https://sputnik-georgia.com/20230925/ospi-lens-sasargeblo-tvisebebi-282614511.html
ოსპი და მისი სასარგებლო თვისებები
ოსპი და მისი სასარგებლო თვისებები
Sputnik საქართველო
ოსპი ადამიანს ეხმარება ჭარბი წონის, შაქრიანი დიაბეტის, გულისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს; ის მოქმედებს კანისა და თმის სიჯანსაღეზე. ადამიანს ემატება... 25.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-25T15:00+0400
2023-09-25T15:00+0400
2023-09-25T19:19+0400
ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282617665_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_27fc91e6810083868aa79348c90fc153.jpg
ოსპი გავრცელებული მარცვლოვან-პარკოსანი კულტურაა. შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა შეფერილობა – მოყავისფრო, შავი, მწვანე, წითელი. შეიცავს ბევრ ცილას, ამიტომ ის ღირებულ საკვებ პროდუქტებს მიეკუთვნება და აქტიურად იყენებენ მთელ მსოფლიოში. ოსპის შემადგენლობა და კალორიულობა ოსპი ძალზე სასარგებლო პროდუქტია ორგანიზმისთვის, რადგან 25% ცილას შეიცავს (მოხარშვის შემდეგ, წყლით გაჯერების გამო, 100 გრამზე ცილების შემადგენლობა 8-9%-ია). მას კუჭ-ნაწლავის სისტემა მთლიანად ითვისებს. ოსპი იმითაც არის საინტერესო, რომ ტრიპტოფანის წყაროა. ეს ამინომჟავა ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის გამომუშავების პროცესებს უწყობს ხელს. გარდა ამისა, ოსპში არის ბევრი ფოლიუმის მჟავა, რკინა და უჯრედისი. ოსპის კალორიულობაა 353 კკალორია 100 გრამ პროდუქტზე. 100 გრამი პროდუქტი შეიცავს: ცხიმებს - 1,1 გ, ცილებს - 24,6 გ, ნახშირწყლებს - 60 გ, წყალს - 10,4 გ, ნაცარს - 2,7 გ, უჯრედისს - 30,5 გ, ვიტამინებს: B9 (ფოლიუმის მჟავა - მისი შემადგენლობით ერთ-ერთი ლიდერი პროდუქტია), B1 (ტიამინი), B5, B6, B4, B3, B2; მინერალურ ნივთიერებებს: ბორი, კაჟი, კობალტი, მოლიბდენი, ნიკელი, ლითიუმი, ვანადიუმი, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი, ფოსფორი, რკინა, ტიტანი, თუთია, კალიუმი, მაგნიუმი, გოგირდი, სელენი, დარიშხანი და სხვ. თერმული დამუშავების შედეგად ოსპი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების სასარგებლო თვისებებს მნიშვნელოვნად ინარჩუნებს. ოსპის სასარგებლო თვისებები ოსპი ძალზე ღირებული პროდუქტია, რომელიც ადამიანს ეხმარება დიდი წონის, შაქრიანი დიაბეტის, გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების დროს; მისი რეგულარული გამოყენება დადებითად მოქმედებს კანისა და თმის სიჯანსაღეზე. ადამიანს ემატება ენერგია, მალე აღარ იღლება. გულის დაცვა და ქოლესტერინის დონის შემცირება ოსპის რეგულარული გამოყენების დროს იკლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის ალბათობა. ამას, პირველ რიგში, ფოლიუმის მჟავის დიდი შემცველობა განაპირობებს, რადგან მისი ნაკლებობა ორგანიზმში გულისა და ძარღვების დაავადებების რისკს ზრდის. გარდა ამისა, ოსპის ცილები ბლოკავს ანგიოტენზინ I-ს. ეს ნივთიერება გარდაიქმნება ფერმენტ АСЕ-ში, რომელიც იწვევს სისხლძარღვების პათოლოგიურ შევიწროებას და არტერიული წნევის მატებას. ცდებმა დაამტკიცა, რომ ოსპს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია. ცდამ, რომელშიც მონაწილეობდნენ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ჭარბწონიანი ადამიანები, აჩვენა, რომ ყოველდღიურად 60 გრამი ოსპის გამოყენება ზრდის ე.