https://sputnik-georgia.com/20231022/lasa-jvania-saqartvelos-saelco-israelsi-cvens-moqalaqeebtan-mudmiv-kavsirzea-283531848.html
ლაშა ჟვანია: საქართველოს საელჩო ისრაელში ჩვენს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა
ლაშა ჟვანია: საქართველოს საელჩო ისრაელში ჩვენს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა
Sputnik საქართველო
ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 ათასზე მეტი ადამიანი გაემგზავრა ისრაელიდან საქართველოში - ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით. 22.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-22T13:55+0400
2023-10-22T13:55+0400
2023-10-26T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
ქართული დიასპორა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23463/83/234638362_0:134:3366:2027_1920x0_80_0_0_0b4386153ac44c7a885f6ddfac36d784.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა ქვეყანაში მყოფ თანამემამულეებთან, განაცხადა საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ.7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.მისი თქმით, ისრაელში მდგომარეობა კვლავ ისეთი დაძაბულია, როგორც 10 დღის წინ იყო.ჟვანიას თქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ის მცხოვრებლები, რომლებიც აშკელონში ცხოვრობენ და არ აქვთ თავშესაფარი, ევაკუირებული უნდა იყვნენ.„ღაზის სექტორის გარშემო შვიდკილომეტრიანი ზოლი მთლიანად ევაკუირებულია და ჩვენ ამ შვიდკილომეტრიან ზოლში საქართველოს მოქალაქეები დღეისათვის არ გვყავს“, – განაცხადა ჟვანიამ.დიპლომატის თქმით, საელჩოს აქვს ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Georgian Airways პირდაპირი რეისების განხორციელებას წყვეტს.ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 ათასზე მეტი ადამიანი გაემგზავრა ისრაელიდან საქართველოში - ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით.ჟვანიას თქმით, თუ ვინმე ცხელ ხაზზე ვერ ახერხებს დაკავშირებას საელჩოსთან, მათ სოციალური ქსელით უკავშირდებიან. მაგალითად, საელჩოს თანამშრომლები ახალგაზრდა დედას სამი შვილით ბილეთების შეძენაში დაეხმარნენ და ის დღეს საქართველოში მოემგზავრება.ისრაელში მუსიკალურ ფესტივალზე დაკარგული ქართველი ებრაელი გოგონა მოკლული იპოვეს >>„ჰამასის“ დარტყმების საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები" დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის" თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 4,1 ათასი. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ("ჰამასის" მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 4.300-ს ადამიანს აღემატება. დაშავებულია 13 ათასამდე ადამიანი ღაზაში და 1,2 ათასამდე – იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.სხვადასხვა მონაცემებით, „ჰამასს“ ტყვეობაში შესაძლოა 150-მდე ისრაელელი ჰყავდეს. თავად მოძრაობა აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 200-250 ტყვე ჰყავთ.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23463/83/234638362_281:0:3012:2048_1920x0_80_0_0_6ec67e7718bf0325b02450f4f6323c38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , ქართული დიასპორა
ახალი ამბები, საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , ქართული დიასპორა
ლაშა ჟვანია: საქართველოს საელჩო ისრაელში ჩვენს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა
13:55 22.10.2023 (განახლებულია: 22:42 26.10.2023) ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 ათასზე მეტი ადამიანი გაემგზავრა ისრაელიდან საქართველოში - ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით.
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა ქვეყანაში მყოფ თანამემამულეებთან, განაცხადა საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
„ჩვენ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც რეგისტრირებული არიან საელჩოში და ტელეფონის ნომრები გვაქვს. გუშინ ყველასთან განხორციელდა ზარი და პრაქტიკულად, ყველა მათგანი ჩვენი კონტროლის ქვეშაა... აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ჟვანიამ.
მისი თქმით, ისრაელში მდგომარეობა კვლავ ისეთი დაძაბულია, როგორც 10 დღის წინ იყო.
ჟვანიას თქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ის მცხოვრებლები, რომლებიც აშკელონში ცხოვრობენ და არ აქვთ თავშესაფარი, ევაკუირებული უნდა იყვნენ.
„ღაზის სექტორის გარშემო შვიდკილომეტრიანი ზოლი მთლიანად ევაკუირებულია და ჩვენ ამ შვიდკილომეტრიან ზოლში საქართველოს მოქალაქეები დღეისათვის არ გვყავს“, – განაცხადა ჟვანიამ.
დიპლომატის თქმით, საელჩოს აქვს ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Georgian Airways პირდაპირი რეისების განხორციელებას წყვეტს.
„როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას რეისები გადააქვს ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე, დამატებით რეისებს ახორციელებს. რეისებს ყოველდღიურად ახორციელებენ კომპანიები El Al Israel Airlines, Arkia და Israir. ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს აქვთ ეს ალტერნატივები“, - განაცხადა ჟვანიამ.
ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 ათასზე მეტი ადამიანი გაემგზავრა ისრაელიდან საქართველოში - ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით.
ჟვანიას თქმით, თუ ვინმე ცხელ ხაზზე ვერ ახერხებს დაკავშირებას საელჩოსთან, მათ სოციალური ქსელით უკავშირდებიან. მაგალითად, საელჩოს თანამშრომლები ახალგაზრდა დედას სამი შვილით ბილეთების შეძენაში დაეხმარნენ და ის დღეს საქართველოში მოემგზავრება.
„ჰამასის“ დარტყმების საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები" დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის" თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 4,1 ათასი. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ("ჰამასის" მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 4.300-ს ადამიანს აღემატება. დაშავებულია 13 ათასამდე ადამიანი ღაზაში და 1,2 ათასამდე – იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
სხვადასხვა მონაცემებით, „ჰამასს“ ტყვეობაში შესაძლოა 150-მდე ისრაელელი ჰყავდეს. თავად მოძრაობა აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 200-250 ტყვე ჰყავთ.