https://sputnik-georgia.com/20230305/fis-saqartvelo-zamtris-sportis-danisnulebis-qveyana-gaxdeba-275458139.html
FIS: საქართველო ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა გახდება
FIS: საქართველო ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა გახდება
Sputnik საქართველო
კვირას, 5 მარტს, 19:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია გაიმართება 05.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-05T12:59+0400
2023-03-05T12:59+0400
2023-03-05T12:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275039996_0:65:3409:1983_1920x0_80_0_0_a569eb0ba5fc052d2e818c1fe01f9745.jpg
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა გახდეს, ამის შესახებ სათხილამურო და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა ბაკურიანში სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის დასასრულს განაცხადა.საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა.მე-18 დღე ბაკურიანი სპორტის ზამთრის სახეობათა მოყვარულთა ყურადღების ცენტრშია. აქ წლის მთავარი სპორტული მოვლენა - სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება. ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტი ადამიანი აკვირდებოდა.სპორტული შეჯიბრებები ბაკურიანში 4 მარტს დასრულდა.მისი თქმით, საქართველომ უნდა იამაყოს შესრულებული სამუშაოთი და მიღწეული შედეგებით.კვირას, 19:00 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია გაიმართება. მომდევნო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.როგორ მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ბაკურიანში >>2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში 18 თებერვალს ბაკურიანში გაიხსნა, ოფიციალური ვარჯიშები ორი დღით ადრე დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს. სპორტის შვიდ სახეობაში ჯამში 30 შეჯიბრება გაიმართა.მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275039996_339:0:3070:2048_1920x0_80_0_0_36e43051d7385fd0830bd35e8c37497c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
FIS: საქართველო ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა გახდება
კვირას, 5 მარტს, 19:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია გაიმართება
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა გახდეს, ამის შესახებ სათხილამურო და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა ბაკურიანში სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის დასასრულს განაცხადა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა.
მე-18 დღე ბაკურიანი სპორტის ზამთრის სახეობათა მოყვარულთა ყურადღების ცენტრშია. აქ წლის მთავარი სპორტული მოვლენა - სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება. ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტი ადამიანი აკვირდებოდა.
სპორტული შეჯიბრებები ბაკურიანში 4 მარტს დასრულდა.
„მსოფლიო ჩემპიონატი ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გაქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ გახდეთ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა. ინფრასტრუქტურა, კარგი სასრიალო ტრასები. საქართველომ პირველად ჩაატარა ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატი და ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული ძალიან კარგი შედეგი“, - განაცხადა ვიონმა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა იამაყოს შესრულებული სამუშაოთი და მიღწეული შედეგებით.
კვირას, 19:00 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონია გაიმართება. მომდევნო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში 18 თებერვალს ბაკურიანში გაიხსნა, ოფიციალური ვარჯიშები ორი დღით ადრე დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს. სპორტის შვიდ სახეობაში ჯამში 30 შეჯიბრება გაიმართა.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.