საქართველოს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მივულოცავთ - „ხალხის ძალა"

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2023
გამოწერა
წელს, გასული წლისგან განსხვავებით, ევროკავშირი „სამართლიან გადაწყვეტილებას" მიიღებს, განაცხადა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს წლის ბოლოს მივულოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ქართულ ოპოზიციას კი მივუსამძიმრებთ, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

„ოპოზიციას გლოვა აქვს გამოცხადებული, რადგან მათ დღის წესრიგშია სტატუსის არმიღება და არეულობის მცდელობა ქვეყანაში, მაგრამ მე შემიძლია მათ ვუთხრა, რომ ჩვენ წლის ბოლოს მივულოცავთ საქართველოს და მივუსამძიმრებთ მათ კანდიდატის სტატუსის მიღებას", – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ობიექტურად დაიმსახურა და წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, ევროკავშირი "სამართლიან გადაწყვეტილებას" მიიღებს.
„ყველამ ვიცით, კანდიდატის სტატუსი ობიექტურად რა შემთხვევაში ენიჭება ქვეყანას: უნდა ტარდებოდეს რეფორმები, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ და მათი მუშაობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში [სტატუსი] შარშანაც ეკუთვნოდა საქართველოს", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური და უსამართლო იყო.
მტრების მცდელობების მიუხედავად მაქსიმუმი გავაკეთეთ - პრემიერი კანდიდატის სტატუსზე>>
საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წელს შეიტანა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თუმცა უარი თქვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მანამ, სანამ არ შესრულდება ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0