https://sputnik-georgia.com/20230720/------279955414.html
სვანეთში მოთხილამურეებისთვის საერთაშორისო საწვრთნელი ბაზები აშენდება
სვანეთში მოთხილამურეებისთვის საერთაშორისო საწვრთნელი ბაზები აშენდება
Sputnik საქართველო
პროექტი პირველ ეტაპზე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ტექნიკური კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს. 20.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-20T18:20+0400
2023-07-20T18:20+0400
2023-07-20T21:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24418/09/244180973_0:51:1001:614_1920x0_80_0_0_47641ec3e9b4eb8c1c0712658f217382.jpg
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. სვანეთში მოთხილამურეებისთვის ოთხსეზონიანი სასწავლო/საწვრთნელი ბაზების პროექტზე მუშაობა დაიწყება. შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მთის ტრასების სააგენტოს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას (FIS) შორის, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.საქართველოში ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალური მდივანი მიშელ ვიონი – წარსულში წარმატებული მოთხილამურე, მსოფლიო ჩემპიონი. ის შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, მთის ტრასების სააგენტოს და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელობას.პროექტი პირველ ეტაპზე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ტექნიკური კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს.FIS: საქართველო ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა გახდება >>შეხვედრაზე FIS-ის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის და აღინიშნა, რომ ბაკურიანში წარმატებით ჩატარებულმა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატმა დაამტკიცა, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებს და ყოველმხრივ მზად არის ზამთრის ტურნირების მსოფლიო კალენდრის საპატიო წევრობისთვის.2023 წლის მარტში ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საერთაშრისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) პრეზიდენტმა იოჰან ელიაშმა ორმხრივი ინტერესი გამოთქვეს ოთხსეზონიანი სასწავლო/საწვრთნელი ბაზების შექმნის შესახებ, ვინაიდან სვანეთს აქვს უდიდესი პოტენციალი შესთავაზოს სხვადასხვა გუნდებს სავარჯიშო პირობები FIS-ის უმეტეს დისციპლინებში.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე ესტუმრნენ სვანეთს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და არეალები დაათვალიერეს.საქართველომ ბაკურიანში 2023 წელს პირველად უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობდა. სპორტის შვიდ სახეობაში ჯამში 30 შეჯიბრება გაიმართა.მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართა ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24418/09/244180973_56:0:943:665_1920x0_80_0_0_8b9b1c23a58767edbafa9ad54c5f9a5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, სვანეთი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, სვანეთი
სვანეთში მოთხილამურეებისთვის საერთაშორისო საწვრთნელი ბაზები აშენდება
18:20 20.07.2023 (განახლებულია: 21:47 20.07.2023) პროექტი პირველ ეტაპზე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ტექნიკური კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. სვანეთში მოთხილამურეებისთვის ოთხსეზონიანი სასწავლო/საწვრთნელი ბაზების პროექტზე მუშაობა დაიწყება. შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მთის ტრასების სააგენტოს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას (FIS) შორის, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოში ვიზიტით იმყოფება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალური მდივანი მიშელ ვიონი – წარსულში წარმატებული მოთხილამურე, მსოფლიო ჩემპიონი. ის შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, მთის ტრასების სააგენტოს და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელობას.
პროექტი პირველ ეტაპზე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ტექნიკური კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე FIS-ის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის და აღინიშნა, რომ ბაკურიანში წარმატებით ჩატარებულმა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატმა დაამტკიცა, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებს და ყოველმხრივ მზად არის ზამთრის ტურნირების მსოფლიო კალენდრის საპატიო წევრობისთვის.
2023 წლის მარტში ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საერთაშრისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) პრეზიდენტმა იოჰან ელიაშმა ორმხრივი ინტერესი გამოთქვეს ოთხსეზონიანი სასწავლო/საწვრთნელი ბაზების შექმნის შესახებ, ვინაიდან სვანეთს აქვს უდიდესი პოტენციალი შესთავაზოს სხვადასხვა გუნდებს სავარჯიშო პირობები FIS-ის უმეტეს დისციპლინებში.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე ესტუმრნენ სვანეთს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და არეალები დაათვალიერეს.
საქართველომ ბაკურიანში 2023 წელს პირველად უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობდა. სპორტის შვიდ სახეობაში ჯამში 30 შეჯიბრება გაიმართა.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართა ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.