შვრია და მისი სასარგებლო თვისებები

© rawpixel.comშვრიის ფანტელები
შვრიის ფანტელები - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2023
გამოწერა
შვრია, ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყალობით, უმკლავდება უამრავ დაავადებას, მათ შორის, ნევროზებს, უძილობას, სტრესს. ის წარმატებით გამოიყენება ბავშვებში ცერებრალური დამბლის დროსაც კი, რადგან შეიცავს ქოლინს, რომელიც აუმჯობესებს კუნთების მუშაობას.
შვრია (Avena) მარცვლოვანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარის გვარია. აერთიანებს 70-მდე სახეობას. აქედან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას.
შვრიის შემადგენლობა
შვრია შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს, ასევე ცხიმებს, ნახშირწყლებს, მეთიონინს, პოლიფენოლებს, ქოლინს; დიდი რაოდენობით ქიმიურ ელემენტებს: კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, კალციუმს, თუთიას, კობალტს, მანგანუმს, ვიტამინებს – В-ჯგუფის, А, Е, РР.
შვრიის სასარგებლო თვისებები
იყენებენ შვრიის ქერცლმოცლილ ნაყოფს (საკვებად და დიეტური კვებისთვის), ახლად აყვავებულ მცენარეს (ჰომეოპათიაში), მწვანე შვრიასა და შვრიის ჩალას (აბაზანებისთვის).
ხალხურ მედიცინაში შვრიის მარცვალი ნებისმიერი მძიმე დაავადების შემდეგ ორგანიზმის გამოფიტვის დროს უძველესი დროიდან გამოიყენება.
ოსპი - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2023
ოსპი და მისი სასარგებლო თვისებები
შვრიას განსაკუთრებული თვისებები გააჩნია საიმისოდ, რომ ორგანიზმი გაწმინდოს ტოქსინებისგან, ამიტომ ის კარგად ეხმარება ადამიანს ეგზემასთან, ფსორიაზთან, დიათეზთან (თუ გლუტენზე ალერგია არ არის) კომპლექსურ ბრძოლაში. ის ებრძვის ჭარბცხიმიანობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.
შვრიის ნახარში ხსნის ანთებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ამავდროულად ორგანიზმს ამარაგებს ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. ეს კი ორგანიზმს ეხმარება სასიცოცხლო ტონუსის ამაღლებაში, დაღლილობის მოხსნაში.
ერთ–ერთი უსაყვარლესი საკვები საქართველოში და მისი სასარგებლო თვისებები>>
შვრია, ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყალობით, უმკლავდება ნევროზებს, უძილობას, სტრესს. ის წარმატებით გამოიყენება ბავშვებში ცერებრალური დამბლის დროსაც კი, რადგან შეიცავს ქოლინს, რომელიც აუმჯობესებს კუნთების მუშაობას.
შვრიის ჩალა დიაბეტის სამკურნალო მრავალრიცხოვან ნაკრებში შედის. მცენარე ადამიანს ეხმარება ღვიძლის ფუნქციის, თირკმლების, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, ანემიის დროს (სისხლნაკლებობა), გადაღლილობისას (როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი).
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გაღივებული ხორბალი და მისი სასარგებლო თვისებები
შვრია იცავს ღვიძლს, აღადგენს მის უჯრედებს, ხელს უწყობს მაღალი სიმკვრივის კარგი ქოლესტერინის წარმოქმნას და დაბალი სიმკვრივის მავნე ქოლესტერინის შემცველობის შემცირებას, რომელიც სისხლძარღვებში ათეროსკლეროზულ ფოლაქებს (კვანძებს) წარმოქმნის. შვრია ათეროსკლეროზსაც მკურნალობს.
შვრია დადებითად მოქმედებს შარდგამომყოფ სისტემაზე: შვრიის მწვანე ბალახის ნაყენი შლის მცირე კენჭებს და ის თირკმლებიდან გამოაქვს.
თხილი, მისი ნაჭუჭი, ფოთოლი და ქერქი – სასარგებლო თვისებები>>
შვრია მკურნალობს ბრონქებისა და ფილტვების დაავადებებს: აქვს ამოსახველებელი, სუსტი ხველების საწინააღმდეგო და ზოგადი გამაჯანსაღებელი ეფექტი.
უმწიფარი შვრია ამაღლებს პოტენციას – ორგანიზმში ზრდის ტესტოსტერონს, ანუ მამაკაცის სქესობრივ ჰორმონს.
შვრია ფასდაუდებელია დიეტურ კვებაში.
სიმინდის ტარო - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
სიმინდი და სიმინდის ულვაში: სასარგებლო თვისებები
შვრია ხალხურ მედიცინაში გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, პლევრიტი, პნევმონია, ტუბერკულოზი, ფილტვის კიბო
კანის დაავადებები (ეგზემა, დერმატიტი, ფსორიაზი)
ღვიძლის ჰეპატიტი და ციროზი, ქოლეცისტიტი, ენტეროკოლიტი
შარდსასქესო ორგანოებში კენჭები, ნეფრიტი, ცისტიტი
გაცხიმოვნება, ზედმეტი წონა
ტოქსიკური რეაქციები, მათ შორის, ქიმიოთერაპიის შემდეგ
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი ანაციდური, დუოდენიტი, პანკრეატიტი, ენტეროკოლიტი
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გულის იშემიური დაავადებები) და ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, მიოკარდიტი
შაქრიანი დიაბეტი (შვრიის ჩალა)
პარკინსონის დაავადება, უძილობა, სტრესი, ნერვული გამოფიტვა
ცერებრალური დამბლა ბავშვებში
ხერხემლისა და სახსრების დაავადებები (ართრიტი, ტკაცუნი ფეხებში)
სიმსივნეები, ფიროზულ-კისტოზური მასტოპათია, სისხლის დაავადებები, გამოფიტვა
კომპლექსში ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულებისას
ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს მამაკაცებში
გრიპი, გაციება
უძილობა, ნევროზები
შვრიის მიღება არ არის რეკომენდებული
თუ ადამიანს აქვს შვრიის ინდივიდუალური აუტანლობა. სიფრთხილით უნდა მიიღონ ეს მცენარე ადამიანებმა, ვისაც კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა აქვს. ასევე მათ, ვინც ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაიტარა (ამოიკვეთა ეს ორგანო).
ყველა ახალი ამბავი
0