სახელმწიფო ბიუჯეტი 2024: ჯანდაცვა და სოციალური დაცვა - მთავარი პრიორიტეტი

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
НовостиTelegram
სოციალური სფეროსა და ჯანდაცვის ბიუჯეტი 7,7 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 870 მილიონით მეტია.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის თითქმის მესამედი მიმართულია ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სფეროებზე, განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც განიხილებოდა კანონპროექტი "საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ".
სახელმწიფოს 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დამუშავების შემდეგ ნოემბრის ბოლოს იქნება წარდგენილი.
კაკაურიძემ განაცხადა, რომ სოციალური სფეროსა და ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი 7,7 მლრდ ლარი იქნება, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 870 მილიონით მეტია.
კაკაურიძის განცხადებით, გაზრდილი თანხები მიმართული იქნება პენსიებისა და სოციალური დახმარების გაზრდაზე მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირებისთვის. გარდა ამისა, სახელმწიფო შეინარჩუნებს ივლისიდან გაზრდილ დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის.

„ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5,6 მილიარდ ლარს; ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა; დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230 მლნ ლარი", – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის თქმით, ბიუჯეტი ძალზე მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის.
„ამ თანხიდან პრაქტიკულად 4 მლრდ ლარი მიემართება საპენსიო ანაზღაურებაზე. მისასალმებელია, რომ საპენსიო ანაზღაურება იმატებს როგორც ქალაქში მცხოვრებლებისთვის, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის", – განაცხადა ლომინაძემ.
მისი შეფასებით, დემოგრაფია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს და კარგი იქნებოდა, თუ მთავრობა და პარლამენტი ამ მიმართულებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
პარლამენტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა>>
„ამ ეტაპზე კი შემოვდივართ წინადადებით, რომ სადეკრეტო შვებულების ანაზღაურება 2.500 ლარამდე გაიზარდოს, რათა ოჯახებს გარკვეული სტიმული მივცემთ", – განაცხადა ლომინაძემ.
კომიტეტის წევრებმა ბიუჯეტის პროექტი დადებითად შეაფასეს, თუმცა რამდენიმე წინადადებაც შეიტანეს, მათ შორის, სკოლაში ბავშვთა კვების თაობაზე, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, დაავადებათა დიაგნოსტიკასა და პრევენციაზე, მედიკამენტების პროგრამის შესახებ და სხვ.
გაზრდილი პენსიები და დახმარებები
პენსიები 70 წლისა და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის 1 იანვრიდან 50 ლარით გაიზრდება და 415 ლარს შეადგენს. 70 წლამდე ასაკის მოქალაქეების პენსია გაიზრდება 20 ლარით და იქნება 315 ლარი.
მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური დახმარება გაიზრდება 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა დახმარება – 20 ლარით.
ყველა ახალი ამბავი
0