„სიურპრიზებით სავსე ქვეყანა“: გერმანელი ტუროპერატორები საქართველოს შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2023
გამოწერა
გერმანელმა ტუროპერატორებმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ შთაბეჭდილებები ცნობილ ტურისტულ პლატფორმაზე გამოაქვეყნეს.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი ტურისტული პლატფორმა Willy Scharnow Foundation for Tourism საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„საქართველო – სიურპრიზებით სავსე ქვეყანა“ – ასე ეწოდება სტატიას საქართველოზე, რომელიც ტუროპერატორებმა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ გამოაქვეყნეს.
სტატიაში ტუროპერატორი რამონა კრაუსი ამბობს, რომ ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და 2014 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

„ქართული ღვინის მომზადება კვერცხის ფორმის თიხის ჭურჭელში 8 ათასი წლის წინ დაიწყეს, მას ქვევრი ჰქვია და სწორი შენახვის მიზნით მიწაშია მოთავსებული. ქართველები ამაყობენ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული სამზარეულო კი მოულოდნელად ძალიან მრავალფეროვანი და გემრიელი აღმოჩნდა“, – წერს რამონა კრაუსი.

სტატიის ავტორი აქვე დეტალურად აღწერს ქართულ კერძებსა და სუფრის ტრადიციებს.
გარდა ამისა, სტატიაში აღწერილია ექსტრემალური ტურისტული სახეობა – ჯომარდობა ბორჯომის ხეობაში, და თბილისი ძველი უბნებითა და თანამედროვე არქიტექტურით. სტატიაში საუბარია უფლისციხეზეც.
გერმანიის ქალაქებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან>>
„უფლისციხე აბრეშუმის ძველ გზაზე მდებარე კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელიც ქრისტეს შობამდე პირველ ათასწლეულში ჩამოყალიბდა და დღემდე აოცებს მნახველებს მრავალფეროვანი ქვაბულებით, მორთული ჭერითა და მიწისქვეშა გზებით, აქვეა კლდეზე აღმართული ბაზილიკა“, – წერს რამონა კრაუსი.
გერმანელმა ტუროპერატორებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გაცნობითი ტურის ფარგლებში იმოგზაურეს.
ყველა ახალი ამბავი
0