https://sputnik-georgia.com/20231015/15-qtombers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-283246563.html
15 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
15 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 15 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 15.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-15T00:15+0400
2023-10-15T00:15+0400
2023-10-15T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23794/77/237947729_0:286:5472:3364_1920x0_80_0_0_f7b1f0b10b7cbb25e47600185fcdd262.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.14-22 ოქტომბრის პერიოდი14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ. როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.15 ოქტომბერს დაბადებულები15 ოქტომბერს დაბადებულები მეგობრული, თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე ორიენტირებული არიან. მათი სისუსტეა მარტოობის შიში. ამ ადამიანებს, როგორც წესი, ბევრი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი ჰყავთ. ისინი თავიანთი რჩეულის ერთგული არიან და ამასვე მოითხოვენ მისგანაც.15 ოქტომბერს დაბადებულები ვერ იტანენ სკანდალებსა და ჩხუბს. არ შეუძლიათ კონფლიქტების კონსტრუქციული გადაწყვეტა, ამიტომ ამ დღეს დაბადებულთა უმრავლესობა თავის არიდების ტაქტიკას ირჩევს; მაგრამ გარეგნული სიმშვიდის უკან ვნებათა ბობოქარი ვულკანი იმალება.ამ დღეს დაბადებულები გულღია, კომუნიკაბელური სასწორები არიან. მათთვის გარშემომყოფთა მოსაზრებებს მნიშვნელობა აქვს, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, სოციალური შეფასების მოლოდინში არიან. როგორ ცოლზე ოცნებობენ მამაკაცები - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>საზოგადოების მხრიდან მათი მოქმედების მოწონება ამ ადამიანებს გულწრფელად ახარებს და შემდგომი მოქმედებების სტიმულს აძლევს. ხოლო გულგრილობა საზოგადოების მხრიდან მათზე ძალიან ნეგატიურად აისახება, შესაძლოა, დეპრესიამდე მივიდნენ. მათთვის ყველაზე საშინელი რამაა, დარჩნენ აუღიარებელი, უსარგებლო.15 ოქტომბერს დაბადებულები გარშემომყოფების მიმართ კრიტიკული არიან, ხოლო საკუთარ თავს, ჩვეულებრივ, იდეალურად აღიქვამენ. მათთვის ურთიერთობების საყვარელი ფორმატი დისკუსიაა.ამ დღეს დაბადებულებს გარშემომყოფების მოსაზრებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. პროფესიულ სფეროში ძალიან ხშირად ავტორიტეტს წარმოადგენენ; კომფორტულად გრძნობენ თავს ხელმძღვანელ პოზიციებზე. კარიერულად სწრაფად იზრდებიან, მიღწეულზე იშვიათად ჩერდებიან.ჯანმრთელობა15 ოქტომბერს დაბადებულების ჯანმრთელობისთვის პირველ საშიშროებას ცხოვრების უმოძრაო წესი ქმნის, როცა მათი სამუშაო ფიზიკურ აქტივობას არ ითვალისწინებს. მათთვის აუცილებელია ზომიერების დაცვა ფიზიკურ აქტივობაში, კვებაში; ასევე, როგორც სხვა სასწორებმა, მათაც უნდა გაითვალისწინონ მავნე ჩვევების უარყოფითი გავლენა მათზე და ეს, პირველ რიგში ჩვევებზე დამოკიდებულებას ეხება ზოგადად.დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ>>რჩევა:მუდმივად გუნდში ყოფნა და მუშაობა დამღლელია. ისწავლეთ ხანდახან განმარტოება, ფიზიკური და სულიერი დასვენება და სხეულისა და სულის ჰარმონიაში მოყვანა.
https://sputnik-georgia.com/20230923/saswori-sazriani-mwvidi-windaxeduli-zogadi-daxasiateba-libra-282540687.html
https://sputnik-georgia.com/20231010/rogor-qmarze-ocneboben-qalebi-zodiaqos-mixedvit-283129476.html
https://sputnik-georgia.com/20180627/medlis-ori-mxare-zodiaqos-niSnebis-daxasiaTeba-241013735.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23794/77/237947729_304:0:5169:3649_1920x0_80_0_0_ed743b03992f0edd41e9453cca55c0d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
15 ოქტომბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 15 ოქტომბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.
14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ.
23 სექტემბერი 2023, 19:00
როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.
15 ოქტომბერს დაბადებულები
15 ოქტომბერს დაბადებულები მეგობრული, თანამშრომლობაზე, პარტნიორობაზე ორიენტირებული არიან. მათი სისუსტეა მარტოობის შიში. ამ ადამიანებს, როგორც წესი, ბევრი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი ჰყავთ. ისინი თავიანთი რჩეულის ერთგული არიან და ამასვე მოითხოვენ მისგანაც.
15 ოქტომბერს დაბადებულები ვერ იტანენ სკანდალებსა და ჩხუბს. არ შეუძლიათ კონფლიქტების კონსტრუქციული გადაწყვეტა, ამიტომ ამ დღეს დაბადებულთა უმრავლესობა თავის არიდების ტაქტიკას ირჩევს; მაგრამ გარეგნული სიმშვიდის უკან ვნებათა ბობოქარი ვულკანი იმალება.
ამ დღეს დაბადებულები გულღია, კომუნიკაბელური სასწორები არიან. მათთვის გარშემომყოფთა მოსაზრებებს მნიშვნელობა აქვს, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, სოციალური შეფასების მოლოდინში არიან.
საზოგადოების მხრიდან მათი მოქმედების მოწონება ამ ადამიანებს გულწრფელად ახარებს და შემდგომი მოქმედებების სტიმულს აძლევს. ხოლო გულგრილობა საზოგადოების მხრიდან მათზე ძალიან ნეგატიურად აისახება, შესაძლოა, დეპრესიამდე მივიდნენ. მათთვის ყველაზე საშინელი რამაა, დარჩნენ აუღიარებელი, უსარგებლო.
15 ოქტომბერს დაბადებულები გარშემომყოფების მიმართ კრიტიკული არიან, ხოლო საკუთარ თავს, ჩვეულებრივ, იდეალურად აღიქვამენ. მათთვის ურთიერთობების საყვარელი ფორმატი დისკუსიაა.
ამ დღეს დაბადებულებს გარშემომყოფების მოსაზრებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. პროფესიულ სფეროში ძალიან ხშირად ავტორიტეტს წარმოადგენენ; კომფორტულად გრძნობენ თავს ხელმძღვანელ პოზიციებზე. კარიერულად სწრაფად იზრდებიან, მიღწეულზე იშვიათად ჩერდებიან.
15 ოქტომბერს დაბადებულების ჯანმრთელობისთვის პირველ საშიშროებას ცხოვრების უმოძრაო წესი ქმნის, როცა მათი სამუშაო ფიზიკურ აქტივობას არ ითვალისწინებს. მათთვის აუცილებელია ზომიერების დაცვა ფიზიკურ აქტივობაში, კვებაში; ასევე, როგორც სხვა სასწორებმა, მათაც უნდა გაითვალისწინონ მავნე ჩვევების უარყოფითი გავლენა მათზე და ეს, პირველ რიგში ჩვევებზე დამოკიდებულებას ეხება ზოგადად.
მუდმივად გუნდში ყოფნა და მუშაობა დამღლელია. ისწავლეთ ხანდახან განმარტოება, ფიზიკური და სულიერი დასვენება და სხეულისა და სულის ჰარმონიაში მოყვანა.