https://sputnik-georgia.com/20230226/msoflio-cempionati-bakuriansi-275250376.html
როგორ მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ბაკურიანში
როგორ მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ბაკურიანში
Sputnik საქართველო
ორშაბათს გაიმართება სნოუბორდში ფინალური შეჯიბრებები ქალებსა და მამაკაცებს შორის, ხოლო მომდევნო დღეს – გუნდური შეჯიბრებები. 26.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-26T12:51+0400
2023-02-26T12:51+0400
2023-02-26T12:51+0400
სპორტი
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1a/275249268_0:97:2048:1249_1920x0_80_0_0_d564a92c2532fc20b2465570e2f0ea5c.jpg
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველომ სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, იოჰან ელიაშისგან ბაკურიანში სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის მაღალი შეფასება მიიღო, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება. გახსნის ოფიციალური ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა, თუმცა ვარჯიშს სპორტსმენები ორი დღით ადრე შეუდგნენ.მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო მასმედიის პიცენტრშია, რაც ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და უცხოელი ტურისტების ზრდას.„მუდმივად ხდება პირდაპირი ტრანსლირება „ევრონიუსსა“ და „ევროსპორტზე“, რაც დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ჩვენს ქვეყანას გაზარდოს ცნობადობა, მოიზიდოს მეტი საერთაშორისო ტურისტი, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.მისი თქმით, ბაკურიანში ფაქტობრივად ყველა განთავსების ობიექტი სავსეა ტურისტებითა და შიდა ვიზიტორებით.ორშაბათს, 27 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება ფინალური შეჯიბრებები სპუპსტაილში (სნოუბორდი) ქალებსა და მამაკაცებს შორის, მომდევნო დღეს კი – გუნდური შეჯიბრებები. ტრანსლაცია 13:00 საათზე დაიწყება.სპორტსმენები დარჩენილ დღეებში გაათამაშებენ მედლების კომპლექტებს სნოუბორდ–კროსში, ბიგ–ეირში (ფრისტაილი) და სნოუბორდში, სლოუპსტაილში (ფრისკი). საქართველოს წარმომადგენლები ჯერეჯრობით მედლის გარეშე რჩებიან.„აღფრთოვანებული ვარ”: საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანით კმაყოფილია>>საქართველოდან შეჯიბრების მონაწილეები არიან რევაზ ნაზღაიძე, დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი.მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს, საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1a/275249268_224:0:2044:1365_1920x0_80_0_0_e02f1fa4cc7dab8948b923a4518acda9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
როგორ მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში ბაკურიანში
ორშაბათს გაიმართება სნოუბორდში ფინალური შეჯიბრებები ქალებსა და მამაკაცებს შორის, ხოლო მომდევნო დღეს – გუნდური შეჯიბრებები.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველომ სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, იოჰან ელიაშისგან ბაკურიანში სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის მაღალი შეფასება მიიღო, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება. გახსნის ოფიციალური ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა, თუმცა ვარჯიშს სპორტსმენები ორი დღით ადრე შეუდგნენ.
„ბაკურიანში ჩემპიონატი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ვუმასპინძლეთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც პირადად ჩამოვიდა ბაკურიანში. ასევე ესტუმრა სვანეთს და მოინახულა ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აშენებდა ორივე სამთო-სათხილამურო კურორტზე, ჩვენმა ქვეყანამ მისგან უმაღლესი შეფასება მიიღო“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო მასმედიის პიცენტრშია, რაც ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას და უცხოელი ტურისტების ზრდას.
„მუდმივად ხდება პირდაპირი ტრანსლირება „ევრონიუსსა“ და „ევროსპორტზე“, რაც დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ჩვენს ქვეყანას გაზარდოს ცნობადობა, მოიზიდოს მეტი საერთაშორისო ტურისტი, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ბაკურიანში ფაქტობრივად ყველა განთავსების ობიექტი სავსეა ტურისტებითა და შიდა ვიზიტორებით.
ორშაბათს, 27 თებერვალს ბაკურიანში გაიმართება ფინალური შეჯიბრებები სპუპსტაილში (სნოუბორდი) ქალებსა და მამაკაცებს შორის, მომდევნო დღეს კი – გუნდური შეჯიბრებები. ტრანსლაცია 13:00 საათზე დაიწყება.
სპორტსმენები დარჩენილ დღეებში გაათამაშებენ მედლების კომპლექტებს სნოუბორდ–კროსში, ბიგ–ეირში (ფრისტაილი) და სნოუბორდში, სლოუპსტაილში (ფრისკი). საქართველოს წარმომადგენლები ჯერეჯრობით მედლის გარეშე რჩებიან.
საქართველოდან შეჯიბრების მონაწილეები არიან რევაზ ნაზღაიძე, დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი.
მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს, საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.