ეროვნულმა ბანკმა დაკრედიტების პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო - სიახლეები

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
გამოწერა
ეროვნული ბანკი დაკრედიტების პოლიტიკის გრძელვადიან გეგმაზე აქტიურად მუშაობს.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო კრედიტებთან და უცხოურ ვალუტაში კრედიტებთან მიმართებით საკრედიტო პოლიტიკის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
ამჯერად ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა, ბოლო ტენდენციებიდან გამომდინარე, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი უცვლელად დატოვა.
კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი არის დამატებითი მოთხოვნა ბანკების კაპიტალის მიმართ, რომელიც მინიმალურ მოთხოვნებს ემატება.
2018 წლიდან კონტრციკლური ბუფერი ნულის ტოლი იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა. 2023 წლის მარტიდან კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთი 1%-ზე დაწესდა.
„კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ სესხების მშპ-თან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს 2024 წელს დაუახლოვდება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის არსებულ დონესთან შედარებით ცვლილების საჭიროება არ იკვეთება", – ნათქვამია განცხადებაში.
მთავარი სიახლეები კრედიტებთან დაკავშირებით
პირველი და მთავარი სიახლე კრედიტებთან დაკავშირებით არის სამომხმარებლო კრედიტების ვადების გაზრდა 2022 წელს პიკის შემდეგ დაკრედიტების შემცირების ტენდენციის გამო.
თურნავა: სამომხმარებლო სესხის ვადის გაზრდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს>>
2023 წლის 1 ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 2022 წლის დონეს დაუბრუნდება და სამიდან ისევ ოთხ წლამდე გაიზრდება.

„ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა", – ნათქვამია განცხადებაში.

მეორე სიახლე კი დაკრედიტების წესებში 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება – გაუქმდება ლარში კრედიტების გაცემის ლიმიტი. თუმცა, ამასთან, ეროვნული ბანკი იყენებს ჰეჯირების პრინციპს 300 ათას ლარზე მეტი კრედიტის შემთხვევაში.
ჰეჯირება (Hedging) გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შესამცირებლად, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა.
ამავდროულად მარეგულირებელმა გაზარდა ჰეჯირების გარეშე კრედიტის გაცემის ლიმიტი 200 ათასი ლარიდან 300 ათას ლარამდე მათთვის, ვინც შემოსავალს ლარში იღებს.
იმ პირებს, ვინც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებს, კრედიტის უცხოურ ვალუტაში მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
საქართველოში სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა გაიზარდა>>
ამასთან, ფინანსური პოლიტიკის კომიტეტმა ძალაში დატოვა განაკვეთები კრედიტებზე ლარსა და დოლარში.
ეროვნული ბანკის გეგმები
დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესარბილებლად ეროვნული ბანკი საბანკო სექტორთან თანამშრომლობით გრძელვადიან გეგმაზე აქტიურად მუშაობს.
შემდგომი ცვლილებების განხორციელებისას კვლავაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საკრედიტო აქტივობაზე შესაძლო გავლენა და მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.
ყველა ახალი ამბავი
0