https://sputnik-georgia.com/20231006/parlamentma-2023-wlis-saxelmwipo-biujetshi-cvlilebebi-miigo-283049372.html
პარლამენტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
Sputnik საქართველო
მთავრობა მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკის 5,2%-იან ზრდას პროგნოზირებს. 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T23:51+0400
2023-10-06T23:51+0400
2023-10-06T23:51+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებები 82 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.საქართველოს მთავრობამ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდისა და თანხების გადანაწილების გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე დიდ დაფინანსებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ.ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციები პროგნოზირებულთან შედარებით გაცილებით მაღალი აღმოჩნდა და რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია.დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,6% შეადგინა. წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ კონსერვატიულად იგეგმება და ჯამში 2023 წელს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, მანამდე არსებული 5%-ის ნაცვლად.მისი თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსების ზრდის მიუხედავად, შესაძლებელი გახადა განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და, შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი.მინისტრის მოადგილის თქმით, ფისკალური კონსოლიდაციის შემდეგ 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას დაფინანსების ზრდა განხორციელდა თითქმის ყველა მიმართულებით.„2023 წლის ბიუჯეტი თავიდან დაიგეგმა 5%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, რომლის ფარგლებშიც საგადასახადო შემოსავლების გეგმამ 18,9 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი განისაზღვრა მშპ-ის 2,8%-ის ოდენობით", - განაცხადა კაკაურიძემ.ვინ მიიღებს მეტ ფულსმთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 250 მილიონი ლარით გაიზრდება და 7,05 მილიარდს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან 120 მილიონი ლარი კიბოთი დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას მოხმარდება.განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 47 მლნ ლარით გაიზრდება და 2,07 მლრდ ლარს შეადგენს. დამატებითი თანხის უმეტესი ნაწილი სამთავრობო პროგრამით სკოლების გარემონტებასა და მშენებლობას მოხმარდება.პრემიერი: საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტის სამჯერ გაზრდა უზრუნველყო>>>რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 3,35 მილიარდ ლარს შეადგენს, დამატებით 20 მილიონს მიიღებს, რაც რაჭისა და გურიის რეგიონებში მასშტაბური სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციებზე და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე დაიხარჯება. მოსალოდნელია, რომ ამ კუთხით ასევე გამოყენებული იქნება სახსრები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და რეგიონების განვითარების ფონდიდან.დამატებით თანხას 23 მილიონის ოდენობით მიიღებს ეკონომიკის სამინისტროც, რომლის ბიუჯეტი 580 მილიონ ლარს შეადგენს. თანხის უმეტესი ნაწილი მოხმარდება ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფრასტრუქტურისა და სისტემების განახლებისთვის 40 მილიონ ლარს მიიღებს. უწყების მთლიანი ბიუჯეტი 1,15 მილიარდ ლარს შეადგენს.საჭირო შესყიდვებისთვის დამატებით 10 მილიონ ლარს მიიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 1,27 მილიარდ ლარს მიაღწევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
პარლამენტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა
მთავრობა მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკის 5,2%-იან ზრდას პროგნოზირებს.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებები 82 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.
საქართველოს მთავრობამ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდისა და თანხების გადანაწილების გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე დიდ დაფინანსებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციები პროგნოზირებულთან შედარებით გაცილებით მაღალი აღმოჩნდა და რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია.
2023 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ახალი პროგნოზი
მაჩვენებელი | ძველი პროგნოზი | ახალი პროგნოზი |
ეკონომიკური ზრდა, % | 5,0 | 6,5 |
დეფლატორი, % | 5,0 | 3,1 |
მშპ-ის ზრდა, მლრდ ლარი | 79,7 | 78,8 |
შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი | 18,9 | 19,4 |
ბიუჯეტის დეფიციტი, % მშპ-ის მიმართ | 2,8 | 2,8 |
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,6% შეადგინა. წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ კონსერვატიულად იგეგმება და ჯამში 2023 წელს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, მანამდე არსებული 5%-ის ნაცვლად.
„დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე 500 მლნ ლარზე მეტით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც შესაძლებლობას იძლევა დაფინანსდეს მიმდინარე წელს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებები და ამავდროულად შემცირდეს 2023 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებლები", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა, პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსების ზრდის მიუხედავად, შესაძლებელი გახადა განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და, შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)
მაჩვენებელი | ძველი ვარიანტი | ახალი ვარიანტი |
შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში | 21.914,2 | 22.170,9 |
საგადასახადო შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში | 16.290,4 | 18.239,9 |
გრანტები | 279,7 | 279,6 |
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები | 21.880,1 | 22.311,3 |
მინისტრის მოადგილის თქმით, ფისკალური კონსოლიდაციის შემდეგ 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას დაფინანსების ზრდა განხორციელდა თითქმის ყველა მიმართულებით.
„2023 წლის ბიუჯეტი თავიდან დაიგეგმა 5%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, რომლის ფარგლებშიც საგადასახადო შემოსავლების გეგმამ 18,9 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი განისაზღვრა მშპ-ის 2,8%-ის ოდენობით", - განაცხადა კაკაურიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 250 მილიონი ლარით გაიზრდება და 7,05 მილიარდს შეადგენს. აღნიშნული თანხიდან 120 მილიონი ლარი კიბოთი დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას მოხმარდება.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 47 მლნ ლარით გაიზრდება და 2,07 მლრდ ლარს შეადგენს. დამატებითი თანხის უმეტესი ნაწილი სამთავრობო პროგრამით სკოლების გარემონტებასა და მშენებლობას მოხმარდება.
რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 3,35 მილიარდ ლარს შეადგენს, დამატებით 20 მილიონს მიიღებს, რაც რაჭისა და გურიის რეგიონებში მასშტაბური სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციებზე და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე დაიხარჯება. მოსალოდნელია, რომ ამ კუთხით ასევე გამოყენებული იქნება სახსრები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და რეგიონების განვითარების ფონდიდან.
დამატებით თანხას 23 მილიონის ოდენობით მიიღებს ეკონომიკის სამინისტროც, რომლის ბიუჯეტი 580 მილიონ ლარს შეადგენს. თანხის უმეტესი ნაწილი მოხმარდება ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფრასტრუქტურისა და სისტემების განახლებისთვის 40 მილიონ ლარს მიიღებს. უწყების მთლიანი ბიუჯეტი 1,15 მილიარდ ლარს შეადგენს.
საჭირო შესყიდვებისთვის დამატებით 10 მილიონ ლარს მიიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 1,27 მილიარდ ლარს მიაღწევს.