წ. კარგი ქოლესტერინის დონეს და მნიშვნელოვნად ამცირებს „ცუდი ქოლესტერინის" დონეს. ოსპი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებმა საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები უნდა გამოიყენონ. ოსპში იმგვარი ნახშირწყლებია, რომლებიც არ იწვევს სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებას. მათ კარგად ითვისებს ორგანიზმი, მაგრამ საშიშროებას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, პოლიფენოლებს ოსპის შემადგენლობაში შეუძლია შაქრის დონის შემცირება სისხლში და აქ საქმე არაა ნახშირწყლების დაბალ რაოდენობაში. ამიტომ დიაბეტიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ოსპი პურის და სხვა გამომცხვარის სახით. გინკგო ბილობა - ხე, როგორც „ცოცხალი წიაღისეული" და მისი თვისებები>>იმის გამო, რომ ოსპს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, შაქრები სწრაფად არ შეიწოვება. გარდა ამისა, პროდუქტი ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების სწრაფად აღდგენას, რაც დიაბეტის მქონე ადამიანებში, ჩვეულებრივ, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. და, ბოლოს, ოსპის გამოყენების შედეგად შესაძლებელია საკვების რაოდენობის შემცირება, რადგან ეს პროდუქტი ადამიანს ანაყრებს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მუდმივ შენარჩუნებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შიმშილის გრძნობამ დიდი ხნის განმავლობაში არ შეაწუხოს ადამიანი. დაღლილობასთან ბრძოლა ადამიანებში რკინის დეფიციტი მოჭარბებულ დაღლილობას იწვევს. ამას განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ ქალები 18-დან 50 წლამდე ასაკში. ერთი პორცია მოხარშული ოსპი კი ორგანიზმის რკინის მოთხოვნილებას მესამედით აკმაყოფილებს. ამ მიკროელემენტის სარგებელზე ალბათ ბევრს სმენია – რკინა უშუალო მონაწილეობას იღებს ორგანოებისთვის ჟანგბადის მიწოდებაში. თუ ადამიანს არ აწუხებს ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა), ის მთელი დღის განმავლობაში მხნედ გრძნობს თავს. კიბოს პროფილაქტიკა ცნობილია, რომ ოსპი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ასევე მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ნეიროდამცავი მოქმედება. ლაბორატორიაში ტესტირების დროს აღმოჩნდა, რომ პოლიფენოლებმა ოსპის შემადგენლობაში კიბოს უჯრედების ზრდა შეაჩერეს, განსაკუთრებით ეს ეფექტური იყო კანის კიბოს უჯრედების შემთხვევაში. ოსპი ორსულებში ოსპის ერთ პორციაში (200 გრამი) ფოლიუმის მჟავის პრაქტიკულად სადღეღამისო ნორმაა. ის ორსულებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ფოლიუმის მჟავაზეა დამოკიდებული ნაყოფის ჯანმრთელობა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ორსულმა დაახლოებით 50 გრამი უნდა მიიღოს დღეში, რადგან ოსპის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები საჭმლის გადამამუშავებელ პროცესებში, მუცლის შებერილობა, პირღებინება და სხვ. ოსპი სასარგებლოა ორსულებისთვის არა მხოლოდ ფოლიუმის მჟავის მაღალი შემცველობის გამო. ის აფერხებს ანემიის განვითარებას, აბრკოლებს არტერიული წნევის ზრდას ან შემცირებას, აუმჯობესებს სისხლის წარმოქმნის პროცესს. უაღრესად სასარგებლო ჩია - ინდიელების მაგია>>პროდუქტის სარგებელს იღებს ნაყოფიც – ოსპი ბავშვის გულ-სისხლძარღვოვანი და ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას ეხმარება. აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას ოსპი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც ამცირებს ათეროსკლეროზული ფოლაქებით სისხლძარღვების დაზიანების რისკს. ისინი ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს და არ აძლევენ ჯანმრთელი უჯრედების განადგურების საშუალებას. არსებობს ოსპის ხუთი სახეობა წითელი ოსპი სწრაფად იხარშება. მას იყენებენ პიურესა და სუპების მოსამზადებლად. აქვს მდიდარი არომატი. ის მენიუში უნდა შეიტანონ ადამიანებმა, რომლებსაც ანემია აწუხებთ. მწვანე ოსპი ვერ ასწრებს დამწიფებას, რადგან მოსავლის აღებას ადრე იწყებენ. ის უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, რომლებსაც აწუხებთ პიელონეფრიტი, ჰეპატიტი, რევმატიზმი, ქოლეცისტიტი, ჰიპერტონია. დასაშვებია