რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - შსს-ს მონაცემები

© Kutaisi International Airportქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2023
გამოწერა
მიმდინარე წლის სამი კვარტლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რაოდენობა გაორმაგდა 2022 წლის ცხრა თვესთან შედარებით.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 4,5 მლნ მგზავრი მიიღეს, რაც დაახლოებით 36%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 9,7%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, იუწყება საქართველოს შსს.
შსს-ს მონაცემებით, მგზავრების ნახევარზე მეტი (2,8 მლნ ადამიანი) თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 28%-ით მეტია. მხოლოდ მესამე კვარტალში თბილისის აეროპორტს 1,2 მლნ მგზავრი ეწვია. აქედან ქვეყანაში შემოვიდა 586,1 ათასი და გავიდა 608,9 ათასი ადამიანი.
სამი კვარტლის განმავლობაში, 2022 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, მგზავრების რაოდენობა გაორმაგდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და 1,2 მლნ ადამიანი შეადგინა.
მგზავრთნაკადი ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში რეკორდულად გაიზრდება - დავითაშვილი>>
საანგარიშო პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 515,2 ათასი მგზავრი მიიღო, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4,7%-ით მეტია. მგზავრების ყველაზე მეტი რაოდენობა აეროპორტმა 2023 წლის ივლისი-სექტემბერში მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0