https://sputnik-georgia.com/20231017/prezidentma-uxesad-daarrvia-kanoni-raribasvili-sakonstitucio-sasamartlos-gadawyvetilebaze-283361387.html
პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კანონი: ღარიბაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კანონი: ღარიბაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად, დემონსტრაციულად და არაერთგზის... 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T16:07+0400
2023-10-17T16:07+0400
2023-11-01T12:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლო
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
სლოვაკეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282967807_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_434703002aa8c9cd70cd1dde6894ebb6.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად, დემონსტრაციულად და არაერთგზის დაარღვია ქვეყნის ძირითადი კანონი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში წარადგინეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში.ამასთან მთავრობის მეთაურმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამწუხარო ფაქტი უწოდა.„სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე დადასტურებულად არის კონსტიტუციის დამრღვევი. ეს, რა თქმა უნდა, მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და როგორც რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.პრემიერის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გადაიხედება. ახლა პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება.„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მოლოდინი იმისა, რომ უმრავლესობა საჭირო ხმებს მოაგროვებს, არ გვქონია, არც არავითარი დიდი ილუზიები არავის ჰქონდა. თავიდანვე ვთქვით, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის, პარლამენტის წევრები უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი“, – აღნიშნა პრემიერმა.სასამართლომ პრეზიდენტის საქმეზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო >>პრეზიდენტს და ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როდესაც პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე, კონსტიტუციაზე მაღლა დგას, აღნიშნა ღარიბაშვილმა.მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.სასამართლო კოლეგიამ ხმების უმრავლესობით უფრო არგუმენტირებულად მიიჩნია „ქართული ოცნების" დასკვნები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.სასამართლო განხილვა სამი დღე მიმდინარეობდა.
საქართველო
სლოვაკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282967807_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_40a7a86a049a09a0e7bda7433b9bde5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სლოვაკეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სლოვაკეთი
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად, დემონსტრაციულად და არაერთგზის დაარღვია ქვეყნის ძირითადი კანონი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში წარადგინეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში.
„იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი ყოველთვის უნდა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი კანონის, კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად ქალბატონმა სალომემ უხეშად, დემონსტრაციულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რაც არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების ნათქვამით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან მთავრობის მეთაურმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამწუხარო ფაქტი უწოდა.
„სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე დადასტურებულად არის კონსტიტუციის დამრღვევი. ეს, რა თქმა უნდა, მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და როგორც რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გადაიხედება. ახლა პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება.
„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მოლოდინი იმისა, რომ უმრავლესობა საჭირო ხმებს მოაგროვებს, არ გვქონია, არც არავითარი დიდი ილუზიები არავის ჰქონდა. თავიდანვე ვთქვით, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის, პარლამენტის წევრები უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრეზიდენტს და ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როდესაც პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე, კონსტიტუციაზე მაღლა დგას, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ ქალბატონი სალომე ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს შემოიტანდა. ევროპული სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ჩვენ ამის სრულიად საპირისპირო სურათი მივიღეთ, როცა ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის კონსტიტუციას არ ცნობს. ეს არის სამარცხვინო ფაქტი!“ – განაცხადა პრემიერმა.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
სასამართლო კოლეგიამ ხმების უმრავლესობით უფრო არგუმენტირებულად მიიჩნია „ქართული ოცნების" დასკვნები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.
სასამართლო განხილვა სამი დღე მიმდინარეობდა.