მისი გამოყენება მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. ყავისფერი ოსპი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მას თხილის მსგავსი გემო და არომატი აქვს, ამიტომ ხშირად ნამცხვრებისა და დესერტების მომზადებისას იყენებენ. მისგან ამზადებენ სუპებს, უმატებენ სალათებში. ის სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ტუბერკულოზი, სუსტი ძვლები, ტკივილები კუნთებში, სასუნთქი ორგანოების დაავადებები. შავი ოსპი თერმული დამუშავებისას კარგად ინარჩუნებს ფორმას. მისგან ამზადებენ სუპებს, იყენებენ გარნირის სახით ხორცის ან თევზის კერძებისთვის. ის სასარგებლოა საჭმლის გადამამუშავებელი ორგანოების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. არის კიდევ ე.წ. ფრანგული ოსპი. მას სხვანაირად „პიუის" უწოდებენ (ქალაქის მიხედვით, სადაც ის მოჰყავთ). ამ სახეობის ოსპი გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და არომატით. არის მომწვანო ფერის. ოსპი ერთ-ერთია იმ იშვიათი მცენარეებიდან, რომლებიც არ აგროვებენ მავნე ნივთიერებებს, ამიტომ მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები იმისდა მიუხედავად, თუ სად მოიყვანეს ის. სიმინდი და სიმინდის ულვაში: სასარგებლო თვისებები>>ოსპი კოსმეტოლოგიაში ოსპი ძალზე სასარგებლოა სახის კანისთვის – ის აქრობს წვრილ ნაოჭებს, აუმჯობესებს სახის ფერს, მას ელასტიკურს ხდის და აჯანსაღებს. ეს პროდუქტის ვიტამინების მდიდარი შემადგენლობის დამსახურებით ხდება. სახის კანის ნიღბის რეცეპტი: გამაახალგაზრდავებელი – საჭიროა მწვანე ოსპი. პროდუქტს ფქვავენ, ურევენ არაჟანს (თანაბარი პორციებით – 1:1), იდებენ სახეზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ იღებენ მას ჩაის ნაყენში დალბობილი ბამბით. დამატენიანებელი ნიღაბი: მოხარშულ ოსპს უმატებენ თბილ რძესა და ზეითუნის ზეთს. ნიღაბს სახეზე იჩერებენ 20 წუთით, შემდეგ იბანენ წყლით.P.S. ოსპის მიღება არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დისბაქტერიოზის, პოდაგრის დროს. მისი დიდი რაოდენობით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შებერილობა, თირკმლების ანთება, კუჭის აშლილობა და სხვ.ოსპმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.ჭარბმა რაოდენობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულის მუშაობის შეფერხება (კალიუმის დიდი რაოდენობის გამო).
https://sputnik-georgia.com/20230816/barda-pisum-sasargeblo-tvisebebi-281278229.html
https://sputnik-georgia.com/20230214/-lobio-sasargeblo-tvisebebi-274850687.html
https://sputnik-georgia.com/20210807/qinoa-kinoa-quinoa-248844748.html
https://sputnik-georgia.com/20230911/selis-tesli-linum-282152822.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282617665_1:0:2730:2047_1920x0_80_0_0_75e3561370930dc8bca5bc45800ae137.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები
ოსპი გავრცელებული მარცვლოვან-პარკოსანი კულტურაა. შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა შეფერილობა – მოყავისფრო, შავი, მწვანე, წითელი.
შეიცავს ბევრ ცილას, ამიტომ ის ღირებულ საკვებ პროდუქტებს მიეკუთვნება და აქტიურად იყენებენ მთელ მსოფლიოში.
ოსპის შემადგენლობა და კალორიულობა
ოსპი ძალზე სასარგებლო პროდუქტია ორგანიზმისთვის, რადგან 25% ცილას შეიცავს (მოხარშვის შემდეგ, წყლით გაჯერების გამო, 100 გრამზე ცილების შემადგენლობა 8-9%-ია). მას კუჭ-ნაწლავის სისტემა მთლიანად ითვისებს.
ოსპი იმითაც არის საინტერესო, რომ ტრიპტოფანის წყაროა. ეს ამინომჟავა ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის გამომუშავების პროცესებს უწყობს ხელს. გარდა ამისა, ოსპში არის ბევრი ფოლიუმის მჟავა, რკინა და უჯრედისი.
ოსპის კალორიულობაა 353 კკალორია 100 გრამ პროდუქტზე.
