https://sputnik-georgia.com/20231025/seiqmna-svanetsi-turizmis-ganvitarebis-strategia-283646354.html
სვანეთში ტურიზმის განვითარების სტრატეგია შეიქმნა
სვანეთში ტურიზმის განვითარების სტრატეგია შეიქმნა
Sputnik საქართველო
დოკუმენტი ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გზამკვლევს წარმოადგენს. 25.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-25T17:49+0400
2023-10-25T17:49+0400
2023-10-25T21:56+0400
ტურიზმი საქართველოში
სვანეთი
ტურიზმი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272090439_0:65:2048:1217_1920x0_80_0_0_8d85315cb53937ec638916536877a09c.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. სვანეთში პროექტ GRETA-ს ფარგლებში შეიქმნა ტურიზმის განვითარების სტრატეგია და ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმა, რაც ყოვლისმომცველი სარეკომენდაციო დოკუმენტია, აღნიშნეს ორგანიზატორებმა.ტურიზმის სტრატეგია და მოქმედებების გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მოქმედებების თანმიმდევრულ ჯაჭვს, რაც მიმართულია სვანეთის პოპულარიზაციისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, რაც, თავის მხრივ, რეგიონის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.პროექტს „GRETA – მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ერთად ახორციელებენ ავსტრიის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი და შვედეთი. მიზნობრივი რეგიონებია სამეგრელო–ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი და იმერეთი.პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობასა და დამატებითი შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობას ქვეყნის ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.სვანეთი ფრირაიდში ექსტრემალურ მსოფლიო ტურს უმასპინძლებს>>პროექტის ბენეფიციარები არიან ტურიზმის სფეროში მომუშავე 400 მცირე საწარმო, 300 სასტუმრო, სხვა ტურისტული მომსახურების სფეროს 300 ობიექტი, 230 ფერმერი, რომლებიც ორგანულ სასოფლო-სამეურნეო სექტორში მუშაობენ, 76 ადგილობრივი მცხოვრები და ინსპექტორი და ა.შ.ერთი წლის ინტენსიური მუშაობის შედეგად დოკუმენტში გაერთიანებულია ორი კომპონენტი: კვლევა და ანალიზი, რეგიონის განვითარების სტრატეგიის ხედვა და მოქმედებების გეგმა.მეორე პუნქტი აერთიანებს ხუთ სტრატეგიულ მიზანს – ინფრასტრუქტურა და საჯარო სერვისების გაუმჯობესება, მსოფლიო დონის კონკურენტუნარიანი ტურისტული შეთავაზება, კვალიფიციური კადრების მომზადება და ფორმალური განათლება, ეფექტური ინტეგრირებული მართვის დანერგვა სახელმწიფო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობით.სვანეთში მოთხილამურეებისთვის საერთაშორისო საწვრთნელი ბაზები აშენდება>>სვანეთი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, განსაკუთრებით, ზამთარში. მესტია 2022 წელს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პროექტის Best Tourism Villages by UNWTO ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. მესტია მსოფლიოს 57 ქვეყნის 130-ზე მეტ მიმართულებას შორის აირჩიეს.GRETA თავის პროექტებს 2019 წლიდან დღემდე ახორციელებს მესტიაში, ლენტეხში, ცაგერში, ონში, ამბროლაურში, საჩხერეში, ჭიათურასა და ტყიბულში.
სვანეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272090439_144:0:1964:1365_1920x0_80_0_0_84a37c913a64c0083592547d6bfacaf9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, სვანეთი , ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო
ტურიზმი საქართველოში, სვანეთი , ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო
სვანეთში ტურიზმის განვითარების სტრატეგია შეიქმნა
17:49 25.10.2023 (განახლებულია: 21:56 25.10.2023) დოკუმენტი ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გზამკვლევს წარმოადგენს.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. სვანეთში პროექტ GRETA-ს ფარგლებში შეიქმნა ტურიზმის განვითარების სტრატეგია და ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმა, რაც ყოვლისმომცველი სარეკომენდაციო დოკუმენტია, აღნიშნეს ორგანიზატორებმა.
ტურიზმის სტრატეგია და მოქმედებების გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მოქმედებების თანმიმდევრულ ჯაჭვს, რაც მიმართულია სვანეთის პოპულარიზაციისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, რაც, თავის მხრივ, რეგიონის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.
პროექტს „GRETA – მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ერთად ახორციელებენ ავსტრიის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი და შვედეთი. მიზნობრივი რეგიონებია სამეგრელო–ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი და იმერეთი.
პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობასა და დამატებითი შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობას ქვეყნის ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
პროექტის ბენეფიციარები არიან ტურიზმის სფეროში მომუშავე 400 მცირე საწარმო, 300 სასტუმრო, სხვა ტურისტული მომსახურების სფეროს 300 ობიექტი, 230 ფერმერი, რომლებიც ორგანულ სასოფლო-სამეურნეო სექტორში მუშაობენ, 76 ადგილობრივი მცხოვრები და ინსპექტორი და ა.შ.
ერთი წლის ინტენსიური მუშაობის შედეგად დოკუმენტში გაერთიანებულია ორი კომპონენტი: კვლევა და ანალიზი, რეგიონის განვითარების სტრატეგიის ხედვა და მოქმედებების გეგმა.
მეორე პუნქტი აერთიანებს ხუთ სტრატეგიულ მიზანს – ინფრასტრუქტურა და საჯარო სერვისების გაუმჯობესება, მსოფლიო დონის კონკურენტუნარიანი ტურისტული შეთავაზება, კვალიფიციური კადრების მომზადება და ფორმალური განათლება, ეფექტური ინტეგრირებული მართვის დანერგვა სახელმწიფო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობით.
სვანეთი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, განსაკუთრებით, ზამთარში. მესტია 2022 წელს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პროექტის Best Tourism Villages by UNWTO ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. მესტია მსოფლიოს 57 ქვეყნის 130-ზე მეტ მიმართულებას შორის აირჩიეს.
GRETA თავის პროექტებს 2019 წლიდან დღემდე ახორციელებს მესტიაში, ლენტეხში, ცაგერში, ონში, ამბროლაურში, საჩხერეში, ჭიათურასა და ტყიბულში.