აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში მუშაობას შეუდგა

© press-service of the President of Georgiaაშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგენმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგენმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2023
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე ახალ ელჩთან ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის ახალმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგენმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა, ხოლო რწმუნებათა სიგელების ასლები – საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველო მზადაა ითანამშრომლოს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან სხვადასხვა მიმართულებით.

„მივიღეთ რწმუნებათა სიგელების ასლები, რაც აუცილებელი პროცედურული ნაწილია, რათა ელჩმა დაიწყოს აქტიური დიპლომატიური საქმიანობა ქვეყანაში. ვისაუბრეთ, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტია. გამოვხატეთ მზადყოფნა, მასთან ერთად აქტიურად ვიმუშაოთ, რათა კიდევ უფრო დავაახლოვოთ ორმხრივი ურთიერთობები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უფრო აქტუალური გავხადოთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ელჩთან შეხვედრისას ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
აშშ-ის ახალი ელჩის დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძეც, რომელმაც უარყო ხმები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობების შესახებ.
„არ მიგვაჩნია, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებში რაიმე დაძაბულობაა. პირიქით, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს მისიას, რომ ეს ურთიერთობები განვამტკიცოთ და განვაგრძოთ ჩვენი თანამშრომლობა, მეგობრობა ამერიკელ ხალხთან და ამერიკის ხელისუფლებასთან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რობინ დანიგანის კანდიდატურა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2023 წლის 14 იანვარს წამოაყენა. აშშ-ის სენატმა დანიგანი, როგორც საქართველოში ახალი ელჩი, 2023 წლის ივლისის ბოლოს დაამტკიცა.
კარიერული დიპლომატი რობინ დანიგანი დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
დანიგანი ასევე მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.
რა იმედებს ამყარებს „ქართული ოცნება“ აშშ-ის ახალ ელჩთან დაკავშირებით>>
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიის, ვიეტნამის, ჩილეს, თურქეთის, კუბისა და სალვადორის საელჩოებში.
რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს, რომელიც ამერიკის დიპლომატიურ მისიას 2019 წლის ბოლოს ჩაუდგა სათავეში.
კელი დეგნანი საქართველოში ელჩად დანიშვნამდე იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი. მანამდე კი ხელმძღვანელობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კოსოვოსა და იტალიაში.
სკანდალები საქართველოში
კელი დეგნანის დიპლომატიური საქმიანობა საქართველოში არაერთ სკანდალს უკავშირდება. მათი უმრავლესობის წარმოშობა ასოცირდება ახალ საზოგადოებრივ მოძრაობა "ხალხის ძალასთან", რომელიც 2022 წლის აგვისტოში შეიქმნა.
ახალი მოძრაობა დაკომპლექტდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი დეპუტატებით. მოძრაობის დამფუძნებლები არიან სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
სიხარული ნაადრევია: აშშ-ის ახალი ელჩი „გლობალური ომის პარტიიდანაა“ - „ხალხის ძალა“>>
„ხალხის ძალამ" საქმიანობა აშშ-ის ელჩის მისამართით კრიტიკული წერილებითა და განცხადებებით დაიწყო. პირველი გახმაურებული ბრალდება ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში მოძრაობის ოფიციალურად შექმნამდე იქნა წაყენებული – საუბარი იყო ზეწოლაზე „ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე კელი დეგნანის მხრიდან.
„ხალხის ძალის" ლიდერების თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ელჩი ივანიშვილს შეხვდა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა.
დეგნანმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ივანიშვილს დიდი ხანია არ შეხვედრია.
საპასუხოდ ივანიშვილმა ხანგრძლივი დუმილი დაარღვია. მან დაადასტურა, რომ უკრაინაში მოვლენების დაწყების შემდეგ აშშ-ის ელჩს შეხვდა და რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ.
ამის შემდეგ დეგნანის მისამართით ახალი ბრალდებები გახმოვანდა – ამჯერად მოსამართლე ლაშა ჩხარტიშვილზე ზეწოლის შესახებ, რომელმაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკი გვარამია გაასამართლა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტა, რატომ არ მივიდა აშშ-ის საელჩოში მიღებაზე>>
დეგნანთან დაკავშირებული ბოლო სკანდალი ეხება მის ინტერვიუს უცხოურ მედიასაშუალებასთან, სადაც ელჩი საქართველოში დანერგილი ელექტრონული საარჩევნო სისტემის საკითხს შეეხო.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში პრაქტიკამ აჩვენა, რომ სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი „სუფთა და სამართლიანი" იქნება; სისტემით მანიპულირება ასევე შესაძლებელია, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.
დეგნანის განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გააკრიტიკა და დიპლომატს მავნებელი უწოდა. ზარქუას თქმით, დეგნანი ვერ შედგა როგორც ელჩი, ხოლო თანამდებობაზე ყოფნისას არ გაითვალისწინა, რომ არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0