უაღრესად სასარგებლო ჩია - ინდიელების მაგია

ჩია - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2023
გამოწერა
ჩიას, ანუ „ძალას" იღებდნენ მნიშვნელოვანი საქმის წინ, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა. ჩიას შემადგენლობაში კალციუმი ხუთჯერ მეტია, ვიდრე რძეში, ორჯერ მეტია ცილა, ვიდრე ყველა სხვა მარცვლოვანში, ორჯერ მეტია კალიუმი, ვიდრე ბანანში და ა.შ.
ჩია (chia), ანუ ესპანური სალბი (Salvia hispanica) ადამიანს 4 ათას წელზე მეტია, რაც მოჰყავს. ის სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაშია გავრცელებული. ბევრი ინდიელი ტომისთვის მცენარე მთავარი სამრეწველო კულტურა იყო. მათ შეამჩნიეს, რომ ჩიას მიღებით იზრდებოდა ორგანიზმის ამტანობა და დაიწყეს მისი მიღება – ჭამდნენ მთლიანს, დაქუცმაცებულს იყენებდნენ ფქვილის სახით და მისგან ზეთსაც ხდიდნენ.
თავისი სახელწოდება „ჩია" მცენარემ ერთ-ერთი სამხრეთამერიკული ტომიდან მიიღო, რომლის ენაზეც „ჩია" ძალას ნიშნავს. მის თესლს იყენებდნენ მნიშვნელოვანი საქმის წინ, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვდა.
მცენარეს ერთი უჩვეულო თვისებაც აქვს – მას ბაღში სიბინძურის დაგროვების აღკვეთა შეუძლია. საკმარისია ჩიას თესლი ეზოს ბნელ ნაწილში დაყაროთ. რომ წამოიზრდება, ის მაშინვე დაიწყებს ჭუჭყის შეწოვას და გაზონს გაასუფთავებს.
ჩიას თესლი ძირითადად თეთრი, შავი, ნაცრისფერი ან ყავისფერია. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, განსხვავება ფერში მისი მოყვანის ადგილით არის განპირობებული, ასე რომ, ეს გავლენას არ ახდენს მის სასარგებლო თვისებებზე. ერთადერთი, თუ ჩიას თესლი წითელია, ეს ნიშნავს, რომ ის ნაადრევად არის აღებული.
სელის თესლი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
სელის თესლი და მისი სასარგებლო თვისებები
თუმცა, ხალხური მედიცინა გვეუბნება, რომ თეთრი თესლი, რომელიც მექსიკაში და სამხრეთ ამერიკაში მოჰყავთ, განსაკუთრებულ შედეგს იძლევა ალერგიასთან, ანემიასთან, ჰორმონალურ დარღვევებთან ბრძოლაში, ხოლო შავი თესლი, რომელიც სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული, უფრო შედეგიანია დიაბეტთან, ქოლესტერინის მაღალ დონესთან და ციებ-ცხელებასთან ბრძოლისას.
ჩიას შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ჩია ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ნამდვილი საბადოა.
პირველ რიგში, ის ანტიოქსიდანტების წყაროა – მცენარეში ანტიოქსიდანტების რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე მოცვში.
ჩიას თესლი (ორი სუფრის კოვზი) შეიცავს 30% სასარგებლო ცხიმებს, 16% ცილებს, 40% ნახშირწყლებს, 38% ომეგა-3-ს, უჯრედისს, ვიტამინებს В1, В2, В3, А, С, Е, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ფოლიუმის მჟავას, სპილენძს, თუთიას, ცილებსა და ნახშირწყლებს, საკვებ ბოჭკოებს. კალორიულობაა - 100 გრამზე 512 კილოკალორია.
ესპანური სალბი ასევე შეიცავს უჯრედისს, რომელიც, როგორც ცნობილია, შთანთქავს სითხეს, ეს კი გახდომისთვის ძალზე სასარგებლოა. ამ პატარა თესლს თავის წონაზე 12-ჯერ მეტის შესრუტვა შეუძლია. ის დანაყრების შეგრძნებას იწვევს, როცა კუჭში ხვდება.
ხარისძირას ეფექტი წონაში კლებისთვის – პანაცეა თუ შხამი>>
ჩიას თესლში ბევრია ომეგა 3 და ომეგა 6.
ჩიას შემადგენლობაში კალციუმი ხუთჯერ მეტია, ვიდრე რძეში, ორჯერ მეტი ცილა, ვიდრე ყველა სხვა მარცვლოვანში, ორჯერ მეტი კალიუმი, ვიდრე ბანანში და ა.შ.
