რატომ არ ესწრება ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას

© Parliament of Georgiaსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციის ნაწილს არ სურს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე დასწრება შიშისა და თავისი თანაპარტიელების უნდობლობის გამო, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ოპოზიციური პარტია "მოქალაქეებიდან" ალეკო ელისაშვილმა.
იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში 12:00 საათზე დაიწყო. ეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პირველი პროცედურა იქნება. იმპიჩმენტის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს – პარლამენტში შეზღუდულია ვიზიტორების შესვლა, თუმცა მასმედიის წარმომადგენლებისთვის შესვლა თავისუფალია.

„ოპოზიციის ერთი ნაწილის შიში მესმის. ვინც საკუთარ თავს და თანაპარტიელებს ვერ ენდობა, ისინი იკავებენ სხდომაზე შემოსვლისგან თავს, რომ ვინმეს ხელი არ გაექცეს და წითლის ნაცვლად მწვანეს არ დააჭიროს. ასეთი ხალხის მესმის", – განაცხადა ელისაშვილმა.

მაგალითად მან მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოიყვანა, რომელმაც განხილვაზე დასწრებაზე უარი განაცხადა. ელისაშვილის თქმით, პარტიაში ჭრელი ხალხია შეკრებილი, რომლებიც ერთმანეთს არ ენდობიან.
რაც შეეხება საკუთარ პოზიციას, ელისაშვილის თქმით, ის იმპიჩმენტს ხმას არ მისცემს, მაგრამ პარლამენტში მოვიდა.
„არანაირ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებ, იმპიჩმენტს მხარს არ ვუჭერ", – განაცხადა ელისაშვილმა.
პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კანონი: ღარიბაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე>>
მე ღილაკები არ მერევა, არც პოლიტიკურად დალტონიკი ვარ, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
იმპიჩმენტის პროცედურა
იმპიჩმენტის საბაბია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბერში საზღვარგარეთული ვიზიტების დროს.
იმპიჩმენტის ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელსაც მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალის" ხმებთან ერთად პარლამენტში 84 ხმა აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად იქნება მიჩნეული, თუ დადგენილებას მხარს პარლამენტის მინიმუმ 100 დეპუტატი დაუჭერს.
ამ დროისათვის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შესახებ ღიად მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელმა სოციალისტებმა" განაცხადა.
იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოდიან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და პოლიტიკური ჯგუფები: „ლელო საქართველოსთვის", „ევროოპტიმისტები", „საქართველოსთვის" და „რეფორმების ჯგუფი". ამ დროისათვის საკუთარი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ პოლიტიკური ჯგუფების „გირჩისა" და „თავისუფლების", ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების უმრავლესობას.
იმპიჩმენტის განხილვა პარლამენტში დიპკორპუსის წარმომადგენლების გარეშე გაიმართება>>
თავად პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცესს ესწრება. მანამდე მან ოპოზიციას მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში.
კენჭისყრის პროცედურა ფარული იქნება – დეპუტატების ვინაობა, ვინც ხმას მისცემს ზურაბიშვილის გადადგომას, კენჭისყრის შემდეგ ცნობილი არ გახდება.
კენჭისყრის პროცედურამდე დეპუტატებს წარუდგენენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პარლამენტის დადგენილების პროექტს, რის შემდეგაც პოლიტიკური ჯგუფები თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0