https://sputnik-georgia.com/20230225/--------275232640.html
„აღფრთოვანებული ვარ”: საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანით კმაყოფილია
„აღფრთოვანებული ვარ”: საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანით კმაყოფილია
Sputnik საქართველო
იოჰან ელიაშის განცხადებით, საქართველოს მთებს დიდი პოტენციალი აქვს 25.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-25T12:27+0400
2023-02-25T12:27+0400
2023-02-25T12:27+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275041619_0:138:2379:1476_1920x0_80_0_0_0ca4303cf4a8962f06430d9ce21e31f6.jpg
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში აღფრთოვანებულია ბაკურიანში სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებით, ამის შესახებ მან საქართველოს სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურის დათვალისერებისას განაცხადა.საქართველოში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ქვეყანა პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება. ჩემპიონატის გახსნის ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა. მეორე დღეს კი შეჯიბრებები დაიწყო და სხვადასხვა დისციპლინაში პირველი ფინალებიც ჩატარდა.საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის აზრით, საქართველოს მთებს დიდი პოტენციალი აქვს, რადგან აქ ვარჯიში ზაფხულის თვეებსა და სეზონის დასაწყისში შეიძლება - ზუსტად მაშინ, როცა ადამიანებს სავარჯიშოთ სხვა ნახევარსფეროში უწევთ გამგზავრება.„საქართველო უფრო ახლოსაა. სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ აქ დიდ პოტენციალს. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ და მეტი ღონისძიებები ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირის ფარგლებში”, - განაცხადა ელიაშმა.ბაკურიანი 2023: პარალელურ სლალომში იტალიელებმა გაიმარჯვეს>>>ეს შესანიშნავი პიარია ქვეყნისთვის და ზოგადად, ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა.მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს, საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275041619_114:0:2266:1614_1920x0_80_0_0_9db5190ff1eef1ecea8c49816d98ed49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„აღფრთოვანებული ვარ”: საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანით კმაყოფილია
იოჰან ელიაშის განცხადებით, საქართველოს მთებს დიდი პოტენციალი აქვს
თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში აღფრთოვანებულია ბაკურიანში სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებით, ამის შესახებ მან საქართველოს სათხილამურო კურორტის ინფრასტრუქტურის დათვალისერებისას განაცხადა.
საქართველოში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ქვეყანა პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება. ჩემპიონატის გახსნის ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა. მეორე დღეს კი შეჯიბრებები დაიწყო და სხვადასხვა დისციპლინაში პირველი ფინალებიც ჩატარდა.
„დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ეს ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ საქართველოშიც შეიძლება მოეწყოს ასეთი შესანიშნავი ტურნირი”, - განაცხადა ელიაშმა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის აზრით, საქართველოს მთებს დიდი პოტენციალი აქვს, რადგან აქ ვარჯიში ზაფხულის თვეებსა და სეზონის დასაწყისში შეიძლება - ზუსტად მაშინ, როცა ადამიანებს სავარჯიშოთ სხვა ნახევარსფეროში უწევთ გამგზავრება.
„საქართველო უფრო ახლოსაა. სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ აქ დიდ პოტენციალს. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ და მეტი ღონისძიებები ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირის ფარგლებში”, - განაცხადა ელიაშმა.
ეს შესანიშნავი პიარია ქვეყნისთვის და ზოგადად, ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა.
მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს, საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.