შეადარეთ თვალსაჩინოებისათვის: 100 გრამი ჩიას თესლი შეესაბამება:
545 მილიგრამ რძეს, როგორც კალციუმის წყარო;
294 გრამ შვრიას, როგორც უჯრედისის წყარო;
900 გრამ ფორთოხალს, როგორც ანტიოქსიდანტების წყარო;
178 გრამ ბანანს, როგორც კალიუმის წყარო;
992 გრამ ორაგულს, როგორც ომეგა 3-ის წყარო;
216 გრამ თხილს, როგორც მაგნიუმის წყარო;
400 გრამ ისპანახს, როგორც რკინის წყარო.
ვიტამინები თეფშზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
D ვიტამინი - იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ვიტამინი
ჩიას სამკურნალო თვისებები შესანიშნავ შედეგებს იძლევა რეგულარული მოხმარებისას.
ჩია აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას
ხელს უწყობს წონაში დაკლებას
ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით ის ამტკიცებს ძვლის ქსოვილს, კბილებს. ზოგადად, ჩია ძალიან კარგად მოქმედებს რევმატოიდული ართრიტით, ოსტეოართროზით და, ზოგადად, სახსრებით დაავადებულ ადამიანებზე.
არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობას. ომეგა 3-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობისთვის. ის თითქმის ყველა ნერვულ, ფსიქიკურ პროცესში მონაწილეობს. ბარიერს უქმნის თრომბის წარმოქმნას.
ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არის ათეროსკლეროზის პროფილაქტიკური საშუალება
ამცირებს არტერიულ წნევას
აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას, ძილს
აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას
იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან
აწესრიგებს მეტაბოლურ პროცესებს
აუმჯობესებს ენდოკრინულ სისტემას, აწესრიგებს ჰორმონების გამომუშავების პროცესს
ამაღლებს ორგანიზმის სტრესისადმი მდგრადობას
ჩიას თესლი ძალიან კარგია კანისთვის. ანელებს კანის დაბერების პროცესს
ჩიას მიღების წესები
ჩიას მიღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ – ის, რომ აუცილებლად სითხესთან ერთად უნდა მიიღოთ.
ნიახური - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2019
ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად
ჩიას თესლი უნდა ჩაალბოთ. აუცილებელი არ არის, რომ მდუღარე წყალი დაასხათ. ასევე შეგიძლიათ დაალბოთ ის მაწონში, რძეში, იოგურტში, შეურიოთ საკვებს, ხილის წვენებს, ასევე დიდი მოცულობის ჭიქაში 1 კოვზი ჩიას თესლი ჩვეულებრივ ჩაის დაუმატოთ.
ჩალბობიდან 30-40 წუთში ის გელისმაგვარი ხდება, თუმცა მიღება უკვე 10 წუთშიც შეიძლება. შეგიძლიათ ჩიას თესლი პირდაპირ დაღეჭოთ (კარგად) და ისე მიიღოთ, ოღონდ აუცილებლად დააყოლეთ საკმარისი რაოდენობით წყალი.
რამდენი ჩია შეიძლება მივიღოთ, ამასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა მოსაზრება არსებობს – ერთი ჩაის კოვზიდან დაწყებული ოთხი (და ზოგან ექვსიც) სუფრის კოვზით დამთავრებული. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ მიღებას 1 ჩაის კოვზით დაიწყებთ და შემდეგ ოპტიმალურ ვარიანტზე – 2-4 ჩაის კოვზზე შეჩერდებით.
ჩია შეგიძლიათ შეურიოთ სხვადასხვა კერძში, მისგან მოამზადოთ ფაფები და სხვა.
რეკომენდაციები:
ჩიას მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების გამწვავებისას, დაბალი არტერიული წნევის, ორსულობისა და ძუძუთი კვების, კბილების მკურნალობის, ალერგიის, დიარეის, მოწამვლის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. ბავშვებისთვის ჩიას თესლი რეკომენდებულია სამი წლიდან.
ქინოა - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
იდეალური ქინოა – ჯანმრთელობის საწინდარი
ჩიას აუტანლობა იშვიათად გვხვდება, მაგრამ, მაინც, თავდაპირველად ჯობს ის მცირე რაოდენობით მიიღოთ და დოზა შემდეგ გაზარდოთ.
გაითვალისწინეთ:
ჩია შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილზე. თერმულად ნუ დაამუშავებთ, ასე თავის თვისებებს შეინარჩუნებს.
გამოყენების წინ გარეცხეთ.
არ მიიღოთ სამ თვეზე მეტხანს. დაისვენეთ მინიმუმ ერთი თვე და შემდეგ შეგიძლიათ განაგრძოთ მისი მიღება.
ყველა ახალი ამბავი
0