https://sputnik-georgia.com/20231025/mdinaradze-nacmozraoba-virtualuri-partiaa-283645766.html
მდინარაძე: „ნაცმოძრაობა" ვირტუალური პარტია და ტელეპროდუქტია
მდინარაძე: „ნაცმოძრაობა" ვირტუალური პარტია და ტელეპროდუქტია
Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობაში" ორი ბანაკის დაპირისპირება საცირკო წარმოდგენას ემსგავსება, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა. 25.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-25T17:27+0400
2023-10-25T17:27+0400
2023-11-03T16:05+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832217_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_b797ffd064b3e2ffa994ad4dd50511bd.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს, ის მხოლოდ ვირტუალური პარტია და სატელევიზიო პროდუქტია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არსებულ კონფლიქტზე ჯერ კიდევ 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. შედეგად, პარტია ორ ბანაკად გაიყო: პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას ბანაკი, რომელიც ზომიერი პოლიტიკის მომხრეა, და ამჟამინდელი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ბანაკი, რომლის უკან დგანან ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი. მისი თქმით, ისინი დაკავებული არიან ისეთი საქმიანობით, როგორიცაა თავიანთი ბელადის მავზოლეუმის შექმნა. „ქართულ ოცნებაში" ასე უწოდებენ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებს, რომელიც პარტიის მთავარ ოფისში გაიხსნა 11 ოქტომბერს. საზოგადოებრივ მისაღებში, სხვა დანარჩენთან ერთად, გამოფენილია სააკაშვილის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. „ისინი პარტიის შიგნით ერთმანეთს ჭამენ. რეალურად იმაზე მიდის ბრძოლა, ვინ გაანაწილებს ფულს, რომელიც თავის დროზე ბიუჯეტიდან მოიპარეს და ვის ექნება გავლენა პარტიის შიგნით. სინამდვილეში პარტია ვირტუალურია", – განაცხადა მდინარაძემ. „ნაცმოძრაობა" არ არსებობს. ეს არის ერთგვარად ექსტრემისტული და რადიკალური მიმდინარეობის პირთა ჯგუფი, დასძინა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა. განხეთქილება „ნაცმოძრაობაში" უფრო ცხადი გახდება - დეპუტატი>>>მანამდე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში". ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო. არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს. მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832217_25:0:924:674_1920x0_80_0_0_af6f83a0818c3008a8f9d8745f00bd66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
მდინარაძე: „ნაცმოძრაობა" ვირტუალური პარტია და ტელეპროდუქტია
17:27 25.10.2023 (განახლებულია: 16:05 03.11.2023) „ნაცმოძრაობაში" ორი ბანაკის დაპირისპირება საცირკო წარმოდგენას ემსგავსება, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს, ის მხოლოდ ვირტუალური პარტია და სატელევიზიო პროდუქტია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არსებულ კონფლიქტზე ჯერ კიდევ 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. შედეგად, პარტია ორ ბანაკად გაიყო: პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას ბანაკი, რომელიც ზომიერი პოლიტიკის მომხრეა, და ამჟამინდელი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ბანაკი, რომლის უკან დგანან ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენლები, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.
„ნაცმოძრაობა" რეალურად აღარ არსებობს. ეს არის სატელევიზიო პროდუქტი. „ნაცმოძრაობის" ტელევიზიები აცოცხლებენ რაღაც ვირტუალურ პარტიას, რომელიც რეალურად არ არსებობს", – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ისინი დაკავებული არიან ისეთი საქმიანობით, როგორიცაა თავიანთი ბელადის მავზოლეუმის შექმნა. „ქართულ ოცნებაში" ასე უწოდებენ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებს, რომელიც პარტიის მთავარ ოფისში გაიხსნა 11 ოქტომბერს. საზოგადოებრივ მისაღებში, სხვა დანარჩენთან ერთად, გამოფენილია სააკაშვილის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
„ისინი პარტიის შიგნით ერთმანეთს ჭამენ. რეალურად იმაზე მიდის ბრძოლა, ვინ გაანაწილებს ფულს, რომელიც თავის დროზე ბიუჯეტიდან მოიპარეს და ვის ექნება გავლენა პარტიის შიგნით. სინამდვილეში პარტია ვირტუალურია", – განაცხადა მდინარაძემ.
„ნაცმოძრაობა" არ არსებობს. ეს არის ერთგვარად ექსტრემისტული და რადიკალური მიმდინარეობის პირთა ჯგუფი, დასძინა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
მანამდე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე „უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში".
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.