იაპონიაში ქართული ღვინო დააგემოვნეს

© photo: Sputnik / Stringerღვინის გამოფენა
ღვინის გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2023
გამოწერა
ქართული ღვინის წარდგენის მიზანი მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ღვინის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა იყო.
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ღონისძიებას 80-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის დირექტორი, ღვინის ცნობილი მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა. პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების მრავალფეროვნებას, ასევე ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილებას მოიცავდა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ქართველი მორაგბეებიც იზრუნებენ>>>
ქართული ღვინის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც ქვევრის, ისე ევროპული სტილით დაყენებული ექვსი დასახელების ქართული ღვინის გემო გაესინჯათ.
ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია Red Bridge-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის საქმიანობა იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს.
იაპონია მრავალი წელია საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, სადაც პრემიუმ-ხარისხის ძვირადღირებული ღვინოები გადის.
ყველა ახალი ამბავი
0