https://sputnik-georgia.com/20231024/ganxetqileba-nacmozraobasi-ufro-cxadi-gaxdeba-283592090.html
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში" უფრო ცხადი გახდება - დეპუტატი
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში" უფრო ცხადი გახდება - დეპუტატი
Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობაში" ორი ბანაკის დაპირისპირება საცირკო წარმოდგენას ემსგავსება, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა. 24.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-24T12:06+0400
2023-10-24T12:06+0400
2023-10-24T19:08+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23151/30/231513078_0:51:1001:614_1920x0_80_0_0_dd1f9824701ec0eb6691d9ea8aa9a411.png
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება ორ ბანაკს შორის თანდათან უფრო ცხადი გახდება, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გია ცაგარეიშვილმა. „ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს. ამავე დროს, მელიას განცხადება, რომ ის არ აპირებს იყოს იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა, დეპუტატმა შეაფასა, როგორც არაორდინარული შემთხვევა. „არაორდინარულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ადამიანი, რომელიც დედა პარტიას აკრიტიკებს, ადამიანი, რომელიც უნდათ "ნაციონალური მოძრაობის" კარიდან გააგდონ, ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, მაინც არ ტოვებს დედა პარტიას. ეტყობა, არ ემეტება", – განაცხადა ცაგარეიშვილმა. ხატია დეკანოიძე: „ნაცმოძრაობაში“ გადატრიალება მოხდა>>კვიპროსიდან დაბრუნებისა და კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება. თუმცა, მელიას თანამოაზრეები არ ადასტურებენ, რომ ხაბეიშვილისგან შეთავაზება მიიღეს. იმავდროულად, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ცნობით, ხაბეიშვილით უკმაყოფილო კეზერაშვილმა გადაწყვიტა „ნაციონალურ მოძრაობაში" ბორდის შექმნა, რომელსაც ოპოზიციური ტელეკომპანია "მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია უხელმძღვანელებს. ბორდი ერთგვარი უხუცესთა საბჭოა, რომელიც ადგენს მოძრაობის მიმართულებას და აკონტროლებს შედეგების მიღწევას, მაგრამ არ ერევა ოპერატიულ მუშაობაში. მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილმა შესაძლოა ხაბეიშვილი პარტიის ლიდერის პოსტზე გვარამიათი შეცვალოს. თუმცა, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მანდატი 2025 წლამდე აქვს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გვარამია სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრი და განათლების მინისტრი. ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო. ენმ-ში განხეთქილება ახალ ეტაპზე გადავიდა - ნიკა მელიამ პარტიის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა>>არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს. მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23151/30/231513078_56:0:943:665_1920x0_80_0_0_a4d6d0bcbc74830192ee149d68a325ef.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები, საქართველო
განხეთქილება „ნაცმოძრაობაში" უფრო ცხადი გახდება - დეპუტატი
12:06 24.10.2023 (განახლებულია: 19:08 24.10.2023) „ნაცმოძრაობაში" ორი ბანაკის დაპირისპირება საცირკო წარმოდგენას ემსგავსება, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება ორ ბანაკს შორის თანდათან უფრო ცხადი გახდება, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გია ცაგარეიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„რაც უფრო მეტი დრო გავა, ამ ორ ბანაკს შორის დაპირისპირება უფრო ნათელი გახდება. ადრე თუ გვიან „ნაცმოძრაობაში" მელიასეული ტანჯვა დასრულდება. საცირკო წარმოდგენის სახესაც იძენს, ესაა რაღაც პარტიული მასკარადი. მასხარის როლში ვინ გამოდის, ხაბეიშვილი თუ მელია, ეს მაყურებელმა განსაჯოს", – განუცხადა ჟურნალისტებს ცაგარეიშვილმა.
ამავე დროს, მელიას განცხადება, რომ ის არ აპირებს იყოს იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა, დეპუტატმა შეაფასა, როგორც არაორდინარული შემთხვევა.
„არაორდინარულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე – ადამიანი, რომელიც დედა პარტიას აკრიტიკებს, ადამიანი, რომელიც უნდათ "ნაციონალური მოძრაობის" კარიდან გააგდონ, ყოველ ჯერზე ფანჯრიდან ძვრება, მაინც არ ტოვებს დედა პარტიას. ეტყობა, არ ემეტება", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
კვიპროსიდან დაბრუნებისა და კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება. თუმცა, მელიას თანამოაზრეები არ ადასტურებენ, რომ ხაბეიშვილისგან შეთავაზება მიიღეს. იმავდროულად, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ცნობით, ხაბეიშვილით უკმაყოფილო კეზერაშვილმა გადაწყვიტა „ნაციონალურ მოძრაობაში" ბორდის შექმნა, რომელსაც ოპოზიციური ტელეკომპანია "მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია უხელმძღვანელებს.
ბორდი ერთგვარი უხუცესთა საბჭოა, რომელიც ადგენს მოძრაობის მიმართულებას და აკონტროლებს შედეგების მიღწევას, მაგრამ არ ერევა ოპერატიულ მუშაობაში.
მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილმა შესაძლოა ხაბეიშვილი პარტიის ლიდერის პოსტზე გვარამიათი შეცვალოს. თუმცა, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მანდატი 2025 წლამდე აქვს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გვარამია სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრი და განათლების მინისტრი.
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.