https://sputnik-georgia.com/20231011/qinoa-sasargeblo-tvisebebi-quinoa-283192179.html
იდეალური ქინოა - ჯანმრთელობის საწინდარი
იდეალური ქინოა - ჯანმრთელობის საწინდარი
Sputnik საქართველო
რომელი ბურღულეულია ყველაზე კარგი? ამაზე პასუხი 1990-იან წლებში NASA-ს მეცნიერებმა გასცეს. ექსპერტები იდეალურ ბურღულეულს ეძებდნენ, რათა ის ასტრონავტებთან ერთად... 11.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-11T15:25+0400
2023-10-11T15:25+0400
2023-10-11T20:31+0400
ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
ხალხური მკურნალობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24884/93/248849328_0:110:2049:1262_1920x0_80_0_0_45c651973571baf05229f39add5d4778.jpg
ქინოა (კინოა) – ფსევდომარცვლოვანი კულტურა, რომელიც წიწიბურას წააგავს. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ქინოა შეიძლება იყოს შავი, ჩალისფერი, წითელი და იისფერიც კი. ის არა მარცვალი, არამედ ყვავილის თესლია, ამიტომ არ შეიცავს გლუტენს.აქედან გამომდინარე, ის შეუცვლელი პროდუქცია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გლუტენის აუტანლობა აქვთ, ასევე ვეგეტარიანელებისთვის, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის.ქინოა (quinoa) ამარანტის ოჯახის ფსევდომარცვლოვანი კულტურაა, რომელიც ინკებისთვის, სიმინდთან და ჩიასთან ერთად, კვების ძირითად პროდუქტს წარმოადგენდა და წმინდა, კურთხეულ მცენარედ მიიჩნეოდა. ახლა ქინოა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოჰყავთ.ქინოა რთული ნახშირწყლების მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს წონის შენარჩუნებას და, დიეტის დაცვის შემთხვევაში – გახდომას.კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები>>ქინოას შემადგენლობა, კალორიულობა და სასარგებლო თვისებებიქინოას კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 360–370 კკალორიაა მშრალ პროდუქტში, ხოლო ფაფის სახით – დაახლოებით 300 კკალორია.100 გრამი მშრალი ქინოა შეიცავს მანგანუმის დღიური ნორმის 102%-ს, მაგნიუმის 49%-ს, ფოსფორის 46%-ს, სპილენძის 30%-ს, რკინის 25%-ს, თუთიის 21%-ს, კალიუმის 16%-ს, სელენის 12%-ს.ქინოა მცენარეული წარმოშობის რკინით მდიდარ პროდუქტებს განეკუთვნება, რკინის ნაკლებობა კი ცნობილია, რომ ამცირებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს და ასევე სხეულის უნარს, გამოდევნოს ორგანიზმიდან ტოქსინები.ქინოას რეგულარული გამოყენება არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, კერძოდ, აუმჯობესებს ქოლესტერინის გამოყენების მექანიზმებს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.ქინოას შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტები და ფიტონუტრიენტები, რომლებიც აბრკოლებენ კიბოს უჯრედების ზრდას. წითელი ქინოას მთავარი ანტიოქსიდანტია ფლავონოიდი კვერციტინი, რომელიც რეგულარული გამოყენების დროს ქინოას სასარგებლო მოქმედებას აძლიერებს. ის ასევე სასარგებლოა, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება.ერთ–ერთი უსაყვარლესი საკვები საქართველოში და მისი სასარგებლო თვისებები>>ქინოა მდიდარი კვებითი პროფილით გამოირჩევა, რადგან მოხარშვის დროს სასარგებლო ელემენტებს არ კარგავს. ქინოას სასარგებლო თვისებაა ის, რომ მისი ამინომჟავების შემადგენლობა, ხორბლისა და ბრინჯისგან განსხვავებით, სრულია, გარდა ამისა, არის დაბალკალორიული, ზომიერი გლიკემიური ინდექსით, შეიცავს ბევრ ცილას, უჯრედისსა და რიგ მიკრომინერალებს, ნატურალურ ანტიოქსიდანტებს.ქინოას შემადგენლობაშია ცხიმოვანი მჟავები ომეგა–3.ქინოა გამოირჩევა დაბალი გლიკემიური ინდექსით. ის არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, აბრკოლებს შიმშილის მძაფრი გრძნობის გაჩენას, ამიტომ ის, ზომიერი რაოდენობით, შედის დიაბეტურ დიეტებში.როგორ მოვამზადოთ ქინოაქინოასგან მრავალი გემრიელი კერძი მზადდება, ის გამოიყენება ფაფის, გარნირის სახით, სალათებში და სხვ.ქინოას მომზადება ძალზე მარტივია. 1 ჭიქა პროდუქტის მოსამზადებლად აადუღეთ 2 ჭიქა წყალი, დაამატეთ ცოტა მარილი, შემდეგ ჩაყარეთ მასში გარეცხილი ქინოა. როცა წამოდუღდება, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ კიდევ 3–5 წუთი. ამგვარად დამზადებული ქინოას გამოყენება შეგიძლია სალათებში, გარნირად, ან როგორც ფაფა – დაამატეთ მას, მაგალითად, ყველი, ცხიმი და მიირთვით.ყველასთვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი – რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ>>რეკომენდაციები ქინოას მიღების დროს:ქინოას მიღებისას არსებითი აკრძალვები არ არის, თუმცა არის რეკომენდაციები, მაგალითად, ფრთხილად უნდა მიიღონ პროდუქტი ძუძუთი კვების დროს დედებმა, არასასურველია პატარა ბავშვებისთვის მისი მიღება, რადგან ამას შეიძლება ალერგიული რეაქცია მოჰყვეს.
