https://sputnik-georgia.com/20231017/saqartvelos-2024-wlis-saxelmwifo-biujeti-dasamusaveblad-mtavrobas-daubrunda-283334422.html
საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დასამუშავებლად მთავრობას დაუბრუნდა
საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დასამუშავებლად მთავრობას დაუბრუნდა
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებული ვარიანტი პარლამენტს 5 ნოემბრამდე წარედგინება. 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T10:43+0400
2023-10-17T10:43+0400
2023-10-17T16:56+0400
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000743_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_6b3cfe1d8a305d9d7476b9085782bffa.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საწყის პროექტს, ნათქვამია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში. დოკუმენტი მთავრობას შენიშვნებისა და დამატებების გასათვალისწინებლად უბრუნდება. ბიუჯეტის უკვე შევსებული ვარიანტი პარლამენტს 5 ნოემბრამდე წარედგინება, რის შემდეგაც დაიწყება მესამე ვარიანტზე მუშაობა. 2024 წლის პროგნოზები სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საპროგნოზო მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის, მათ შორის, საქართველოს შესახებ. პროექტის თანახმად, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდა 5,2%-მდე. ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს პროგნოზირებენ 85,3 მლრდ ლარის დონეზე. შედარებისათვის: ბოლო პროგნოზით ის 78,7 მლრდ ლარს შეადგენდა. ბიუჯეტის ერთობლივი დეფიციტის პროგნოზი დადგენილია 2,8%-ის დონეზე. ამასთან, მთავრობის ვალი შეადგენს 38,2%-ს მშპ-ის მიმართ. სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2024 წელს შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში გაიზრდება 1,9 მლრდ ლარით 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით და დაახლოებით 23,9 მლრდ ლარს შეადგენს. ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 2,3 მლრდ ლარით და დაახლოებით 19,9 მლრდ-ს შეადგენს. რავ შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. პროექტის მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 1,9 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 24,2 მლრდ ლარს შეადგენს. ვინ მიიღებს მეტ ფულს ყველაზე მეტ ფულს გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, მისი ბიუჯეტი იქნება 7,7 მილიარდი ლარი. ამ სახსრების ძირითადი ნაწილი მოხმარდება სოციალურ პროგრამებს, კერძოდ, პენსიების გაზრდას ასაკობრივი პენსიონერებისთვის, მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, მედდებისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებას. სახსრები ასევე მოხმარდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენლების სამუშაოთი უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტი 2024: ჯანდაცვა და სოციალური დაცვა - მთავარი პრიორიტეტი>>რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი, საწყისი პროგნოზით, 2024 წელს დაახლოებით 3,35 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,9 მლრდ მოხმარდება გზების მშენებლობას, დანარჩენი – სხვა ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების რემონტს, სკოლების მშენებლობას. პროგნოზის მიხედვით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2,3 მილიარდ ლარზე მეტი იქნება. ბიუჯეტის გაზრდა გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროსთვისაც, რომლის ბიუჯეტი იქნება 1,3 მლრდ ლარი. თანხა მოხმარდება სამხედროების ხელფასების 10%-ით ზრდას, მათთვის ბინების მშენებლობას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას. ასევე გაიზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი. ის 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. გაზრდის მიზეზი პოლიციის თანამშრომლებისთვის ხელფასების 20%-იანი ზრდაა. მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი, 2024 წლის პროგნოზით, იქნება 25 მლნ ლარი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის – 9,6 მლნ ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000743_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_50f01181f9174c774370faae83375b8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დასამუშავებლად მთავრობას დაუბრუნდა
10:43 17.10.2023 (განახლებულია: 16:56 17.10.2023) სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებული ვარიანტი პარლამენტს 5 ნოემბრამდე წარედგინება.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საწყის პროექტს, ნათქვამია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.
დოკუმენტი მთავრობას შენიშვნებისა და დამატებების გასათვალისწინებლად უბრუნდება. ბიუჯეტის უკვე შევსებული ვარიანტი პარლამენტს 5 ნოემბრამდე წარედგინება, რის შემდეგაც დაიწყება მესამე ვარიანტზე მუშაობა.
სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საპროგნოზო მონაცემებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის, მათ შორის, საქართველოს შესახებ.
2024 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი
მაჩვენებელი | პროგნოზი 2023 | პროგნოზი 2024 |
ეკონომიკური ზრდა, % | 6,5 | 5,2 |
დეფლატორი, % | 3,1 | 3,0 |
მშპ-ის მოცულობა, მლრდ ლარი | 78,8 | 85,3 |
შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი | 21,9 | 23,8 |
ბიუჯეტის დეფიციტი, % მშპ-ის მიმართ | 2,8 | 2,5 |
ბიუჯეტის ხარჯები, % მშპ-ის მიმართ | 22,6 | 22,2 |
პროექტის თანახმად, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდა 5,2%-მდე. ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს პროგნოზირებენ 85,3 მლრდ ლარის დონეზე. შედარებისათვის: ბოლო პროგნოზით ის 78,7 მლრდ ლარს შეადგენდა.
ბიუჯეტის ერთობლივი დეფიციტის პროგნოზი დადგენილია 2,8%-ის დონეზე. ამასთან, მთავრობის ვალი შეადგენს 38,2%-ს მშპ-ის მიმართ.
სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2024 წელს შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში გაიზრდება 1,9 მლრდ ლარით 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით და დაახლოებით 23,9 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, შემოსავლები გაიზრდება 2,3 მლრდ ლარით და დაახლოებით 19,9 მლრდ-ს შეადგენს.
საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)
მაჩვენებელი | 2023 | 2024 |
შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში | 21.914,2 | 23.881,7 |
საგადასახადო შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში | 16.290,4 | 18.322,9 |
გრანტები | 279,6 | 261,0 |
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები | 21.880,1 | 24.161,2 |
რავ შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. პროექტის მიხედვით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 1,9 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 24,2 მლრდ ლარს შეადგენს.
ყველაზე მეტ ფულს გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, მისი ბიუჯეტი იქნება 7,7 მილიარდი ლარი.
ამ სახსრების ძირითადი ნაწილი მოხმარდება სოციალურ პროგრამებს, კერძოდ, პენსიების გაზრდას ასაკობრივი პენსიონერებისთვის, მიზნობრივ სოციალურ დახმარებებს, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, მედდებისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებას.
სახსრები ასევე მოხმარდება იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი ფენების წარმომადგენლების სამუშაოთი უზრუნველყოფას.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი, საწყისი პროგნოზით, 2024 წელს დაახლოებით 3,35 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,9 მლრდ მოხმარდება გზების მშენებლობას, დანარჩენი – სხვა ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების რემონტს, სკოლების მშენებლობას.
პროგნოზის მიხედვით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2,3 მილიარდ ლარზე მეტი იქნება.
ბიუჯეტის გაზრდა გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროსთვისაც, რომლის ბიუჯეტი იქნება 1,3 მლრდ ლარი. თანხა მოხმარდება სამხედროების ხელფასების 10%-ით ზრდას, მათთვის ბინების მშენებლობას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას.
ასევე გაიზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი. ის 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. გაზრდის მიზეზი პოლიციის თანამშრომლებისთვის ხელფასების 20%-იანი ზრდაა.
მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი, 2024 წლის პროგნოზით, იქნება 25 მლნ ლარი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის – 9,6 მლნ ლარი.