100 გრამი პროდუქტი შეიცავს: ცხიმებს - 1,1 გ, ცილებს - 24,6 გ, ნახშირწყლებს - 60 გ, წყალს - 10,4 გ, ნაცარს - 2,7 გ, უჯრედისს - 30,5 გ, ვიტამინებს: B9 (ფოლიუმის მჟავა - მისი შემადგენლობით ერთ-ერთი ლიდერი პროდუქტია), B1 (ტიამინი), B5, B6, B4, B3, B2; მინერალურ ნივთიერებებს: ბორი, კაჟი, კობალტი, მოლიბდენი, ნიკელი, ლითიუმი, ვანადიუმი, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი, ფოსფორი, რკინა, ტიტანი, თუთია, კალიუმი, მაგნიუმი, გოგირდი, სელენი, დარიშხანი და სხვ.
თერმული დამუშავების შედეგად ოსპი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების სასარგებლო თვისებებს მნიშვნელოვნად ინარჩუნებს.
ოსპის სასარგებლო თვისებები
ოსპი ძალზე ღირებული პროდუქტია, რომელიც ადამიანს ეხმარება დიდი წონის, შაქრიანი დიაბეტის, გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების დროს; მისი რეგულარული გამოყენება დადებითად მოქმედებს კანისა და თმის სიჯანსაღეზე. ადამიანს ემატება ენერგია, მალე აღარ იღლება.
გულის დაცვა და ქოლესტერინის დონის შემცირება
ოსპის რეგულარული გამოყენების დროს იკლებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნის ალბათობა. ამას, პირველ რიგში, ფოლიუმის მჟავის დიდი შემცველობა განაპირობებს, რადგან მისი ნაკლებობა ორგანიზმში გულისა და ძარღვების დაავადებების რისკს ზრდის.
გარდა ამისა, ოსპის ცილები ბლოკავს ანგიოტენზინ I-ს. ეს ნივთიერება გარდაიქმნება ფერმენტ АСЕ-ში, რომელიც იწვევს სისხლძარღვების პათოლოგიურ შევიწროებას და არტერიული წნევის მატებას. ცდებმა დაამტკიცა, რომ ოსპს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია.
ცდამ, რომელშიც მონაწილეობდნენ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ჭარბწონიანი ადამიანები, აჩვენა, რომ ყოველდღიურად 60 გრამი ოსპის გამოყენება ზრდის ე.წ. კარგი ქოლესტერინის დონეს და მნიშვნელოვნად ამცირებს „ცუდი ქოლესტერინის" დონეს.
ოსპი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს
შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებმა საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები უნდა გამოიყენონ. ოსპში იმგვარი ნახშირწყლებია, რომლებიც არ იწვევს სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებას. მათ კარგად ითვისებს ორგანიზმი, მაგრამ საშიშროებას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, პოლიფენოლებს ოსპის შემადგენლობაში შეუძლია შაქრის დონის შემცირება სისხლში და აქ საქმე არაა ნახშირწყლების დაბალ რაოდენობაში. ამიტომ დიაბეტიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ოსპი პურის და სხვა გამომცხვარის სახით.
იმის გამო, რომ ოსპს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, შაქრები სწრაფად არ შეიწოვება. გარდა ამისა, პროდუქტი ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების სწრაფად აღდგენას, რაც დიაბეტის მქონე ადამიანებში, ჩვეულებრივ, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება.
და, ბოლოს, ოსპის გამოყენების შედეგად შესაძლებელია საკვების რაოდენობის შემცირება, რადგან ეს პროდუქტი ადამიანს ანაყრებს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მუდმივ შენარჩუნებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შიმშილის გრძნობამ დიდი ხნის განმავლობაში არ შეაწუხოს ადამიანი.
ადამიანებში რკინის დეფიციტი მოჭარბებულ დაღლილობას იწვევს. ამას განსაკუთრებით მწვავედ გრძნობენ ქალები 18-დან 50 წლამდე ასაკში. ერთი პორცია მოხარშული ოსპი კი ორგანიზმის რკინის მოთხოვნილებას მესამედით აკმაყოფილებს. ამ მიკროელემენტის სარგებელზე ალბათ ბევრს სმენია – რკინა უშუალო მონაწილეობას იღებს ორგანოებისთვის ჟანგბადის მიწოდებაში. თუ ადამიანს არ აწუხებს ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა), ის მთელი დღის განმავლობაში მხნედ გრძნობს თავს.
ცნობილია, რომ ოსპი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ასევე მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ნეიროდამცავი მოქმედება.
ლაბორატორიაში ტესტირების დროს აღმოჩნდა, რომ პოლიფენოლებმა ოსპის შემადგენლობაში კიბოს უჯრედების ზრდა შეაჩერეს, განსაკუთრებით ეს ეფექტური იყო კანის კიბოს უჯრედების შემთხვევაში.
