https://sputnik-georgia.com/20230630/----------279137865.html
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტა, რატომ არ მივიდა აშშ-ის საელჩოში მიღებაზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტა, რატომ არ მივიდა აშშ-ის საელჩოში მიღებაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერმა აშშ-ის საელჩოში მიღებაზე წასვლაზე უარი განაცხადა იმ სამი დეპუტატის სოლიდარობის... 30.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-30T19:00+0400
2023-06-30T19:00+0400
2023-06-30T22:26+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22863/51/228635186_38:0:1000:541_1920x0_80_0_0_f93ced29ab157a73e5a6a8baab6989a1.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერმა აშშ-ის საელჩოში მიღებაზე წასვლაზე უარი განაცხადა იმ სამი დეპუტატის სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც ჯერ მიიწვიეს ღონისძიებაზე, შემდეგ კი უთხრეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ არ მივიდოდნენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.საქართველოში აშშ-ის საელჩოში 29 ივნისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე, სადაც მიწვეული იყვნენ ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სიტყვით გამოვიდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.პოლიტიკოსმა აღნიშნული დეპუტატების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ დროს აუცილებელი იყო სოლიდარობის გამოხატვა.მმართველი პარტიის ლიდერები პატივს სცემენ აშშ-ის საელჩოს, მაგრამ როცა კონკრეტული პირების გამო ხდება უხეში შეცდომების დაშვება, ამაზე რეაგირება აუცილებელია, აღნიშნა კობახიძემ.მისი თქმით, დეპუტატები ღონისძიებას ესწრებოდნენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერი ღონისძიებაზე აღარ წავიდა.გარდა ამისა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან პოლემიკაში შესვლას და მის მიერ გაკეთებული განცხადების ახსნას იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი ელჩი უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს ძალადობას ახალისებდა.ელჩ დეგნანის თქმით, კობახიძემ, ძალადობის წახალისების შესახებ ბრალდებისას უნდა თქვას, თუ ვინ ჰყავს მხედველობაში.საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის უფლებამოსილების ვადა წელს იწურება. მას რობინ დანიგანი შეცვლის. დეგნანი ამერიკულ დიპლომატიურ მისიას 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა.„ქართულ ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ აშშ-ის ახალი ელჩი პოლარიზაციას არ დააფინანსებს>>>მარტის დასაწყისში თბილისის ცენტრში შეკრებილმა მომიტინგეებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე, რომლის წინააღმდეგაც გამოვიდა ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ზოგიერთი დასავლური პარტნიორი ქვეყნის ლიდერი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, ემოქმედათ კანონის ფარგლებში, მაგრამ როცა პროტესტმა აგრესიული სახე მიიღო, გამოიყენეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მინები ჩაამსხვრიეს, დაწვეს მანქანები, სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.ვითარების განმუხტვა მოხერხდა მხოლოდ 9 მარტს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოფიციალურად უარი თქვა უცხოური აგენტების შესახებ რაიმე კანონის მიღებაზე.უკვე 10 მარტს პარლამენტმა დაჩქარებული წესით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ხოლო კანონპროექტის მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც პლენარულ სხდომაზე არც განხილულა, ინიციატორებმა უკან გაიწვიეს.ორივე ვარიანტი იყო ინიცირებული „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომლებმაც ცალკე შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არ დატოვეს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22863/51/228635186_279:0:1000:541_1920x0_80_0_0_1fb75f7c24b847b818b10177a759f2d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერმა აშშ-ის საელჩოში მიღებაზე წასვლაზე უარი განაცხადა იმ სამი დეპუტატის სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც ჯერ მიიწვიეს ღონისძიებაზე, შემდეგ კი უთხრეს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ არ მივიდოდნენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის საელჩოში 29 ივნისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე, სადაც მიწვეული იყვნენ ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სიტყვით გამოვიდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„საპარლამენტო უმრავლესობიდან ისინი, ვინც მაღალი თანამდებობის პირები არიან, არცერთი არ წავიდა, ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი – ჩვენ მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ დეპუტატების მიმართ, რომელთაც ჯერ გამოუგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა არ მისულიყვნენ... რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა", – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსმა აღნიშნული დეპუტატების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ დროს აუცილებელი იყო სოლიდარობის გამოხატვა.
მმართველი პარტიის ლიდერები პატივს სცემენ აშშ-ის საელჩოს, მაგრამ როცა კონკრეტული პირების გამო ხდება უხეში შეცდომების დაშვება, ამაზე რეაგირება აუცილებელია, აღნიშნა კობახიძემ.
„მომავალ წელს, როდესაც გაიმართება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა მიწვეული დეპუტატი, რა თქმა უნდა, აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს იყო ასეთი უხეში შეცდომა დაშვებული, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა რეაქცია", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დეპუტატები ღონისძიებას ესწრებოდნენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერი ღონისძიებაზე აღარ წავიდა.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან პოლემიკაში შესვლას და მის მიერ გაკეთებული განცხადების ახსნას იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი ელჩი უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს ძალადობას ახალისებდა.
„ეს ადამიანი პენსიაზე გადის და მე არ მსურს მასთან პოლემიკაში შესვლა", – განაცხადა კობახიძემ.
ელჩ დეგნანის თქმით, კობახიძემ, ძალადობის წახალისების შესახებ ბრალდებისას უნდა თქვას, თუ ვინ ჰყავს მხედველობაში.
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის უფლებამოსილების ვადა წელს იწურება. მას რობინ დანიგანი შეცვლის. დეგნანი ამერიკულ დიპლომატიურ მისიას 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა.
მარტის დასაწყისში თბილისის ცენტრში შეკრებილმა მომიტინგეებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე, რომლის წინააღმდეგაც გამოვიდა ევროკავშირი, ევროპის საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ზოგიერთი დასავლური პარტნიორი ქვეყნის ლიდერი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ გააფრთხილა აქციის მონაწილეები, ემოქმედათ კანონის ფარგლებში, მაგრამ როცა პროტესტმა აგრესიული სახე მიიღო, გამოიყენეს სპეცრაზმი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მინები ჩაამსხვრიეს, დაწვეს მანქანები, სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს.
ვითარების განმუხტვა მოხერხდა მხოლოდ 9 მარტს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოფიციალურად უარი თქვა უცხოური აგენტების შესახებ რაიმე კანონის მიღებაზე.
უკვე 10 მარტს პარლამენტმა დაჩქარებული წესით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ხოლო კანონპროექტის მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც პლენარულ სხდომაზე არც განხილულა, ინიციატორებმა უკან გაიწვიეს.
ორივე ვარიანტი იყო ინიცირებული „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომლებმაც ცალკე შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა არ დატოვეს.