სტაფილო და მისი სასარგებლო თვისებები

CC BY-SA 2.0 / Matt Biddulph / Carrotsსტაფილო
სტაფილო - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2023
გამოწერა
შემცველობით მდიდარი სტაფილო უძველესი დროიდან მიიჩნევა სამკურნალო პროდუქტად. ძველი ბერძენი მკურნალები ქალებს სტაფილოს კონტრაცეპტივის სახით მიღებას ურჩევდნენ. ასევე მიიჩნევენ, რომ სტაფილო კარგად მოქმედებს მამაკაცის სქესობრივ ფუნქციაზე.
სტაფილო (Daucus) – ქოლგოსანთა ოჯახის მცენარის გვარი. ცნობილია სტაფილოს 60-მდე სახეობა. უფრო გავრცელებულია ორწლოვანი მცენარე — კულტურული სტაფილო (ლათ. Daucus sativus, Daucus carota).
სტაფილოს კალორიულობა და შემადგენლობა
სტაფილოს კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 32 კკალორია.
სტაფილო მდიდარია უჯრედისით, შაქრებით, ცილებით, ეთერზეთებით. შეიცავს ცხიმებს. მასში დიდი რაოდენობითაა ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი А), ვიტამინები: С, Е, К, D; В ჯგუფის ვიტამინები - В1, В2, В3, В6, В9. მიკრო და მაკროელემენტებიდან სტაფილო შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, სპილენძს, ქრომს, თუთიას, ფტორს, რკინას. პანთოტენის, ასკორბინის, ნიკოტინის, ფოლიუმის მჟავებს.
სტაფილოს სასარგებლო თვისებები
სტაფილო სასარგებლოა სისხლნაკლებობის, ბრონქიტების, კანის ზოგიერთი დაავადების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. კერძოდ, სტაფილოს ხალხურ მედიცინაში გარეგანი ზემოქმედებისთვისაც იყენებენ. ის კარგად მოქმედებს კანის სხვადასხვა დაზიანების დროს, ამცირებს ტკივილს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სტაფილო აუმჯობესებს მხედველობას.
სტაფილოს იყენებდნენ სიყვითლის, ხველების საწინააღმდეგოდ.
როიბუში - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2023
როიბუშის ჩაის სასარგებლო თვისებები
სტაფილოს ძალიან აფასებენ სტომატოლოგებიც. მათი აზრით, ნედლი სტაფილოს მიღება ღრძილებისთვის ტრენაჟორის ფუნქციას ასრულებს, ამასთან კარგად მოქმედებს პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, აძლიერებს კბილის ემალს.

სტაფილო ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც ანტისეპტიკური საშუალება, აქვს ნაღველმდენი თვისებები, ანტისკლეროტული მოქმედება. აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების საქმიანობას. როგორც პროფილაქტიკური საშუალება, სტაფილოს წვენი ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს მადას, სახის ფერს, ასუსტებს ანტიბიოტიკების ტოქსიკურ ზემოქმედებას ორგანიზმზე, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს; აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას გაციებისადმი.
იდეალური ქინოა - ჯანმრთელობის საწინდარი>>

სტაფილო უძველესი დროიდან მიიჩნევა სამკურნალო პროდუქტად. ძველი ბერძენი მკურნალები ქალებს სტაფილოს კონტრაცეპტივის სახით მიღებას ურჩევდნენ. თანამედროვე მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ სტაფილო შეიცავს ფერმენტებს, რომლებსაც ჩასახვის დაბლოკვა შეუძლია, თუმცა რეალური მოქმედებისთვის მათი კონცენტრაცია საკმარისი არაა.