ოსპის ერთ პორციაში (200 გრამი) ფოლიუმის მჟავის პრაქტიკულად სადღეღამისო ნორმაა. ის ორსულებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ფოლიუმის მჟავაზეა დამოკიდებული ნაყოფის ჯანმრთელობა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ორსულმა დაახლოებით 50 გრამი უნდა მიიღოს დღეში, რადგან ოსპის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები საჭმლის გადამამუშავებელ პროცესებში, მუცლის შებერილობა, პირღებინება და სხვ.
ოსპი სასარგებლოა ორსულებისთვის არა მხოლოდ ფოლიუმის მჟავის მაღალი შემცველობის გამო. ის აფერხებს ანემიის განვითარებას, აბრკოლებს არტერიული წნევის ზრდას ან შემცირებას, აუმჯობესებს სისხლის წარმოქმნის პროცესს.
პროდუქტის სარგებელს იღებს ნაყოფიც – ოსპი ბავშვის გულ-სისხლძარღვოვანი და ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას ეხმარება.
აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას
ოსპი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც ამცირებს ათეროსკლეროზული ფოლაქებით სისხლძარღვების დაზიანების რისკს. ისინი ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს და არ აძლევენ ჯანმრთელი უჯრედების განადგურების საშუალებას.
არსებობს ოსპის ხუთი სახეობა
წითელი ოსპი სწრაფად იხარშება. მას იყენებენ პიურესა და სუპების მოსამზადებლად. აქვს მდიდარი არომატი. ის მენიუში უნდა შეიტანონ ადამიანებმა, რომლებსაც ანემია აწუხებთ.
მწვანე ოსპი ვერ ასწრებს დამწიფებას, რადგან მოსავლის აღებას ადრე იწყებენ. ის უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, რომლებსაც აწუხებთ პიელონეფრიტი, ჰეპატიტი, რევმატიზმი, ქოლეცისტიტი, ჰიპერტონია. დასაშვებია მისი გამოყენება მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
11 სექტემბერი 2023, 10:41
ყავისფერი ოსპი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მას თხილის მსგავსი გემო და არომატი აქვს, ამიტომ ხშირად ნამცხვრებისა და დესერტების მომზადებისას იყენებენ. მისგან ამზადებენ სუპებს, უმატებენ სალათებში. ის სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ტუბერკულოზი, სუსტი ძვლები, ტკივილები კუნთებში, სასუნთქი ორგანოების დაავადებები.
შავი ოსპი თერმული დამუშავებისას კარგად ინარჩუნებს ფორმას. მისგან ამზადებენ სუპებს, იყენებენ გარნირის სახით ხორცის ან თევზის კერძებისთვის. ის სასარგებლოა საჭმლის გადამამუშავებელი ორგანოების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
არის კიდევ ე.წ. ფრანგული ოსპი. მას სხვანაირად „პიუის" უწოდებენ (ქალაქის მიხედვით, სადაც ის მოჰყავთ). ამ სახეობის ოსპი გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და არომატით. არის მომწვანო ფერის.
ოსპი ერთ-ერთია იმ იშვიათი მცენარეებიდან, რომლებიც არ აგროვებენ მავნე ნივთიერებებს, ამიტომ მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები იმისდა მიუხედავად, თუ სად მოიყვანეს ის.
ოსპი ძალზე სასარგებლოა სახის კანისთვის – ის აქრობს წვრილ ნაოჭებს, აუმჯობესებს სახის ფერს, მას ელასტიკურს ხდის და აჯანსაღებს. ეს პროდუქტის ვიტამინების მდიდარი შემადგენლობის დამსახურებით ხდება.
სახის კანის ნიღბის რეცეპტი: გამაახალგაზრდავებელი – საჭიროა მწვანე ოსპი. პროდუქტს ფქვავენ, ურევენ არაჟანს (თანაბარი პორციებით – 1:1), იდებენ სახეზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ იღებენ მას ჩაის ნაყენში დალბობილი ბამბით.
დამატენიანებელი ნიღაბი: მოხარშულ ოსპს უმატებენ თბილ რძესა და ზეითუნის ზეთს. ნიღაბს სახეზე იჩერებენ 20 წუთით, შემდეგ იბანენ წყლით.
P.S. ოსპის მიღება არ არის რეკომენდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დისბაქტერიოზის, პოდაგრის დროს. მისი დიდი რაოდენობით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შებერილობა, თირკმლების ანთება, კუჭის აშლილობა და სხვ.
ოსპმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.
ჭარბმა რაოდენობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გულის მუშაობის შეფერხება (კალიუმის დიდი რაოდენობის გამო).