https://sputnik-georgia.com/20231016/premieri-saqartvelo-gmobs-israelze-teroristul-tavdasxmas-283302204.html
პრემიერი: საქართველო გმობს ისრაელზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას
პრემიერი: საქართველო გმობს ისრაელზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას
Sputnik საქართველო
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან საქართველოს საელჩო ისრაელში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T16:22+0400
2023-10-16T16:22+0400
2023-10-16T20:51+0400
საქართველო
ისრაელი-ჰამასის ომი
ისრაელი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282967494_0:165:1600:1066_1920x0_80_0_0_f9fee1f12de5a127c327f44982f964ee.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოზე და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩთან ჰადას მეიცადთან შეხვედრაზე.7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები" დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა. ისრაელიდან მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას განაგრძობენ>>>მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატმა პრემიერს ისრაელში განვითარებული მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ებრაელ ხალხს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 2 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს („ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი) განცხადებით, ცაჰალის დაბომბვის შედეგად 2.450 ადამიანია დაღუპული. სხვადასხვა მონაცემებით, „ჰამასის" ტყვეობაში დაახლოებით 150 ისრაელის მოქალაქეა.შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან საქართველოს საელჩო ისრაელში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აუცილებლობის შემთხვევაში საელჩო მზადაა საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა საჭირო ნივთებით და თავშესაფრით უზრუნველყოს.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282967494_103:132:1348:1066_1920x0_80_0_0_bb86ca5021a15eb91afec0737a48377a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ისრაელი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველო გმობს ისრაელზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას
16:22 16.10.2023 (განახლებულია: 20:51 16.10.2023) შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან საქართველოს საელჩო ისრაელში საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოზე და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩთან ჰადას მეიცადთან შეხვედრაზე.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები" დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე დიპლომატმა პრემიერს ისრაელში განვითარებული მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.
პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ებრაელ ხალხს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 2 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს („ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი) განცხადებით, ცაჰალის დაბომბვის შედეგად 2.450 ადამიანია დაღუპული. სხვადასხვა მონაცემებით, „ჰამასის" ტყვეობაში დაახლოებით 150 ისრაელის მოქალაქეა.
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან საქართველოს საელჩო ისრაელში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აუცილებლობის შემთხვევაში საელჩო მზადაა საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა საჭირო ნივთებით და თავშესაფრით უზრუნველყოს.