https://sputnik-georgia.com/20231009/svaneti-friraidsi-msoflio-turs-imaspinzlebs-283120136.html
სვანეთი ფრირაიდში ექსტრემალურ მსოფლიო ტურს უმასპინძლებს
სვანეთი ფრირაიდში ექსტრემალურ მსოფლიო ტურს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულებისთვის მომავალი წლის მარტში ერთგვარი აღმოჩენა გახდება. 09.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-09T10:14+0400
2023-10-09T10:14+0400
2023-10-09T14:58+0400
სპორტი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24418/09/244180973_0:51:1001:614_1920x0_80_0_0_47641ec3e9b4eb8c1c0712658f217382.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სვანეთის კურორტ თეთნულდზე 2024 წლის 1-7 მარტს პირველად ჩატარდება მსოფლიო ტური ფრირაიდში – Freeride World Tour, რომელიც ცნობილია, როგორც სანახაობრივი და ექსტრემალური სპორტი, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური. საქართველო ექვს წამყვან ქვეყანას შორის დასახელდა კანადასთან, ანდორასთან, ესპანეთთან, შვეიცარიასთან და ავსტრიასთან ერთად, რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. გადაწყვეტილება ყოველწლიური ღონისძიების შესახებ საფრანგეთის ქალაქ ანესში გამოცხადდა. ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 გამორჩეული სპორტსმენი–რაიდერი მიიღებს მონაწილეობას. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება და კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის გახდა ახალი აღმოსაჩენი ადგილი. სვანეთში მოთხილამურეებისთვის საერთაშორისო საწვრთნელი ბაზები აშენდება>>შეჯიბრება Freeride World Tour მაშველების მუდმივი მეთვალყურეობით ტარდება. დაწყების წინ ყველა ადგილს სპეციალისტები გულმოდგინედ ამოწმებენ. ყველა სპორტსმენს აქვს უსაფრთხოების ყველა საშუალება, მათ შორის ზვავის მაუწყებელი გადამცემები. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სვანეთში მსოფლიო ტურის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული ბრენდის განმტკიცებისთვის. საქართველოში ფრირაიდში შესარჩევი ეტაპები ორი წელია წარმატებით ტარდება. შეჯიბრებების მაღალი სტანდარტით ჩატარება საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას. ფრირაიდი (Freeride) ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა – სნოუბორდით ან თხილამურებით სრიალი ბუნებრივ, გაუკვალავ ტრასებზე. მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24418/09/244180973_56:0:943:665_1920x0_80_0_0_8b9b1c23a58767edbafa9ad54c5f9a5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სვანეთი
სპორტი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სვანეთი
სვანეთი ფრირაიდში ექსტრემალურ მსოფლიო ტურს უმასპინძლებს
10:14 09.10.2023 (განახლებულია: 14:58 09.10.2023) კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულებისთვის მომავალი წლის მარტში ერთგვარი აღმოჩენა გახდება.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სვანეთის კურორტ თეთნულდზე 2024 წლის 1-7 მარტს პირველად ჩატარდება მსოფლიო ტური ფრირაიდში – Freeride World Tour, რომელიც ცნობილია, როგორც სანახაობრივი და ექსტრემალური სპორტი, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველო ექვს წამყვან ქვეყანას შორის დასახელდა კანადასთან, ანდორასთან, ესპანეთთან, შვეიცარიასთან და ავსტრიასთან ერთად, რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. გადაწყვეტილება ყოველწლიური ღონისძიების შესახებ საფრანგეთის ქალაქ ანესში გამოცხადდა.
ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 გამორჩეული სპორტსმენი–რაიდერი მიიღებს მონაწილეობას. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება და კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის გახდა ახალი აღმოსაჩენი ადგილი.
შეჯიბრება Freeride World Tour მაშველების მუდმივი მეთვალყურეობით ტარდება. დაწყების წინ ყველა ადგილს სპეციალისტები გულმოდგინედ ამოწმებენ. ყველა სპორტსმენს აქვს უსაფრთხოების ყველა საშუალება, მათ შორის ზვავის მაუწყებელი გადამცემები.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სვანეთში მსოფლიო ტურის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული ბრენდის განმტკიცებისთვის.
„ამით ძალიან გაიზრდება ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, კონკრეტულად, სვანეთის, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ბრენდს, ხელს შეუწყობს ზამთრის ტურისტულ სეზონზე უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაურის ჩამოსვლას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კურორტზე", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
საქართველოში ფრირაიდში შესარჩევი ეტაპები ორი წელია წარმატებით ტარდება.
შეჯიბრებების მაღალი სტანდარტით ჩატარება საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.
ფრირაიდი (Freeride) ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა – სნოუბორდით ან თხილამურებით სრიალი ბუნებრივ, გაუკვალავ ტრასებზე. მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.