ისრაელში მუსიკალურ ფესტივალზე დაკარგული ქართველი ებრაელი გოგონა მოკლული იპოვეს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2023
გამოწერა
ოჯახი თამარ გოლდბერგს 7 ოქტომბრის შემდეგ ეძებდა.
თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ისრაელში, მუსიკალურ ფესტივალზე დაკარგული ქართველი ებრაელი თამარ (თამი) გოლდბერგი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას გოლდბერგის და, მარი ლობატონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თამარ გოლდბერგს 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეძებდნენ. ის სწორედ იმ მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდა, რომელსაც 7 ოქტომბერს თავს დაესხა დაჯგუფება „ჰამასი“. ფესტივალის ტერიტორიაზე თავდასხმის შემდეგ 260 ცხედარი იპოვეს.
„14 დღის შემდეგ, დღეს გვითხრეს, რომ თამი ხოცვა-ჟლეტის დროს ცივსისხლიანად მოკლეს. ჩვენ ვერ ვნახავთ მის მთლიან სხეულს. ბოდიში, რომ მოგიწია ჯოჯოხეთის გავლა“, - წერს გარდაცვლილის და.
7 ოქტომბრიდან სულ მცირე სამი ქართველი ებრაელის გარდაცვალება დადასტურდა.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები" დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის" თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 4,1 ათასი. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ("ჰამასის" მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 4.300-ს ადამიანს აღემატება. დაშავებულია 13 ათასამდე ადამიანი ღაზაში და 1,2 ათასამდე – იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
სხვადასხვა მონაცემებით, „ჰამასს“ ტყვეობაში შესაძლოა 150-მდე ისრაელელი ჰყავდეს. თავად მოძრაობა აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 200-250 ტყვე ჰყავთ.
ყველა ახალი ამბავი
0