გერმანიის ქალაქებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თითოეულ პრეზენტაციას საშუალოდ 70 ტუროპერატორი და მასმედიის წარმომადგენელი ესწრება.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ხუთ ქალაქში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს გერმანიიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
ფრანკფურტში, დიუსელდორფში, ჰამბურგში, მიუნხენსა და ბერლინში პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს მარკეტინგულ და PR სააგენტო KPRN Network GmbH-თან თანამშრომლობით ტარდება.
ღონისძიებები უკვე გაიმართა ფრანკფურტსა და დიუსელდორფში, რომელსაც გერმანიის უმსხვილესი ტურისტული კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს შესახებ ვიდეოებმა EarthPix-ის 50 მილიონზე მეტი ხელმომწერის ყურადღება მიიპყრო>>
პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო, სამთო და გამაჯანსაღებელ კურორტებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ.
ღონისძიებებზე ნაჩვენები იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეორგოლი „სტუმარი", აღნიშნავენ უწყებაში.
მათი ცნობით, თითოეულ პრეზენტაციას საშუალოდ 70 ტუროპერატორი და მასმედიის წარმომადგენელი ესწრება.

„ღონისძიებების ფარგლებში გერმანულ ტურისტულ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრები ტარდება სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. ტუროპერატორები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალითა და კურორტებით", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გერმანიის ქალაქებში მიმდინარე პრეზენტაციებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კურორტების განვითარების სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და გერმანიაში საქართველოს საელჩოა წარმოდგენილი. ფრანკფურტში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს საკონსულო.
მომდევნო პრეზენტაციები ჰამბურგში, მიუნხენსა და ბერლინში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0