუდ“ ქოლესტერინს. ეს მექანიზმი მნიშვნელოვანია ათეროსკლეროზის განვითარების შეფერხებისთვის და ამის წყალობით შესაძლებელია გულის იშემიური დაავადებების თავიდან აცილება, ასევე ინსულტის.
მუხის ფოთლების მიღება აგრეთვე ამცირებს არტერიულ წნევას.
სასარგებლოა მუხის რკოც, რომელიც შედგება 40% სახამებლისგან, მრავალფეროვანი ცილების, შაქრებისა და ცხიმისგან. მისი მოხალვის შედეგად შხამიანი ნივთიერება კვერციტი მთლიანად იშლება. მას ხალავენ შეწითლებამდე და ხარშავენ, როგორც ყავას. რკოს „ყავის“ მიღება რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს.
რკო კარგი საშუალებაა დიარეის, კუჭიდან სისხლდენის, თიაქრის მკურნალობისას, დამწვრობისას, კანის პრობლემების დროს.
იდეალური ქინოა - ჯანმრთელობის საწინდარი>>
როგორ მოვამზადოთ ქერქისა და ფოთლის ნახარში
მუხის ქერქის ნაყენი: 200 მილიგრამ მდუღარე წყალში ამატებენ 2 სუფრის კოვზ გამხმარ დაქუცმაცებულ ქერქს. ახურავენ ხუფს და აჩერებენ 30 წუთით წყლის აბაზანაზე. ხშირად ურევენ. შემდეგ აცივებენ, წურავენ და ნახარშს ავსებენ ანადუღარი წყლით, რომ ისევ 200 გრამი მიიღონ. მიიღება დღეში ორჯერ ნახევარი ჭიქის ოდენობით.
მუხის ფოთლის ნახარში, როგორც ჩაი: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 400–500 მილიგრამ მდუღარე წყალს. აჩერებენ 1–2 საათი, შემდეგ წურავენ და მიღებულ სითხეს ანაწილებენ 3–8 მიღებაზე დღე–ღამეში.
მუხის ქერქითა და ფოთლით მკურნალობა არ არის რეკომენდებული მთრიმლავი ნივთიერებების ინდივიდუალური აუტანლობის დროს. ასევე საჭიროა დოზების დაცვა – გადაჭარბების დროს შესაძლებელია პირღებინება. პირში გამოვლება დიდი ხნის განმავლობაში იწვევს ყნოსვის შესუსტებას.
ყველა ახალი ამბავი
0