https://sputnik-georgia.com/20230522/cia-sasargeblo-mcenare-chia-salvia-hispanica-277898149.html
https://sputnik-georgia.com/20230925/ospi-lens-sasargeblo-tvisebebi-282614511.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24884/93/248849328_110:0:1938:1371_1920x0_80_0_0_306a264f37ba5025a1ef43dbeb61e8b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ხალხური მკურნალობა
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ხალხური მკურნალობა
იდეალური ქინოა - ჯანმრთელობის საწინდარი
15:25 11.10.2023 (განახლებულია: 20:31 11.10.2023) რომელი ბურღულეულია ყველაზე კარგი? ამაზე პასუხი 1990-იან წლებში NASA-ს მეცნიერებმა გასცეს. ექსპერტები იდეალურ ბურღულეულს ეძებდნენ, რათა ის ასტრონავტებთან ერთად გაეგზავნათ კოსმოსში. და მათ ქინოა შეარჩიეს. ეს პროდუქტი იდეალურთან ყველაზე ახლოსაა.
ქინოა (კინოა) – ფსევდომარცვლოვანი კულტურა, რომელიც წიწიბურას წააგავს. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. ქინოა შეიძლება იყოს შავი, ჩალისფერი, წითელი და იისფერიც კი. ის არა მარცვალი, არამედ ყვავილის თესლია, ამიტომ არ შეიცავს გლუტენს.
აქედან გამომდინარე, ის შეუცვლელი პროდუქცია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გლუტენის აუტანლობა აქვთ, ასევე ვეგეტარიანელებისთვის, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის.
ქინოა (quinoa) ამარანტის ოჯახის ფსევდომარცვლოვანი კულტურაა, რომელიც ინკებისთვის, სიმინდთან და ჩიასთან ერთად, კვების ძირითად პროდუქტს წარმოადგენდა და წმინდა, კურთხეულ მცენარედ მიიჩნეოდა. ახლა ქინოა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოჰყავთ.
ქინოა რთული ნახშირწყლების მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს წონის შენარჩუნებას და, დიეტის დაცვის შემთხვევაში – გახდომას.
ქინოას შემადგენლობა, კალორიულობა და სასარგებლო თვისებები
ქინოას კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 360–370 კკალორიაა მშრალ პროდუქტში, ხოლო ფაფის სახით – დაახლოებით 300 კკალორია.
100 გრამი მშრალი ქინოა შეიცავს მანგანუმის დღიური ნორმის 102%-ს, მაგნიუმის 49%-ს, ფოსფორის 46%-ს, სპილენძის 30%-ს, რკინის 25%-ს, თუთიის 21%-ს, კალიუმის 16%-ს, სელენის 12%-ს.
ქინოა მცენარეული წარმოშობის რკინით მდიდარ პროდუქტებს განეკუთვნება, რკინის ნაკლებობა კი ცნობილია, რომ ამცირებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს და ასევე სხეულის უნარს, გამოდევნოს ორგანიზმიდან ტოქსინები.
ქინოას რეგულარული გამოყენება არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, კერძოდ, აუმჯობესებს ქოლესტერინის გამოყენების მექანიზმებს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
ქინოას შემადგენლობაშია ანტიოქსიდანტები და ფიტონუტრიენტები, რომლებიც აბრკოლებენ კიბოს უჯრედების ზრდას. წითელი ქინოას მთავარი ანტიოქსიდანტია ფლავონოიდი კვერციტინი, რომელიც რეგულარული გამოყენების დროს ქინოას სასარგებლო მოქმედებას აძლიერებს. ის ასევე სასარგებლოა, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება.
ქინოა მდიდარი კვებითი პროფილით გამოირჩევა, რადგან მოხარშვის დროს სასარგებლო ელემენტებს არ კარგავს. ქინოას სასარგებლო თვისებაა ის, რომ მისი ამინომჟავების შემადგენლობა, ხორბლისა და ბრინჯისგან განსხვავებით, სრულია, გარდა ამისა, არის დაბალკალორიული, ზომიერი გლიკემიური ინდექსით, შეიცავს ბევრ ცილას, უჯრედისსა და რიგ მიკრომინერალებს, ნატურალურ ანტიოქსიდანტებს.
ქინოას შემადგენლობაშია ცხიმოვანი მჟავები ომეგა–3.
ქინოა გამოირჩევა დაბალი გლიკემიური ინდექსით. ის არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, აბრკოლებს შიმშილის მძაფრი გრძნობის გაჩენას, ამიტომ ის, ზომიერი რაოდენობით, შედის დიაბეტურ დიეტებში.
25 სექტემბერი 2023, 15:00
ქინოასგან მრავალი გემრიელი კერძი მზადდება, ის გამოიყენება ფაფის, გარნირის სახით, სალათებში და სხვ.
ქინოას მომზადება ძალზე მარტივია. 1 ჭიქა პროდუქტის მოსამზადებლად აადუღეთ 2 ჭიქა წყალი, დაამატეთ ცოტა მარილი, შემდეგ ჩაყარეთ მასში გარეცხილი ქინოა. როცა წამოდუღდება, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ კიდევ 3–5 წუთი. ამგვარად დამზადებული ქინოას გამოყენება შეგიძლია სალათებში, გარნირად, ან როგორც ფაფა – დაამატეთ მას, მაგალითად, ყველი, ცხიმი და მიირთვით.
რეკომენდაციები ქინოას მიღების დროს:
ქინოას მიღებისას არსებითი აკრძალვები არ არის, თუმცა არის რეკომენდაციები, მაგალითად, ფრთხილად უნდა მიიღონ პროდუქტი ძუძუთი კვების დროს დედებმა, არასასურველია პატარა ბავშვებისთვის მისი მიღება, რადგან ამას შეიძლება ალერგიული რეაქცია მოჰყვეს.