https://sputnik-georgia.com/20230929/premieri-xelisuplebam-biujetis-samjerzrdauzrunvelyo-282793317.html
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტის სამჯერ გაზრდა უზრუნველყო
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტის სამჯერ გაზრდა უზრუნველყო
Sputnik საქართველო
მთავრობა მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკის 5,2%-იან ზრდას პროგნოზირებს. 29.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-29T17:38+0400
2023-09-29T17:38+0400
2023-10-26T15:47+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267404021_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_72b0d7177f7039a10e28cf07631f9561.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. 2024 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი 27,8 მილიარდი ლარი იქნება, რაც სამჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელზე – როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოვიდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. პარასკევს მთავრობის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი განიხილეს, რომელიც მოგვიანებით პარლამენტს გადაეგზავნება. მისი თქმით, მთავრობის გათვლებით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2,5% იქნება, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 38,2% იქნება. „ბიუჯეტი დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით. ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5,2%-ით ზრდა", – განაცხადა ღარიბაშვილმა. პარლამენტის კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა>>>როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 5%, ინფლაციის საშუალო პროგნოზი იქნება მიზნობრივი 2,8%-ის ფარგლებში. მშპ დაახლოებით 85,4 მილიარდი ლარი იქნება, რაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი პროგრესია – 2012 წელს მშპ 27 მილიარდი იყო. ამასთან, მთავრობა 2027 წლისთვის მშპ-ის 108 მილიარდ ლარამდე გაზრდას პროგნოზირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267404021_274:162:1196:853_1920x0_80_0_0_c474d2b76044fd02c7ba4abc89f3ca73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტის სამჯერ გაზრდა უზრუნველყო
17:38 29.09.2023 (განახლებულია: 15:47 26.10.2023) მთავრობა მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკის 5,2%-იან ზრდას პროგნოზირებს.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. 2024 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი 27,8 მილიარდი ლარი იქნება, რაც სამჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელზე – როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოვიდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პარასკევს მთავრობის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი განიხილეს, რომელიც მოგვიანებით პარლამენტს გადაეგზავნება.
„2012 წელს ბიუჯეტი იყო 8,5 მლრდ ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27,8 მლრდ ლარი, რაც სამჯერ მეტია და რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობის გათვლებით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2,5% იქნება, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ის 38,2% იქნება.
„ბიუჯეტი დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით. ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5,2%-ით ზრდა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 5%, ინფლაციის საშუალო პროგნოზი იქნება მიზნობრივი 2,8%-ის ფარგლებში.
მშპ დაახლოებით 85,4 მილიარდი ლარი იქნება, რაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დიდი პროგრესია – 2012 წელს მშპ 27 მილიარდი იყო.
ამასთან, მთავრობა 2027 წლისთვის მშპ-ის 108 მილიარდ ლარამდე გაზრდას პროგნოზირებს.