https://sputnik-georgia.com/20230222/paralelur-slalomshi-italielebma-gaimarjves-275156117.html
ბაკურიანი 2023: პარალელურ სლალომში იტალიელებმა გაიმარჯვეს
ბაკურიანი 2023: პარალელურ სლალომში იტალიელებმა გაიმარჯვეს
Sputnik საქართველო
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი 5 მარტის ჩათვლით იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს. 22.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-22T21:13+0400
2023-02-22T21:13+0400
2023-02-22T22:53+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
იტალია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275153149_0:418:1367:1187_1920x0_80_0_0_ce7c1f9f3fc2e3ec9673ccf1428cc182.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში პარალელური სლალომის დისციპლინაში გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდა.ჩემპიონატის გახსნის ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა. მეორე დღეს კი შეჯიბრებები დაიწყო და პირველი ფინალები ჩატარდა.მეორე ადგილი ავსტრიის ნაკრებმა დაიმსახურა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები შვეიცარიელები გახდნენ. რაც შეეხება მედლებს, მამაკაცებს შორის ოქრო და ვერცხლი ავსტრიელმა სპორტსმენებმა, ბრინჯაო კი კანადის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. ქალთა სლალომში ოქროს და ვერცხლის მფლობელები შვეიცარიელი სპორტსმენები გახდნენ, ბრინჯაო ავსტრიის წარმომადგენელს ერგო.ხუთშაბათს მედლები ფრისტაილში გათამაშდება.საქართველო ჩემპიონატზე ექვსი სპორტსმენით არის წარმოდგენილი: რევაზ ნავგაიძე, დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი. ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ გასულა ფინალურ ეტაპზე.მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში: ქართველი სპორტსმენი გიგანტური სლალომის ფინალს გამოეთიშა>>>საქართველო ასეთ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 5 მარტის ჩათვლით იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275153149_0:342:1367:1367_1920x0_80_0_0_166d8b0d78e29d97b69d84c46da69e07.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, იტალია , ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, იტალია , ახალი ამბები
ბაკურიანი 2023: პარალელურ სლალომში იტალიელებმა გაიმარჯვეს
21:13 22.02.2023 (განახლებულია: 22:53 22.02.2023) ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი 5 მარტის ჩათვლით იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში პარალელური სლალომის დისციპლინაში გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდა.
ჩემპიონატის გახსნის ცერემონია 18 თებერვალს გაიმართა. მეორე დღეს კი შეჯიბრებები დაიწყო და პირველი ფინალები ჩატარდა.
მეორე ადგილი ავსტრიის ნაკრებმა დაიმსახურა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები შვეიცარიელები გახდნენ. რაც შეეხება მედლებს, მამაკაცებს შორის ოქრო და ვერცხლი ავსტრიელმა სპორტსმენებმა, ბრინჯაო კი კანადის წარმომადგენლებმა მოიპოვეს. ქალთა სლალომში ოქროს და ვერცხლის მფლობელები შვეიცარიელი სპორტსმენები გახდნენ, ბრინჯაო ავსტრიის წარმომადგენელს ერგო.
ხუთშაბათს მედლები ფრისტაილში გათამაშდება.
საქართველო ჩემპიონატზე ექვსი სპორტსმენით არის წარმოდგენილი: რევაზ ნავგაიძე, დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი. ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ გასულა ფინალურ ეტაპზე.
საქართველო ასეთ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ტურნირი 5 მარტის ჩათვლით იმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს.
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.