https://sputnik-georgia.com/20231023/statuss-saqartvelo-aucileblad-miirebs-kalaze-283583142.html
სტატუსს საქართველო აუცილებლად მიიღებს - კახა კალაძე
სტატუსს საქართველო აუცილებლად მიიღებს - კახა კალაძე
Sputnik საქართველო
არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, თუ რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, აღნიშნა კალაძემ. 23.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-23T20:14+0400
2023-10-23T20:14+0400
2023-10-23T21:38+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016706_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_53d11588db3c09443ac7a3010fb46d40.jpg
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ ყველა დასახული პირობა შეასრულა, შესაბამისად, ის ასპროცენტიანი გარანტიით მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, განუცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.მანამდე პოლიტიკური გაერთიანების „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ წევრმა მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მისი თქმით, თუ საქართველო სტატუსს მიიღებს, ეს გაზრდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ვადას 2030 წლამდე. „ეს კატასტროფა იქნება“, – დაწერა დუმბაძემ.მან აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირის ყველა პირობა შეასრულა.„ყველაფერი იქნა შესრულებული, ყველაფერი გაკეთებული, უბრალოდ, არანაირი არგუმენტი არ რჩება, თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. თუ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზე გამოვალთ და საზოგადოებას ავუხსნით. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელი შეფასებებით საქართველო 100%-ით მიიღებს სტატუსს“, – აღნიშნა კალაძემ.გარდა ამისა, მან კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, რომელიც „გაერთიანებული ოპოზიციის“ ინიციატორი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება იქნება ქართველი ხალხის და არა ხელისუფლების დამსახურება.კალაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი 2012 წლიდან სწორედ „ქართულ ოცნებას“ ირჩევს და ხელისუფლება ხალხს წარმოადგენს.საქართველოს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მივულოცავთ - „ხალხის ძალა">>„ნაციონალური მოძრაობა“ ჩარჩენილია იმ წარსულსა და იმ სიბინძურეში, რა მეთოდებითაც და რა დამოკიდებულებით მართავდნენ ქვეყანას. ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს და ვერ გააკეთეს სწორი ანალიზი, თუ რატომ გაუშვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იქ, სადაც დღეს იმყოფებიან“, – განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ძალზე საშიში პოლიტიკური ძალაა, რომელიც მზადაა თავისი ქვეყანა სხვა ქვეყნის ინტერესებს შესწიროს.ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს.პაპუაშვილი: საქართველოს ეკონომიკამ ევროკავშირის მინიმალურ დონეს მიაღწია>>ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/19/278016706_277:211:1817:1366_1920x0_80_0_0_a9925e7d9850ec13e31aa68a48b52540.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
სტატუსს საქართველო აუცილებლად მიიღებს - კახა კალაძე
20:14 23.10.2023 (განახლებულია: 21:38 23.10.2023) არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, თუ რატომ არ უნდა მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, აღნიშნა კალაძემ.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ ყველა დასახული პირობა შეასრულა, შესაბამისად, ის ასპროცენტიანი გარანტიით მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, განუცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
მანამდე პოლიტიკური გაერთიანების „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ წევრმა მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მისი თქმით, თუ საქართველო სტატუსს მიიღებს, ეს გაზრდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ვადას 2030 წლამდე. „ეს კატასტროფა იქნება“, – დაწერა დუმბაძემ.
„მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს ჩვენი ქვეყანა მიიღებს“, – განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირის ყველა პირობა შეასრულა.
„ყველაფერი იქნა შესრულებული, ყველაფერი გაკეთებული, უბრალოდ, არანაირი არგუმენტი არ რჩება, თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. თუ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზე გამოვალთ და საზოგადოებას ავუხსნით. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელი შეფასებებით საქართველო 100%-ით მიიღებს სტატუსს“, – აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, მან კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, რომელიც „გაერთიანებული ოპოზიციის“ ინიციატორი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება იქნება ქართველი ხალხის და არა ხელისუფლების დამსახურება.
კალაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი 2012 წლიდან სწორედ „ქართულ ოცნებას“ ირჩევს და ხელისუფლება ხალხს წარმოადგენს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩარჩენილია იმ წარსულსა და იმ სიბინძურეში, რა მეთოდებითაც და რა დამოკიდებულებით მართავდნენ ქვეყანას. ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს და ვერ გააკეთეს სწორი ანალიზი, თუ რატომ გაუშვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იქ, სადაც დღეს იმყოფებიან“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ძალზე საშიში პოლიტიკური ძალაა, რომელიც მზადაა თავისი ქვეყანა სხვა ქვეყნის ინტერესებს შესწიროს.
ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.