დიდი ბრიტანეთის ინტერესი ქართული ღვინისადმი იზრდება

© National Wine Agency of Georgiaქართული ღვინის ფესტივალი დიდ ბრიტანეთში
ქართული ღვინის ფესტივალი დიდ ბრიტანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
გამოწერა
დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ოცმა ღვინის კომპანიამ საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფესტივალზე თავისი პროდუქცია წარადგინა, იუწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ქართული ღვინის ფესტივალი დევონის საგრაფოს დარტინგტონის სასახლეში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების ფარგლებში წარდგენილი იყო ქართული ღვინის კომპანიების 100 სხვადასხვა სახეობის ღვინო.
ქართული ღვინის წარდგენას, რომელსაც ღვინის მაგისტრები სარა ებოტი (Sarah Abbott) და ჯასტინ ჰოვარდ სნიდი (Justin Howard Sneyd) უძღვებოდნენ, ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ.
ფესტივალის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო.
ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ორგანიზებით გაიმართა.
საქართველო სამხრეთ კორეაში ღვინის ფესტივალის საპატიო სტუმარი გახდა>>
ფესტივალის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე და პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც მნიშვნელოვანია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოსაძებნად და ექსპორტის გაზრდისთვის.
დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით ამ ქვეყანაში აქტიურად ტარდება სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ღვინოს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში მეხუთე პოზიცია უკავია და მასზე მთელი ექსპორტის 4,5% მოდის.
„მეღვინეობის აკვანი" - გერმანულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს სტატია მიუძღვნა>>
მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია. 2012 წელს კი ეს თანხა 1,5 მლნ ლარს შეადგენდა.
სწორედ 14 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს ქვეყანა საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
იაპონიაში ქართული ღვინო დააგემოვნეს>>
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0