https://sputnik-georgia.com/20231020/saqartvelom-turqettan-jandacvis-sferosi-tanamsromlobis-memorandumi-gaaforma-283507405.html
საქართველომ თურქეთთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველომ თურქეთთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა... 20.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-20T22:19+0400
2023-10-20T22:19+0400
2023-10-20T22:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283507215_0:166:1600:1066_1920x0_80_0_0_b4e8fa511de11ac12793e13ae87b8547.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა — ზურაბ აზარაშვილმა და ფაჰრეთთინ ქოჯამ მოაწერეს თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე.როგორც პრეს-სამსახური განმარტავს, აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას ჰოსპიტლების მენეჯმენტის სისტემების შემუშავება-დანერგვაში, ჯანდაცვის ხარისხისა და აკრედიტაციის მექანიზმების დანერგვა-კონტროლში. გარდა ამისა, მემორანდუმი სამედიცინო ინდუსტრიის სფეროში სტრატეგიულ თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283507215_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_98fdce6c05dacd31537b55b1f3df0655.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , თურქეთი
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , თურქეთი
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა — ზურაბ აზარაშვილმა და ფაჰრეთთინ ქოჯამ მოაწერეს თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე.
„დოკუმენტის მიხედვით, საქართველო და თურქეთი აქტიურად ითანამშრომლებენ პირველადი ჯანდაცვის, საოჯახო მედიცინის სისტემის განვითარების, გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით; ასევე დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების, გლობალური ჯანდაცვის საფრთხეების მიმართულებით“, — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პრეს-სამსახური განმარტავს, აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას ჰოსპიტლების მენეჯმენტის სისტემების შემუშავება-დანერგვაში, ჯანდაცვის ხარისხისა და აკრედიტაციის მექანიზმების დანერგვა-კონტროლში.
გარდა ამისა, მემორანდუმი სამედიცინო ინდუსტრიის სფეროში სტრატეგიულ თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.