https://sputnik-georgia.com/20230727/----------280406558.html
„მეღვინეობის აკვანი" - გერმანულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს სტატია მიუძღვნა
„მეღვინეობის აკვანი" - გერმანულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს სტატია მიუძღვნა
Sputnik საქართველო
გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 27.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-27T17:23+0400
2023-07-27T17:23+0400
2023-07-27T21:46+0400
საქართველო
გერმანია
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24643/16/246431691_0:257:2722:1788_1920x0_80_0_0_f0c84c5e24133975540eae49aed7bc66.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. სტატია სახელწოდებით „მევენახეობა-მეღვინეობის აკვანი: საუკეთესო ღვინოები საქართველოდან" პრესტიჟულ გერმანულ გამოცემა Falstaff-ში გამოქვეყნდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. სტატიის ავტორი მკითხველს მოუთხრობს როგორც ქართული ღვინის კულტურის 8-ათასწლიან ისტორიაზე, ისე გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების სტაბილურ ზრდაზე, ქვევრის ღვინოებზე და მაღალი ხარისხის ღვინის თანამედროვე ინდუსტრიაზე. გარდა ამისა, სტატიაში მოცემულია ინფორმაცია Falstaff-თან თანამშრომლობის ფარგლებში 2023 წლის ივნისში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული ქართული ღვინოების შესახებ. კონკურსის მიზანი იყო საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და მათი პოპულარიზაცია გერმანიის ბაზარზე. ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინის 150 ნიმუშიდან საუკეთესო 70 ღვინო შეირჩა. საქართველოს ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ>>>სტატია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და გერმანული მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის მხარდაჭერით გამოქვეყნდა როგორც ონლაინ, ისე Falstaff-ის ბეჭდურ გამოცემებში. Falstaff არის გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო გამოცემა კომერციული ღვინის სექტორისთვის, რომელიც სამიზნე აუდიტორიას ბაზრის სიახლეებს და თანამედროვე მოთხოვნებს სთავაზობს. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გერმანულ კომპანია ff.k Public Relations-თან ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება. გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან გერმანიაში 522 ათას ლიტრამდე ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სამი სამიზნე ბაზარი შეირჩა>>>საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24643/16/246431691_0:2:2722:2044_1920x0_80_0_0_92a6e836b0506a1a75f21367edd297fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
„მეღვინეობის აკვანი" - გერმანულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს სტატია მიუძღვნა
17:23 27.07.2023 (განახლებულია: 21:46 27.07.2023) გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. სტატია სახელწოდებით „მევენახეობა-მეღვინეობის აკვანი: საუკეთესო ღვინოები საქართველოდან" პრესტიჟულ გერმანულ გამოცემა Falstaff-ში გამოქვეყნდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
სტატიის ავტორი მკითხველს მოუთხრობს როგორც ქართული ღვინის კულტურის 8-ათასწლიან ისტორიაზე, ისე გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების სტაბილურ ზრდაზე, ქვევრის ღვინოებზე და მაღალი ხარისხის ღვინის თანამედროვე ინდუსტრიაზე.
გარდა ამისა, სტატიაში მოცემულია ინფორმაცია Falstaff-თან თანამშრომლობის ფარგლებში 2023 წლის ივნისში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული ქართული ღვინოების შესახებ.
კონკურსის მიზანი იყო საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და მათი პოპულარიზაცია გერმანიის ბაზარზე. ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინის 150 ნიმუშიდან საუკეთესო 70 ღვინო შეირჩა.
სტატია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და გერმანული მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის მხარდაჭერით გამოქვეყნდა როგორც ონლაინ, ისე Falstaff-ის ბეჭდურ გამოცემებში.
Falstaff არის გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო გამოცემა კომერციული ღვინის სექტორისთვის, რომელიც სამიზნე აუდიტორიას ბაზრის სიახლეებს და თანამედროვე მოთხოვნებს სთავაზობს.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გერმანულ კომპანია ff.k Public Relations-თან ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება.
გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან გერმანიაში 522 ათას ლიტრამდე ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.