ასევე მიიჩნევენ, რომ სტაფილო კარგად მოქმედებს მამაკაცის სქესობრივ ფუნქციაზე. ხალხური რეცეპტების მიხედვით, მამაკაცების ერექციის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია რაციონში რძეში მოხარშული სტაფილოს ჩართვა, ასევე სტაფილოს წვენის თაფლთან ერთად მიღება.
ფინიკი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
ფინიკი - უნიკალური პროდუქტის სასარგებლო თვისებები
ზოგიერთმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ სტაფილო აფერხებს კიბოს განვითარებას. მაგალითად, ნიუკასლის უნივერსიტეტის დოქტორმა კირსტენ ბრანდტმა ვირთხებზე ცდების დროს დაადგინა, რომ სტაფილო ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. მან გამოავლინა, რომ ამ ზემოქმედებაზე პასუხისმგებელია ბუნებრივი პესტიციდი ფალკარინოლი, რომელიც სტაფილოს სოკოსგან იცავს.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს არ დაუდგენიათ, როგორია ფალკარინოლის ზემოქმედების მექანიზმი და რა დოზებია საჭირო წარმატებული მკურნალობისთვის, სასოწარკვეთილმა ამერიკელმა ენ კემერონმა, რომელსაც მსხვილი ნაწლავის კიბო ჰქონდა მეტასტაზებით ფილტვებში, სტაფილოთი თვითმკურნალობა სცადა. ის დღეში დაახლოებით ხუთ ჭიქა ახლად გამოწურულ სტაფილოს წვენს სვამდა. რვა თვეში მან კიბო დაამარცხა.
არაქისი, იგივე მიწის თხილი - სასარგებლო და მავნე თვისებები>>

და, მაინც, ექიმები ამტკიცებენ, რომ კიბოს მხოლოდ სტაფილოთი განკურნება უბრალოდ შეუძლებელია. მათი თქმით, კემერონის შემთხვევაში, პირველ რიგში, მას ოპერაცია ჩაუტარდა მანამ, სანამ სტაფილოს წვენის სმას დაიწყებდა. მეორეც, ფილტვებში მეტასტაზები ბიოფსიით არ დადასტურდა.
მიუხედავად ამისა, მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სტაფილომ პაციენტის მდგომარეობაზე ძალიან კარგი გავლენა მოახდინა, რადგან მან ოპერაციის შემდგომ ქიმიოთერაპიაზე უარი თქვა, ის „სტაფილოს დიეტით“ ჩაანაცვლა და შეძლო კიბოს დამარცხება.
მითები სტაფილოს შესახებ
დიდი სტაფილო თვალს ახარებს, მაგრამ ის არც ისე სასარგებლოა, როგორც ბევრი ფიქრობს, რადგან მეტი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს.
ოსპი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2023
ოსპი და მისი სასარგებლო თვისებები
კიდევ ერთი მითია, თითქოს სტაფილო ყველასთვის სასარგებლოა. ეს ასე არაა. უჯრედისის მაღალი დონის გამო მას ზიანის მიყენება შეუძლია მათთვის, ვისაც დიარეა აქვს. ასევე სტაფილოს მიღებას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ვინც სისხლში შაქარს აკონტროლებს, ეს უნდა ახსოვდეს და სტაფილო დიდი რაოდენობით არ უნდა მიიღოს.

ნედლი სტაფილოს მიღება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აქვს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მსხვილი ნაწლავის ანთება და ენტეროკოლიტი.

სტაფილოს წვენს ზოგი ზღვის სეზონზე იყენებს. ზოგიერთი მას ზეთში ურევს და კანში იზელს რუჯის გასაუმჯობესებლად, ზოგი კი სვამს სახის რუჯის მისაღებად. აქ მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ.
დეკა: ხელს უწყობს წონაში კლებას, აძლიერებს იმუნიტეტს>>
სტაფილოს წვენის მიღებისას ზომიერების დაცვაა საჭირო. დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, მოდუნება, თავის ტკივილი, პირღებინება, სხეულის ტემპერატურის ცვლილება სხვა არასასურველი რეაქციები.

ამას გარდა, А ვიტამინის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცელში, მენსტრუაციის დაყოვნება, კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობის მოშლა, ნახეთქები პირის კუთხეებში, თმის ცვენა.
ამასთან, კაროტინი შეუთავსებელია ალკოჰოლთან. ამ ტანდემს შეუძლია ღვიძლის ანთება გამოიწვიოს. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მდიდარი და ძალზე სასარგებლო პროდუქტი შესაძლოა საწამლავი გახდეს.
ყველა ახალი ამბავი
0