https://sputnik-georgia.com/20231019/gomelaurma-uaryo-informacia-gadadgomis-sesaxeb-283434980.html
„ტყუილია" - ვახტანგ გომელაურმა უარყო ინფორმაცია თანამდებობის დატოვების შესახებ
„ტყუილია" - ვახტანგ გომელაურმა უარყო ინფორმაცია თანამდებობის დატოვების შესახებ
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ტყუილი უწოდა. 19.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-19T12:37+0400
2023-10-19T12:37+0400
2023-10-19T16:43+0400
ვახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546080_0:51:2048:1203_1920x0_80_0_0_d6720ea06efe2eb2ba53a4c81bf5dcd6.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უარყო ხმები, რომლის თანახმად მან შეიძლება დაკავებული თანამდებობა დატოვოს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გომელაურმა გადადგომის შესახებ ჭორი უარყო. მინისტრის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მასმედიაში აქტიურად ალაპარაკდნენ შოვის ტრაგედიის შემდეგ, რასაც 32 ადამიანი შეეწირა. გომელაურს ბრალად დასდეს ის, რომ თურქეთიდან საქართველოში დროულად არ დაბრუნდა, როდესაც ტრაგედიის შესახებ შეიტყო. მის გადადგომაზე ლაპარაკობდნენ 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგაც, როდესაც ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს, რის შედეგადაც 52 ადამიანი დაშავდა. მინისტრის თქმით, მან ამერიკელ დიპლომატს ახალი დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2019 წლიდან უკავია. მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო (2015 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 8 სექტემბრამდე). აშშ-ის ახალი ელჩი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რობინ დანიგანის კანდიდატურა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2023 წლის 14 იანვარს წამოაყენა. აშშ-ის სენატმა დანიგენი, როგორც საქართველოში ახალი ელჩი, 2023 წლის ივლისის ბოლოს დაამტკიცა. კარიერული დიპლომატი რობინ დანიგენი დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. დანიგენი ასევე მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში. აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში მუშაობას შეუდგა>>იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიის, ვიეტნამის, ჩილეს, თურქეთის, კუბისა და სალვადორის საელჩოებში. რობინ დანიგენი საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს, რომელიც ამერიკის დიპლომატიურ მისიას 2019 წლის ბოლოს ჩაუდგა სათავეში. კელი დეგნანი საქართველოში ელჩად დანიშვნამდე იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი. მანამდე კი ხელმძღვანელობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კოსოვოსა და იტალიაში.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546080_0:0:1828:1371_1920x0_80_0_0_e952297c9c77527e5ed7eb1666430bb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვახტანგ გომელაური , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აშშ
ვახტანგ გომელაური , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, აშშ
„ტყუილია" - ვახტანგ გომელაურმა უარყო ინფორმაცია თანამდებობის დატოვების შესახებ
12:37 19.10.2023 (განახლებულია: 16:43 19.10.2023) შინაგან საქმეთა მინისტრმა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უარყო ხმები, რომლის თანახმად მან შეიძლება დაკავებული თანამდებობა დატოვოს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გომელაურმა გადადგომის შესახებ ჭორი უარყო. მინისტრის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მასმედიაში აქტიურად ალაპარაკდნენ შოვის ტრაგედიის შემდეგ, რასაც 32 ადამიანი შეეწირა. გომელაურს ბრალად დასდეს ის, რომ თურქეთიდან საქართველოში დროულად არ დაბრუნდა, როდესაც ტრაგედიის შესახებ შეიტყო. მის გადადგომაზე ლაპარაკობდნენ 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგაც, როდესაც ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს, რის შედეგადაც 52 ადამიანი დაშავდა.
„ჯერჯერობით არაფერი არ არის და საიდან იგონებთ ამ ტყუილებს?!" – განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს აშშ-ის ახალ ელჩთან რობინ დანიგენთან შეხვედრის შემდეგ.
მინისტრის თქმით, მან ამერიკელ დიპლომატს ახალი დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.
ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2019 წლიდან უკავია. მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო (2015 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 8 სექტემბრამდე).
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რობინ დანიგანის კანდიდატურა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2023 წლის 14 იანვარს წამოაყენა. აშშ-ის სენატმა დანიგენი, როგორც საქართველოში ახალი ელჩი, 2023 წლის ივლისის ბოლოს დაამტკიცა.
კარიერული დიპლომატი რობინ დანიგენი დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
დანიგენი ასევე მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიის, ვიეტნამის, ჩილეს, თურქეთის, კუბისა და სალვადორის საელჩოებში.
რობინ დანიგენი საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს, რომელიც ამერიკის დიპლომატიურ მისიას 2019 წლის ბოლოს ჩაუდგა სათავეში.
კელი დეგნანი საქართველოში ელჩად დანიშვნამდე იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი. მანამდე კი ხელმძღვანელობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კოსოვოსა და იტალიაში.